იტალიელი სპეციალისტის თქმით, "ფიორენტინადან" მას ჯერჯერობით არავინ შეხმიანებია
რამდენიმე დღეა, იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ "ფიორენტინას" მესვეურებს მთავარი მწვრთნელის შეცვლა სურთ და ლუჩანო სპალეტისთან აპირებენ მოლაპარაკების წამოწყებას.

დელიო როსის ხელში ფლორენციელები სატურნირო ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ და თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა, სერია B-შიც კი დაქვეითდნენ.

შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ კლუბის პრეზიდენტი, ანდრეა დელა ვალე სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს.

"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი სპალეტის რუსეთში შეეხმიანა და მის ფლორენციაში შესაძლო გადაბარგებაზე ჩამოუგდო სიტყვა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:

"უცხოეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით იტალიაში დაბრუნების სურვილი არ მაქვს.

მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სერია A-ს გუნდებიდან, მაგრამ ფლორენციიდან ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. ვნახოთ, შეიძლება გამოჩნდნენ კიდეც და ალბათ დავილაპარაკებთ... წინადადების განხილვას წინ არაფერი უდგას, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპზე სერია A-ში მუშაობის პერსპექტივა არ მხიბლავს. უცხოეთში ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებ, რაც მომავალში წინ დამხვდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა