აზერბაიჯანულმა საიტმა ბაქოს "ინტერის" ქართველ მწვრთნელს ძველი "ცოდვები" გაუხსენა
აზერბაიჯანის ჩემპიონატის 26-ე ტურში ბაქოს "ინტერის" ქართველ მთავარ მწვრთნელს კახაბერ ცხადაძეს მეტოქე გუნდის, "ხაზარ ლენქორანის" დამრიგებელთან კონფლიქტი მოუვიდა.

ამის შემდეგ უინუს ჰუსეინოვმა ქართველზე ბოღმა azerisport.com-თან ინტერვიუში ამოანთხია და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციას ქართველის მკაცრად დასჯისკენ მოუწოდა.

სხვათა შორის, ჰუსეინოვმა ინტერვიუს ბოლოს დასძინა, თუ ქართველი ბოდიშს არ მომიხდის და აფფა-ც შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, ამ ამბავს ასე არ დავტოვებო...

ჰუსეინოვს იმედი გაუცრუვდა - 3 აპრილს აფფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა საქმე განიხილა და ქართველი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა. აზერბაიჯანულმა საიტმა azerisport.com კი ჩვენებურს სტატია მიუძღვნა, სადაც ცხადაძის გამოხდომები გაიხსენა.

azerisport.com: ცხადაძის საქმენი საგმირონი აზერბაიჯანში

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის კახაბერ ცხადაძის "გმირობები".

თარიღი: 2010 წლის 20 ივლისი.

ადგილი: ბაქო, "ჰეიდარ ალიევის" აეროპორტი

გმირობა: კახაბერ ცხადაძემ, კრიტიკული სტატიების სერიით გამო, უკმაყოფილება ჩვენს კორესპონდენტთან უხეში ფორმით გამოხატა. ინციდენტი ბაქოს "ინტერის" პოზნანში, "ლეხთან" სათამაშოდ გაფრენის წინ მოხდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ცხადაძემ აღიარა, რომ გამონათქვამ "განავალის ჭამას" არაეთიკურად არ მიიჩნევს.

შედეგი: არავითარი. ცხადაძემ სასწრაფოდ მოამზადებინა წერილი, ვითომ "ინტერის" ფეხბურთელების სახელით, სადაც მოთამაშეები თავს დებდნენ, რომ მწვრთნელს მსგავსი არაფერი უთქვამს. არც საიტს და არც კორესპონდენტს ქართველი სპეციალისტისგან ბოდიში არ მიუღია.

თარიღი: 2010 წლის 21 აგვისტო

ადგილი: ლანქორანის სტადიონი.

გმირობა: "ხაზარ ლენქორანის" წინააღმდეგ მატჩში კახაბერ ცხადაძემ, ამჯერადაც რაღაცით გაღიზიანებულმა, თავის კოლეგას მირჩა რედნიკს ინგლისურად უკმეხად მიმართა. ვალში არც რედნიკი დარჩა და პასუხი რუმინულად გასცა.

შედეგი: მწვრთნელები შერიგდნენ. წინა შემთხვევისგან განსხვავებით კი. ფეხბურთელებს თავიანთი მწვრთნელის დასაცავად ერთობლივი წერილი არ შეუდგენიათ, რადგან ცხადაძის სიტყვები ისედაც მთელმა სტადიონმა აშკარად გაიგო.

თარიღი: 20 აგვისტო, 2011 წელი. (იხილეთ ვიდეო)

ადგილი: ბაქო, სტადიონი "შაფა".

გმირობა: მას შემდეგ, რაც არ მოეწონა მსაჯის გადაწყვეტილება მისი გუნდის კარში პენალტის დანიშვნის თაობაზე, თავისი შვილის - ბაჩანას დახმარებით, მთელი გუნდი აიძულა, პროტესტის ნიშნად სტადიონი დაეტოვებინა.

შედეგი: "ინტერს" ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და აფფა-სგან სოლიდური ჯარიმა მიიღო.

თარიღი: 3 მარტი. 2012 წელი.

ადგილი: ბაქო, სკ "ბაკის" ბაზის სტადიონი.

გმირობა: "ბაკისთან" მატჩის შემდეგ, რომელიც "ინტერმა" 0:1 დათმო, კახაბერ ცხადაძემ მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ სტარკოვს ხელი არც მოედანზე და არც ტრიბუნის ქვეშ ნაგებობაში ჩამოართვა. არადა, მატჩის შემდეგ ლატვიელი სპეციალისტი თავად მივიდა ქართველთან, რათა თამაშისთვის მადლობა გადაეხადა, თუმცა ცხადაძემ მას სრული იგნორირება გაუკეთა.

შედეგი: არავითარი. უცნობია, შერიგდნენ თუ არა ცხადაძე და სტარკოვი, თუმცა მათი დაპირისპირება მოედანზე მეტჯერ აღარ შემდგარა.

თარიღი: 1 აპრილი. 2012 წელი.

ადგილი: ლენქორანის სტადიონი

გმირობა: ლენქორანში 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ, კახაბერ ცხადაძემ მასპინძელთა თავკაცს იუნის ჰუსეინოვს უხეში ფორმით მიმართა. მან მეტოქის გამარჯვება იმას მიაწერა, რომ მისი გუნდი კაცნაკლული თამაშობდა, თორემ თანაბარი მოთამაშეებით "ხაზარს" მოგების შანსი არასდროს ექნებოდა.

შედეგი: ჰუსეინოვი ცხადაძისგან ბოდიშის მოხდას ჯერ კიდევ მოელის, თუმცა "ხაზარის" მწვრთნელს მართებს იმის გათვალისწინება, რომ ვისაც მანამდე ბატონ კახაბერთან პრობლემა ჰქონია, თავისი თანამდებობა დაუკარგავს. ...რა თქმა უნდა, გარდა ჩვენი კორესპონდენტისა.

dito
nika შენი კომენტარიდანაც ჩანს რომ ფეხბურთისგან შორს ხარ და წადი ბალეტზე პოსტე ძმა otari56 შევარცხვინე შენნაირი ქართველი, ჭორიკანა გაზეთის ჭორიკნულ ჭერილზე კაცს რომ ასეთ შეურაწყოფას აყენებ
otari56
კაცი მეგონა და ნაგავი ყოფილა, შევარცხვინე შენი ქართველობა.
danielle
ნიკა შენ საერთოდ ჯერ გაერკვიე რა ხდება და მერე წერე... მე დაკვირვებული ვარ რო ამ აზერისპორტი.კომ ზე ხშირად იწერება ყოველთვის ცხადაძის გამამტყუნებელი სტატიები და ათასგვარ ცილისწამებასაც არ ერიდებიან აზერბაიჯანელები, როგორც მე დავაკვირდი ძალიან უმადური ხალხია!!! ჯერესერტიც იმას რატო არ ამბობენ ცხადაძე რო კინაღამ სტადიონზე მოკლეს? თავში ქვა გაარტყეს... და ეს ამბავი მიჩქმალეს, მწყობილებიდან გამოიყვანეს ადამიანი, ცხადაძე რა პიროვნებაცაა ყველამ კარგათ ვიცით, ძალიან გაწონასწორებული და ზრდილობიანი ადამიანია! ეგ უმადური აზერბაიჯანელები კიდე უკანალზე უნდა კოცნიდნენ, კახას ხელში ინტერმა მოიგო თანამეგობრობის თასი და გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი(მგონი 2 ჯერ) და კიდევ უეფას თასზე ძალიან წარმატებით ათამაშა გუნდი... მარა რათ გინდა ვირო მადლიო... კიდევ ერთხელ ვიმეორებ , აზერბაიჯანული პრესა ძალიან უსამართლო სტატიებს წერს ცხადაძეზე და დიდი სიძულვილი აქვთ ჩვენი თანამემამულის მიმართ მაგ უსამართლო და უმადურებს!!!!...;
vendeta
ჯიგარი ხარ მაგ ნავთით გაბლატავებულ თათრებს მეტი ეკუთვნით მიდი მიაწექი
nika
რა ფეხბურთელიც იყო ისეთი ხვითო მწვრთნელია. ძაღლი სახლში არ ვარგოდაო...........
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!