"აკადემია 2"-მა "მარნეული" იოლად 74:57 დაამარცხა, "აკადემიამ" კი "სოხუმს" დაძაბულ ბრძოლაში 72:67 სძლია
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 18-წლამდელთა პლეი აუტის ორ შეხვედრას უმასპინძლა. მე-7-მე-8 და მე-5-მე-6 ადგილებისთვის ერთმანეთს "აკადემია 2"-"მარნეული" და "სოხუმი"-"აკადემია" დაუპირისპირდნენ.

"აკადემია 2"-მა "მარნეული" იოლად, 74:57 დაამარცხა და პლეი აუტში მე-7 ადგილზე დამკვიდრდა. აკადემიელებმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და პირველ ტაიმში მეტოქეს 31:20 აჯობეს.

მარნეულის გუნდმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერც მატჩის მეორე ნახევარში გაუწია და მე-8 ადგილს დასჯერდა. "აკადემია 2"-ის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა. ნიკა ბაქრაძემ 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი იაკობიძემ - 10 ქულა და ამდენივე მოხსნა. "მარნეულის" მხრიდან თავი ირაკლი ჯანხოთელმა გამოიჩინა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.

საინტერესო გამოდგა "სოხუმისა" და "აკადემიის" შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს მე-5-მე-6 ადგილებისთვის დაუპირისპირდნენ. მატჩი აკადემიელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ანგარიშით 72:67 იმარჯვეს და მე-5 ადგილი მოიპოვეს.

"აკადემიამ" პირველ ტაიმში 45:39 იმარჯვა, ხოლო მესამე მეოთხედის ბოლოს მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და წინ 65:49 გავიდა.

დასკვნით პერიოდში სოხუმელები აქტიურად ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე 3:18 წუთით ადრე ანგარიშში ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს - 61:68, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე 4-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს - 66:70.

მიუხედავად ამისა, დარჩენილ დროში ზღვისპირელებმა შანსი ვეღარ გამოიყენეს და მე-6 ადგილი დაიკავეს.

აკადემიელებს 28 ქულით ბექა დარახველიძემ ულიდერა, ხოლო "სოხუმის" შემადგენლობაში 14 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა.

u-18.ge

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა