"ჩიკაგო ბულზს" მაინც დაეტყო დერიკ როუზის არყოფნა და ეს იმ დროს მოხდა, როცა გუნდს თითქმის გარანტირებული ჰქონდა პირველი ადგილი
"ჩიკაგო ბულზს" მაინც დაეტყო დერიკ როუზის არყოფნა და ეს იმ დროს მოხდა, როცა გუნდს თითქმის გარანტირებული ჰქონდა პირველი ადგილი აღმოსავლეთ კონფერენციაში. თუ წინა დღეს "ოკლაჰომასთან" წაგებას გარკვეული ახსნა მოეძებნებოდა, საკუთარ მოედანზე არც ისე ძლიერი "ჰიუსტონისგან" მარცხი საგანგაშო დასკვნების საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, "ბულზს" წელიწადზე მეტია, არ ჰქონდა რეგულარულში ზედიზედ ორი მატჩი წაგებული.

ნოას, ბუზერისა და დენგის ტრიოს ძალა, რომელიც ტრადიციულად გუნდის საერთო ქულებისა და მოხსნების ნახევარს იღებს, საკმარისი აღმოჩნდა მოკრძალებული "დეტროიტის" დასამარცხებლად, მაგრამ არასაკმარისი "როკეტსის" წინააღმდეგ. მასპინძლებს არ უშველა ჰემილტონის ასე ნანატრმა დაბრუნებამ. რიპი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და ჩააგდო შეხვედრა. კიდევ ერთ სასტარტოსთან - უოტსონთან ერთად მცველთა დუეტმა 14-იდან სამი ბურთი ჩააგდო, რვაჯერ დაკარგა ბურთი, რითაც დაგვანახა მატჩში "ბულზის" მთავარი გასაჭირი. "ხარებს" 19 შეცდომა 23 გაშვებულ ქულად დაუჯდა.

სტუმრები კი იშვიათად კარგავდნენ ბურთს. თანაც, ბევრ კალათბურთელს წაუვიდა თამაში. სკოლამ და კემბიმ ორმაგი დუბლი შეასრულეს, დრაგიჩი ბრწყინავდა პირველ ნახევარში (20 ქულა)... მატჩის მთავარი გმირი კი რეზერვისტი ჩეიზ ბადინგერი გახდა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში სწორედ მისმა ზედიზედ სამმა სამქულიანმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მეტოქეს. "ჰიუსტონი" 10 ქულით გავიდა წინ, რომელიც გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა "ჩიკაგოსთვის". დიდი ძალისხმევით მასპინძლებმა ოთხ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ საკუთარმა შეცდომებმა და აცილებულმა ტყორცნებმა, აგრეთვე, "როკეტსის" გამოყენებულმა საჯარიმოებმა "ჩიკაგოს" შანსი არ დაუტოვეს.

დასავლეთის ლიდერმა "ოკლაჰომამ" ერთი დღის წინ საკუთარ მოედანზე გაანადგურა აღმოსავლეთის ლიდერი "ჩიკაგო", მაგრამ ამჯერად, ასევე საშინაო მატჩში, ვერაფერი მოუხერხა "მემფისს".

პირველ ტაიმში "ოკლაჰომას" მცირე უპირატესობა შეინიშნებოდა. მასპინძლებმა ერთნაირი ანგარიშით - 22:21 მოიგეს პირველი ორი მეოთხედი და დიდი შესვენებისთვის ორი ქულით გავიდნენ წინ.

თამაშის სურათი მესამე მეოთხედში შეიცვალა. "მემფისმა" სათამაშო ინიციატივა მოიპოვა და ჯერ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხა. ეს 12-წუთეული "გრიზლისმა" ექვსი ქულის სხვაობით მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ ოთხი ქულით დაწინაურდა. ყველაფერი ბოლო მეოთხედში უნდა გადაწყვეტილიყო.

"მემფისის" რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო რეზერვისტი ო ჯეი მაიო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. სწორედ მისმა სამქულიანმა გადაწყვიტა მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე. ამ ტყორცნის შემდეგ ანგარიში 93:86 გახდა "მემფისის" სასარგებლოდ და მატჩის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

"მემფისმა" ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ მოიგო და დასავლეთის ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო "დალასს". "ოკლაჰომამ" კი შეწყვიტა ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, მაგრამ მაინც დამაჯერებლად ლიდერობს თავის კონფერენციას; თუმცა რეგულარულ ჩემპიონატში ჩამორჩება აღმოსავლეთის ლიდერ "ჩიკაგოს".

ჩააგდეს შეხვედრა "ოკლაჰომას" ლიდერებმა - დურანტმა, მართალია, 21 ქულა დააგროვა, მაგრამ თამაშისას 20-იდან 8 ტყორცნა მოათავსა კალათში. უესტბრუკის ანგარიშზე კი 19 ქულა მოდის.

"კლიპერსმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და ეს ისტორიული მომენტია ლოს ანჯელესის მუდმივად მეორე გუნდისთვის. ასეთი სერია "კლიპერსს" 20(!) წელია, არ ჰქონია. ყველაზე დასაფასებელი ის არის, რომ კალიფორნიელებმა ამ ნიშნულს NBA-ს მოქმედი ჩემპიონის დამარცხების შემდეგ მიაღწიეს - თანაც ტექსასში მოიგეს ისე, რომ ქვა ქვაზე არ დატოვეს "დალასისგან". არადა, აქამდე "კლიპერსს" დალასში ზედიზედ ათი მატჩი არ მოეგო.

ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ამ მატჩის გმირი არა კრის პოლი ან ბლეიკ გრიფინი, არამედ რენდი ფოიე გახდა. მცველმა მეტოქის კალათში რვა სამქულიანი მოათავსა - საუკეთესო შედეგი კარიერაში და საკლუბო რეკორდის გამეორება. ყოველთვის, როცა "მავერიქსი" გაქცეული მეტოქის დაწევას ცდილობდა, ფოიე მაშინვე ზუსტი შორეული ტყორცნით პასუხობდა.

მასპინძლები ტრავმირებული ჯეისონ კიდისა და ლამარ ოდომის გარეშე თამაშობდნენ, მაგრამ ეს არ ამართლებს "დალასის" უინიციატივობას.

ცნობისთვის, კიდს საზარდული აწუხებს და ერთი კვირა ვერ შეძლებს თამაშს. არადა, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში "მავერიქსს" ორჯერ უწევს შეხვედრა პირდაპირ კონკურენტ "მემფისთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა