საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო. შეჯიბრება 10-11 ივლისს მოსკოვში გაიმართება...

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის სერიის ფინალური ეტაპისთვის მზადება დაიწყო. შეჯიბრება 10-11 ივლისს მოსკოვში გაიმართება. ტურნირზე წლევანდელი სერიის ეტაპების შედეგად გამოვლენილი 12 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ შვიდკაცა "ბორჯღალოსნები" მოხვდნენ საკმაოდ ძნელ, A ჯგუფში, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები რუსეთის, პორტუგალიის, იტალიის, მოლდოვისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ: ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ლიტვა, ჰოლანდია და უკრაინა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კახა ალანიამ უძლიერესი შემადგენლობის შეკრება ვერც ამჯერად შეძლო. ტრავმების გამო გუნდს დააკლდებიან ვიქტორ კოლელიშვილი, ალექსანდრე თოდუა, ლექსო გუგავა (სამივე - ლელო), თედო ზიბზიბაძე (პერიგო) და შალვა სუთიაშვილი (მასი). გიორგი ჩხაიძე (მონპელიე) და ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი) კი თავიანთ კლუბებთან ერთად იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე.

დღესდღეობით ფინალური ეტაპისთვის ოცამდე მორაგბე ემზადება, რომელთაგან ალანია 12-ს შეარჩევს. ნაკრების კანდიდატებს შორის რამდენიმე ლეგიონერიცაა: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (ფარული), მერაბ კვირიკაშვილი, მალხაზ ურჯუკაშვილი (ორივე - ფიჟაკი) და სიმონ მაისურაძე (ვილერბანი). გამოცდილი, მრავალის მნახველი მორაგბეებიდან აღსანიშნავია ბესიკ ხამაშურიძის (აია) და გიორგი შკინინის (ხულიგანა) დაბრუნება შვიდკაცა ნაკრებში.

ქართველთაგუნდი მოსკოვში 8 ივლისს გაემგზავრება.

A ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, პორტუგალია, იტალია, მოლდოვა, პოლონეთი

B ჯგუფი: ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ლიტვა, ჰოლანდია, უკრაინა.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა