საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ევროპის ჩემპიონატის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ 4 აპრილს ლუბლიანაში გამართულ წილისყრაზე, რომელმაც ევროპის ჩემიონატის ფინალურ სტადიაზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები გამოავლინა, კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის მატჩები სლოვენიაში 4, 7 და 10 მაისს გაიმართება. ქართველი ჭაბუკები პირველ ტურში გერმანელ თანატოლებს შეხვდებიან, მეორეში საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრებს, მესამეში კი - ისლანდიის.

ვასილ მაისურაძე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად, ჩვენს ჯგუფში ჰოლანდიაც რომ მოხვედრილიყო, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. წილისყრის ამ შედეგებით კი წარმატების შედარებით მეტი შანსი გვრჩება.

მთლიანობაში, მაინც არ ვარ კმაყოფილი, რადგან ჩვენს ჯგუფში ორი გრანდი მოხვდა. ამას არასასურველი კალენდარიც ემატება, რაც ჩვენს საქმეს კიდევ უფრო ართულებს. ყველაფრის მიუხედავად, ჯგუფიდან გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

გერმანიასა და საფრანგეთს ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავთ, ისლანდიაზე კი დღეისთვის ბევრი არაფერი ვიცით. სამივე მეტოქის მატჩების ვიდეოჩანაწერებს მოვიპოვებთ და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე მაქსიმალურ ინფორმაციას მივიღებთ.

რაღა თქმა უნდა, საბრძოლველად ვართ განწყობილნი და ფინალური ეტაპისთვის სათანადოდ მოვემზადებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა