WTA-ს და ATP-ის ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა, სადაც უკან დაიხია ჩვენმა ერთადერთმა წარმომადგენელმა ასეულში
2 აპრილს WTA-ს და ATP-ის ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, კვლავ უკან დაიხია ჩვენმა ერთადერთმა წარმომადგენელმა მოწინავე ასეულში ანა ტატიშვილმა.

22 წლის ჩვენებურს 804 ქულა აქვს და მე-80 ადგილზეა (-3). ახლა ანა ჩარლსტონში (აშშ) 740-ათასიან ტურნირში თამაშობს, სადაც შარშან მესამე წრემდე გააღწია და შესაბამისად, ის ქულები დასაცველი აქვს. პირველ წრეში ჩვენებური ჰოლანდიელ არანჩა რუსს ხვდება.

სხვები: 186 (-5) მაკა ჩახნაშვილი - 338 ქულა; 268 (-4) სოფიო შაფათავა - 206; 376 (-11) სოფიო ქვაცაბაია - 117; 418 (-) ეკა გორგოძე - 93; 423 (-46) ოქსანა კალაშნიკოვა - 89; 488 (-3) თათია მიქაძე - 70; 709 (+115) ნათია გეგია - 30; 1025 (-9) ანი გოგვაძე - 10. ვაჟები: 1 244 (-9) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 472 (-2) ალექსანდრე მეტრეველი - 2.

თვალშისაცემია ნათია გეგიას 115-ადგილიანი ნახტომი და ოქსანა კალაშნიკოვას უკუსვლა.

ვაჟთა რეიტინგში გამოგვაკლდა ლადო ჩიხლაძე - ალბათ, საბოლოოდ. სამწუხაროა, რომ ამ ნიჭიერი ჩოგბურთელის კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ქართული ჩოგბურთის გულშემატკივრები ელოდნენ. 26 წლის ჩიხლაძეს შარშანდელი მარტის მერე არსად უთამაშია. 2007 წელს მან რეიტინგში საუკეთესო ადგილს, 350-ე ჩოგნობას მიაღწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა