ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ესპანურ-გერმანული დაპირისპირებები გრძელდება

ესპანურ-გერმანული დაპირისპირებები გრძელდება

ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: იქნება იბერიული ფულჰაუსი?
ევროპალიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

5 აპრილი

ჰანოვერი-ატლეტიკო 23:05 (1:2)

ვალენსია-ალკმაარი 23:05 (1:2)

ბილბაო-შალკე 23:05 (4:2)

მეტალისტი-სპორტინგი 23:05 (1:2)

ესპანურ-გერმანული დაპირისპირებები გრძელდება - 5 აპრილს დუბლი 2-ია. შეგახსენებთ, რომ პირველად იბერიელებმა მოიგეს. გუნდებს გასაყოფი ევროპალიგის ნახევარფინალების საგზურები აქვთ.

"მესტალიაზე" უნდა გამოჩნდეს, რამდენად გაუგრძელდა "ვალენსიას" კრიზისი და ხომ არ არის უკვე დრო, ხელმძღვანელობამ გარკვეულ ცვლილებებს მიმართოს. ხარკოვში კი აღმოსავლეთ ევროპის საფეხბურთო პრესტიჟის დაცვას "მეტალისტი" შეეცდება.

თეთრი და შავი მესტალიაზე გამოჩნდება

ვალენსიას ჰოლანდიის ერედივიზიეს მეორეადგილოსანი "აზ ალკმაარი" სტუმრობს. სტუმრებს პირველი შეხვედრა მოგებული აქვთ - 2:1. ასე რომ, პრიმერადივიზიონის ჯერ კიდევ მე-3-ადგილოსან "ღამურებს" მოსაგები აქვთ, თუკი სეზონში თუნდაც ერთი ტიტულის მოპოვება სურთ.

ძალიან დიდ გასაჭირშია ვალენსიელთა ბასკი თავკაცი უნაი ემერი. შესანიშნავ ტაქტიკოსს ხანდახან ზედმეტი მოსდის ხოლმე და გუნდის სადავეები ხელიდან გაურბის. ახლა სწორედ ასეთი დროა - "ვალენსიაში" კრიზისია.

ესპანურ გუნდს ფრანგი მცველი ადილ რამი უბრუნდება (პირველ მატჩში დისკვალიფიცირებული იყო). ეს დროული მატებაა, რადგან რამი დაცვის ლიდერია, "ვალენსია" კი ბოლო დროს სწორედ დაცვაში მოიკოჭლებს. პორტუგალიელი მარჯვენა მცველი მიგელი გამოჯანმრთელდა და აქვს შანსი, სასტარტოში ანტონიო ბარაგანი შეცვალოს.

სამუელი, კანალესი, ბანეგა და მადურო ისევ ტრავმირებულები არიან, თუმცა მადურო ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან. ერთია, ჰოლანდიელს თანამემამულეებთან თამაშის შანსი არა აქვს.

ჰოლანდიელებს არ ეყოლებათ ნეკნდაზიანებული როი ბეერენსი, თუმცა ის ესპანეთში მაინც წაიყვანეს. ასე რომ, ამერიკელი ჟოზი ალტიდორი ისევ სასტარტოში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დაპირისპირებაში მან ძალიან ცუდად ითამაშა.

I მატჩი

"ალკმაარი" პირველი ტაიმის დამატებულ დროში ბრეტ ჰოლმანმა დააწინაურა. დაიწყო მეორე ნახევარი და ვალენსიელთა თურქმა ნახევარმცველმა მეჰმეთ თოპალმა თავურით გაათანაბრა, მაგრამ მაარტენ მარტენსმა 79-ე წუთზე გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა.

ფაქტები

* მას მერე, რაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" წააგო, "ვალენსია" "მესტალიაზე" აგერ, უკვე 8 თამაშია, დაუმარცხებელია. რა თქმა უნდა, ევროთასებს ვგულისხმობთ. "ღამურებმა" 8-იდან 6 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ზოგიერთი მოგება მართლაც შთამბეჭდავი იყო: 6:1 "ბურსასთან" და 7:0 "გენკთან".

* საპირისპირო შედეგები აქვს სტუმრად მატჩებში აზ-ს - ბოლო 17 საევროთასო დაპირისპირებიდან ჰოლანდიელებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს - ამ სეზონში "ანდერლეხტთან" - 1:0.

* აზ-მა კარში 64-ჯერ დაარტყა ზუსტად. ეს საუკეთესო მაჩვენებელია წლევანდელ ევროპალიგაში.

* "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული ერთადერთი გუნდია, რომელიც გათამაშებას შემორჩა.

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია: დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, ალბა - სოლდადო.

ალკმაარი: ესტებანი - მარსელისი, მოისანდერი, ვიერხევერი, პოულსენი - მაჰერი, მარტენსი, ელმი - გუდმუნდსონი, ალტიდორი, ჰოლმანი.

უფრთხილდით რაულს

5 აპრილს "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკმა" გერმანიაში დაწყებული საქმე უნდა დააგვირგვინოს და თუკი ვინმე ხელს შეუშლის, ეს "შალკეს" ესპანელი გოლეადორი რაულ გონსალესია.

გელზენკირხენში "ბილბაომ" 4:2 მოიგო. ერთადერთი ნათელი წერტილი იმ მატჩში გერმანულ გუნდში სწორედ რაულის თამაში იყო. ვეტერანმა ფორვარდმა უკვე 75 გოლი გაიტანა ევროთასებზე - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა ფეხბურთის ისტორიაში. ასე რომ, ცოცხალი ლეგენდა "საფეხბურთო კათედრალზე" ითამაშებს ("სან მამესს" ასე უწოდებენ ხალხში), სადაც არაერთხელ გაუგორებია ბურთი.

სხვათა შორის, "ბილბაოს" არგენტინელმა თავკაცმა მარსელო ბიელსამ პრესკონფერენციაზე თავის მცველებს მოუწოდა, უფრთხილდით რაულს. სანამ ის მოედანზეა, მეტოქეს სასწაულის მოხდენის შანსი აქვსო.

მარსელო ბიელსამ "ბარსელონასთან" მატჩში რამდენიმე ვარსკვლავს დასვენების საშუალება მისცა. ასე რომ, ფერნანდო ლორენტე, ანდერ ერერა და იკერ მუნიაინი ისევ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებიან. ბასკებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული ანდერ იტურასპე და ფერნანდო ამორებიეტა.

"შალკეს" პირველი გოლკიპერი, ლარს უნერშტალი უბრუნდება. რალფ ფაჰრმანი და ახლა უკვე ტიმო ჰილდებრანდიც ტრავმირებულები არიან. ჰუუბ სტევენს კვლავ არ ეყოლება ორი მცველი, ბენედიქტ ჰიოვედესი და კრისტოფ მეტცელდერი. მარკო ჰოგერმა ცუდად ითამაშა გელზენკირხენში, ამიტომ მას ლუის ჰოლტბი შეცვლის.

I მატჩი

რაულმა (22, 59) და ფერნანდო ლორენტემ (21, 73) დუბლები გაცვალეს, მაგრამ ამის მერე მხოლოდ ლორენტეს აუბეს მხარი თანაგუნდელებმა - 81-ე წუთზე უნივერსალმა ოსკარ დე მარკოსმა გაიტანა, მატჩის დამატებულ მესამე წუთზე კი - იკერ მუნიაინმა.

ფაქტები

* "ბილბაო" 1976/77 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა მეოთხედფინალში. მაშინ ბასკებმა "იუვენტუსთან" დათმეს.

* "ბილბაო" ევროთასებზე ბოლო 7 მატჩია, შინ არ აგებს (4 მოგება, 3 ფრე).

* მართალია, პირველ მატჩში თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ჰოლანდიელი კლაას-იან ჰუნტელაარი კვლავ რჩება ევროპალიგის ბომბარდირად 9 გოლით. მისი ყველაზე სერიოზული კონკურენტი "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაოა - 7 გოლი. სხვათა შორის, ფერნანდო ლორენტესაც უკვე 6 გოლი დაუგროვდა.

* "შალკეს" მეკარე ტიმო ჰილდებრანდი 5 აპრილს 33 წლის გახდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო: ირაისოსი - ირაოლა, ეკიზა, ხ. მარტინესი, აურტენეჩე - ი. პერესი, დე მარკოსი, ანდერი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.

შალკე: უნერშტალი - უჩიდა, მატიპი, პაპადოპულოსი, ფუხსი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი, რაული, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.

ატლეტიკო კარგი გამაღიზიანებელია

კიდევ ერთი ესპანურ-გერმანული დაპირისპირება. ამჯერად ისეთი, სადაც ჯერ არაფერია გადაწყვეტილი - მადრიდის "ატლეტიკო" ჰანოვერს სტუმრობს და მხოლოდ ერთგოლიანი ჰანდიკაპი აქვს - ესპანელებმა შინ 2:1 მოიგეს.

შესაძლებელია, "ჰანოვერი" დარჩენილთაგან ყველაზე გამოუცდელი გუნდია ევროთასებზე, მაგრამ მამე დიუფმა "ვისენტე კალდერონზე" გაიტანა და გერმანულ კლუბს ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი დაუტოვა.

მირკო სლომკას არ ეყოლება დანიელი ნახევარმცველი ლეონ ანდრეასენი. ფორვარდი დიდიე ია კონანი ბოლო დროს კარგად თამაშობს ("მიონხენგლადბახთან" თამაშის გმირი გახდა). ასე რომ, მას სასტარტო შემადგენლობაში ველით.

"ატლეტიკოს" უკვე დიდი ხანია, აკლია სილვიო და კაპიტანი ანტონიო ლოპესი. მათ ლაზარეთში 22 წლის პიციც დაემატა.

I მატჩი

ანგარიში რადამელ ფალკაომ უკვე მე-9 წუთზე გახსნა. მამე დიუფმა პირველ ტაიმშივე გაათანაბრა. ესპანელებს გამარჯვება ბოლოსწინა წუთზე ახალგაზრდა არგენტინელმა შემტევმა ედუარდო სალვიომ მოუტანა - 2:1.

ფაქტები

* რადამელ ფალკაოს გოლი "ჰანოვერის" კარში მე-400 იყო "ატლეტიკოსთვის" ევროთასებზე.

* "ჰანოვერს" ევროთასებზე ჯერ არასოდეს წაუგია - 7 თამაშიდან 5 მოგება და 2 ფრე.

* "ატლეტიკომ" ევროთასებზე ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, 0:2 "უდინეზესთან".

* "ატლეტიკო" ევროპალიგის პირველი გათამაშების (2010 წელი) გამარჯვებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ჰანოვერი: ცილერი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, პოგატეტცი, პანდერი - შტინდლი, პინტო, რაუში - შლაუდრაფი - დიუფი, ია კონანი.

ატლეტიკო: კურტუა - პერეა, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - გაბი, ასუნსაო - ადრიან ლოპესი, დიეგო, არდა თურანი - ფალკაო.

ბოლო წუთების მგლები

უკრაინული გუნდი ძალიან ძლიერად თამაშობს მატჩებს. ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ასე რომ, ლისაბონის "სპორტინგს" ხარკოვის ახალ არენაზე დიდი ოფლისღვრა ელის.

მასპინძლებს პაპა გიე და მარკო ტორსილიერი არ ეყოლებათ დისკვალიფიკაციის გამო. ორივე ცენტრალური მცველია. დისკვალიფიცირებული "სპორტინგსაც" ჰყავს - დანიელ კარიკო. ტრავმები აწუხებთ: ელიაშს, ონიევუს, როდრიგესს, პერეირინიას, რინაუდოს და ხეფრენს.

I მატჩი

ყველაფერი კარგად მიდიოდა "სპორტინგისთვის" - მეორე ტაიმის დასაწყისში რუსმა მარატ იზმაილოვმა და არგენტინელმა ემილიანო ინსუამ გაიტანეს, მაგრამ "მეტალისტის" კაპიტანმა კლეიტონ შავიერმა ბოლო წუთზე პენალტი გაიტანა - 2:1.

ფაქტები

* "მეტალისტმა" ევროპალიგის ამ გათამაშებაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 26.

* უკრაინელებს ხშირად გააქვთ ბოლო წუთებზე. ამ სეზონში ევროპალიგაზე მათ 9 გოლი გაიტანეს ბოლო წუთებზე.

* "მეტალისტის" მცველმა პაპა გიემ ევროპალიგაზე მაქსიმალური დრო - 990 წუთი ითამაშა. ასეთი მხოლოდ ერთი სხვა ფეხბურთელია - "ალკმაარის" მეკარე ესტებან ალვარადო.

სავარაუდო შემადგენლობები

მეტალისტი: გორიაინოვი - ვილიაგრა, ბერეზოვჩუკი, პშენიჩნიხი, ობრადოვიჩი - კლეიტონი, ტორესი - სოსა, ბლანკო, ტაისონი - კრისტალდო.

სპორტინგი: პატრისიო - პერეირა, პოლგა, ჩანდაო, ინსუა - იზმაილოვი, სხაარსი, ანდრე სანტოსი - მ. ფერნანდესი, ვან ვოლფსვინკელი, კაპელი.

მაიმუნობა 20 ათასი დაუჯდათ

პორტუგალიის "პორტუ", რომელიც ევროპალიგის გათამაშებიდან უკვე გამოვარდა, უეფამ გულშემატკივრების რასისტული გამოხდომებისთვის 20 ათასი ევროთი დააჯარიმა.

"პორტუს" სამი დღის ვადაში შეუძლია განაჩენი გაასაჩივროს.

ევროპალიგის 1/16 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ პორტუგალიელმა ფანებმა იერიში "სიტის" შავკანიან იტალიელ ლეგიონერზე, მარკო ბალოტელიზე მიიტანეს. ტრიბუნებიდან ყველაზე ხშირად "მაიმუნოს" შეძახილი ისმოდა ბალოტელის მისამართით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?