ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
ძალიან უნდა "ბაფალოს" პლეი ოფში გასვლა. "სეიბრზმა" წაგებული მატჩი გადაარჩინა შინ "ტორონტოსთან" და ქულებით გაუთანაბრდა აღმოსავლეთში მერვე ადგილისთვის ბრძოლაში ერთადერთ კონკურენტს - "ვაშინგტონს". ამ გუნდებს ორ-ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი.

სასტარტო პერიოდის შემდეგ სტუმრები 3:0-ს იგებდნენ. თითქოს "ბაფალოს" შანსი აღარ ჰქონდა, მაგრამ მეორე 20-წუთეულში მასპინძლებმა ორი შაიბა გაქვითეს და იმედი დაიტოვეს. მესამე პერიოდში "ტორონტომ" ორჯერ მოიპოვა ორშაიბიანი უპირატესობა და "სეიბრზმა" მაინც მოახერხა ძირითადი დროის ფრედ დასრულება - 5:5.

ანგარიში ჯორდან ლეოპოლდმა სირენამდე ორი წუთით ადრე გაათანაბრა. ოვერტაიმში კი "სეიბრზს" გამარჯვება დერეკ როიმ მოუტანა, რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. "ბაფალომ" აუცილებლად უნდა გაუსწროს ცხრილში "ვაშინგტონს", რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში პლეი ოფში დედაქალაქური კლუბი გავა. არადა, "სეიბრზს" წინ რთული მეტოქეები ჰყავს "ფილადელფიასა" და "ბოსტონის" სახით.

"რეინჯერსმა" კი არ დაუშვა მოგებული მატჩის წაგება "ფილადელფიის" წინააღმდეგ. ორი ქულა მოიპოვა, რამაც მას აღმოსავლეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ასეთი რამ 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა. სხვათა შორის, მაშინ "რეინჯერსმა" ჯერჯერობით ბოლოჯერ მოიგო სტენლის თასი.

"ფილადელფიამ", სავარაუდოდ, უნდა დაივიწყოს კონფერენციაში მეოთხე ადგილი, რადგან თავისი მატჩი მოიგო "პიტსბურგმა" და სამი ქულით გაასწრო "მფრინავებს". "პინგვინებმა" გასვლაზე დაამარცხეს "ბოსტონი" - 5:3, საუკეთესოები ყინულზე კი კროსბი და ლეტანგი იყვნენ სამ-სამი ქულით. მართალია, "პიტსბურგმა" აღმოსავლეთის ტიტული ვერ მოიგო, სამაგიეროდ, კარგი ამბავია კროსბის ბრწყინვალე ფორმა - "პინგვინზის" კაპიტანმა მხოლოდ 20 მატჩის ჩატარება მოასწრო და 34 ქულა დააგროვა. როგორც ჩანს, "პიტსბურგი" და "ფილადელფია" ვერ ასცდებიან პირველ წრეში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშს.

დასავლეთში გრძელდება მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა, რომელსაც ჯერჯერობით "ნეშვილი" იგებს. "მტაცებლებმა" ბულიტებით 2:1 მოუგეს "მინესოტას", 100 ქულა დააგროვეს და დარჩენილ ორ შეხვედრაში "დალასსა" და "კოლორადოს" შეხვდებიან. "ნეშვილის" კონკურენტ "დეტროიტს" თადარიგში აქვს ერთი თამაში, მაგრამ წინ რთული მეტოქეები ჰყავს "სენტ ლუისის", "ნიუ ჯერსისა" და "ჩიკაგოს" სახით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა დალასში, სადაც "სან ხოსე" ჩავიდა სათამაშოდ. "ვარსკვლავებისთვის" სამწუხაროდ, მათ ისევ წააგეს კალიფორნიელებთან და თითქმის დაკარგეს პლეი ოფში გასვლის შანსი. "დალასი" იგებდა შეხვედრას 2:1, მაგრამ სტუმრებმა ზედიზედ ოთხი გოლი გაიტანეს და 5:2 მოიგეს, რითაც მყარად დამკვიდრდნენ მერვე ადგილზე. "სტარზი" "სან ხოსეს" სამი ქულით ჩამორჩება.

სათამაშო დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ფინიქსის" მეკარე მაიკ სმიტი, რომელმაც "კოლამბუსის" 54(!) დარტყმა მოიგერია და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა. ეს სმიტის მერვე "შათ აუტია" სეზონში. გარდა ამისა, მაიკი აგერ უკვე სამი მატჩია, გოლს არ უშვებს და მისი "მშრალი" სერია 219 წუთი და 59 წამი გრძელდება. ტიპეტის გუნდი მეშვიდეა კონფერენციაში და, სავარაუდოდ, მასაც მიულოცავენ პლეი ოფში გასვლას.

დღის ბოლო მატჩში დაძაბული ბრძოლა შემოგვთავაზეს "ვანკუვერმა" და "ანაჰაიმმა". ძირითადი დრო 4:4 დასრულდა. "კენაქსის" რიგებში მორიგი ორი შედეგიანი პასი დააგროვა ჰენრიკ სედინმა, "იხვებიდან" კი ბობი რაიანს ჰქონდა სამი საგოლე გადაცემა. ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა, რომელიც "ვანკუვერმა" მოიგო და ის აგრძელებს ბრძოლას კონფერენციაში და მთლიანად ლიგაში პირველობისთვის.

დალასი-სან ხოსე 2:5

1:1, 1:2, 1:2

გოლები: 0:1 ვინიკი-8 (დეჟარდენი-13, ბერნსი-26), 1:1 მოროუ-11 (რიბეირო-45, ფისტრიჩი-2), 2:1 გოლიგოსკი-9 (ბენი-37, ლარსენი-8), 2:2 გალიარდი-9 (მური-20, ვლასიჩი-19), 2:3 კუტური-31 (ჰავლატი-18, ბოილი-38), 2:4 ჯ. ტორნტონი-17 (პაველსკი-28, მარლო-33), 2:5 ქლოუ-16 (კუტური-31).

ბოსტონი-პიტსბურგი 3:5

1:2, 1:2, 1:1

გოლები: 0:1 კროსბი-6 (დუპუი-33, ლეტანგი-28), 0:2 მარტინი-2 (კენედი-22, ლეტანგი-29), 1:2 პულიო-15 (კელი-19, როლსტონი-16), 2:2 ლუჩიჩი-25 (კრეისი-37, პევერლი-30), 2:3 ჯ. ნილი-40 (კუნიტცი-33, კროსბი-27), 2:4 კროსბი-7 (ლეტანგი-30, მალკინი-57), 2:5 ეშემი-5 (კ. ადლამსი-13, ვიტალე-10), 3:5 პევერლი-11 (ლუჩიჩი-35, კრეისი-38).

ბაფალო-ტორონტო 6:5 (ო)

0:3, 2:0, 3:2, 1:0

გოლები: 0:1 ბოჟაკი-17 (ფრატინი-7, კესელი-42), 0:2 ბოჟაკი-18 (კესელი-43, შენი-20), 0:3 ფრატინი-8 (ბოჟაკი-29, კესელი-44), 1:3 ენისი-15 (ზულცერი-6, ფოლინო-6), 2:3 ზულცერი-2, 2:4 მაკარტური-20 (კრები-15), 3:4 დ. როი-16 (ჰოჯსონი-22, პომინვილი-42), 3:5 გარდინერი-6 (კონოლი-23, კოლბორნი-4), 4:5 ზულცერი-3 (ვანეკი-32, მაკნაბი-5), 5:5 ლეოპოლდი-10 (ენისი-19, ფოლინო-7), 6:5 დ. როი-17 (ვანეკი-33, პომინივილი-43).

ფილადელფია-რეინჯერსი 3:5

0:4, 2:1, 1:0

გოლები: 0:1 მაკდონაჰი-7 (გაბორიკი-35, ბ. რიჩარდსი-40), 0:2 ბ. ბოილი-10 (მაკდონაჰი-25, ფედოტენკო-10), 0:3 ანისიმოვი-15 (ჟირარდი-23, დუბინსკი-23), 0:4 კელეჰანი-29 (ბ. რიჩარდსი-41, სტეპანი-34), 1:4 ვორაჩეკი-18 (ტიმონენი-39, კ. ჟირუ-62), 1:5 გაბორიკი-41 (სტრალმანი-16, მ. სტაალი-3), 2:5 სიმონდსი-28 (კ. ჟირუ-63, ვორაჩეკი-30), 3:5 ჰარტნელი-37 (ლილია-5, კ. ჟირუ-64).

ნიუ ჯერსი-აილენდერსი 3:1

1:1, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ელიაში-26 (სიკორა-23, ფეინი-13), 1:1 მოულსონი-35 (შტრაიტი-39, ტავარესი-48), 2:1 ზაიაცი-2 (პარიზე-36, ელიაში-50), 3:1 კოვალჩუკი-35 (პარიზე-37).

ოტავა-კაროლინა 1:2

0:0, 0:2, 1:0

გოლები: 0:1 სატერი-17 (გლისონი-17), 0:2 ტ. რუუტუ-18 (ი. იოკინენი-34, პიტკანენი-11), 1:2 სპეცა-33 (გრინინგი-20, ალფრედსონი-32).

ფლორიდა-ვინიპეგი 4:5 (ო)

2:0, 1:2, 1:2, 0:1

გოლები: 1:0 შტურმი-3 (კულიკოვი-23, გოკი-14), 2:0 ვერსტიგი-23 (ფლიშმანი-34, ბ. კემპბელი-48), 3:0 ფლიშმანი-27 (ვერსტიგი-30), 3:1 ე. კეინი-30 (მაჩალეკი-7, ბოგოსიანი-24), 3:2 ბოგოსიანი-4, 3:3 ლედი-26 (ბაფლინი-38, ლიტლი-21), 3:4 ლიტლი-24 (ველერი-45, ბაფლინი-39), 4:4 კოპეცკი-10 (შტურმი-2, აპშოლი-3), 4:5 ლედი-27 (ველერი-46).

ნეშვილი-მინესოტა 2:1 (ბ)

0:0, 1:1, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 გ. ბურკი-7 (სპალინგი-11), 1:1 ჰიტლი-23 (პროსერი-11, მ. კოივუ-31).

ბულიტები გაიტანეს: რადულოვი (ნეშვილი).

ვანკუვერი-ანაჰაიმი 5:4 (ბ)

2:2, 2:2, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 გეტცლაფი-10 (პერი-23), 1:1 ბაროუზი-26 (ჰ. სედინი-66, გრანიანი-13), 1:2 პერი-37 (რაიანი-24, სელიანე-40), 2:2 ჰიგინსი-18 (ჰამჰუისი-30, ჰანსენი-22), 2:3 პელეი-2 (რაიანი-25, სმიტ-პელი-5), 2:4 სმიტ-პელი-7 (რაიანი-26, ს. კოივუ-26), 3:4 ბაროუზი-27 (ჰამჰუისი-31, ედლერი-38), 4:4 ლაპიერი-9 (ჰ. სედინი-67, რეიმონდი-10).

ბულიტები გაიტანეს: ბაროუზი (ვანკუვერი), სელიანე (ანაჰაიმი), ედლერი (ვანკუვერი), ლაპიერი (ვანკუვერი).

ფინიქსი-კოლამბუსი 2:0

0:0, 2:0, 0:0

გოლები: 1:0 გორდონი-8 (კორპიკოსკი-19, პიატი-10), 2:0 ბრული-5 (როჟსივალი-10, ლენგკოუ-18).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ