"რედ ბული" ახალი სეზონის წინ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ პირველმა რბოლებმა ავსტრიულ საჯინიბოს იმედგაცრუება მოუტანა
"რედ ბული" ახალი სეზონის წინ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ პირველმა რბოლებმა ავსტრიულ საჯინიბოს იმედგაცრუება მოუტანა: სებასტიან ფეტელის საუკეთესო შედეგად რჩება მეორე ადგილი ავსტრალიის გრანპრიზე, მარკ უებერმა კი ორივე რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ჩემპიონ გუნდს წარმატების სჯერა.

"დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ რბოლაში წარმატებით გამოვალთ, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. – ავსტრალიაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მალაიზიაში კი ძალიან ქაოტური რბოლა მივიღეთ. სამწუხაროა, რომ იქ ქულების მოპოვება ვერ შევძელით. წინ ბევრი ეტაპია. ასე რომ, კარგ ფორმაში ყოფნაა საჭირო.

გუშინ რამდენიმე საათი სიმულატორზე ვიმუშავე ჩინეთისა და ბაჰრეინის ეტაპებისთვის უკეთ მოსამზადებლად. ახლა ჩვენი შესაძლებლობები ტრასაზე უნდა დავამტკიცოთ".

ამასობაში "რედ ბულის" მეორე პილოტი მარკ უებერი პირველი ავსტრალიელი სპორტსმენი გახდა, ვინც ქალაქ სიდნეიში მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში შეიყვანეს.

"როცა სიდნეის მუზეუმის კოლექციაში ჩემი შეყვანის წინადადებით მომმართეს, ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით. მხიარული იყო ლონდონში საკუთარ ასლზე მუშაობა. ჩემი აზრით, ეს ასლი დაუჯერებლად ზუსტი გამოვიდა. ბრწყინვალე ნამუშევარია და დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმით, როგორ ზედმიწევნით ზუსტად არის დაცული ყველა უმცირესი დეტალი, კერძოდ, თვალები", - ამბობს უებერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა