გიოტერბორგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა 30 სპორტსმენზე ჩაატარეს
სამოყვარულო კრივით გატაცებამ შეიძლება თავის ტვინის ტრავმებამდე იმ შემთხვევაშიც კი მიგვიყვანოს, თუ ორთაბრძოლა ნოკაუტით არ დასრულდება და თავზე მუზარადი გვეკეთება.

ასეთია იმ გამოკვლევის შედეგები, რომელიც გიოტერბორგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს.

"ჩვენმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მოკრივეებს მატჩის შემდეგ ტვინის სითხეში ოთხი სხვადასხვა ტიპის პროტეინის აწეული კონცენტრაცია აღმოაჩნდათ, რაც ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანებაზე მეტყველებს. ორი ტიპის პროტეინის შემცველობა დასვენების შემდეგაც კი ამაღლებული რჩებოდა", - განაცხადა გამოკვლევის ხელმძღვანელმა სანნუ ნესელიუსმა, რომელიც ადრე თავად იყო კრივით დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ სამოყვარულო კრივში, პროფესიონალურისგან განსხვავებით, სპორტსმენის თავს მუზარადი იცავს.

მეცნიერებმა დასკვნა 30 შვედ მოკრივეზე დაკვირვების შემდეგ გააკეთეს. თითოეულმა მათგანმა 47 მატჩში მაინც მიიღო მონაწილეობა და მედიკოსებმა მათი მდგომარეობა ჯერ მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ორკვირიანი დასვენების შემდეგ გამოიკვლიეს. არცერთი მოკრივე ნოკაუტში არ ყოფილა.

დაკვირვების შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მატჩიდან ერთი კვირის შემდეგ ტვინის დაზიანების ნიშნები მოკრივეთა 80 პროცენტს ჰქონდა, 20 პროცენტს კი ეს ნიშნები დასვენების შემდეგაც აღენიშნებოდა.

პროფესიონალურ კრივში თავის ტვინის დაზიანების საფრთხის შესახებ სპორტული სამყაროსთვის კარგა ხანია, ცნობილია. რაც შეეხება სამოყვარულო კრივს, აქ საფუძვლიანი გამოკვლევები აქამდე არ იყო ჩატარებული.

ბანდერა
აქამდე რა,ცემა-ტყეპა უხდებოდა ვინმეს? რად უნდა ამას მეცნიერების დამტკიცება.
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა