ინტერნეტ-გაზეთი "ექსტრა-ტაიმი" ბაქოს "ინტერის" ქართველი თავკაცის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა
აზერბაიჯანული ინტერნეტ-გაზეთი "ექსტრა-ტაიმი" ლენქორანში მომხდარ სკანდალსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს "ხაზართან" 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ მასპინძელთა თავკაცს, იუნის ჰუსეინოვს უხეში ფორმით მიმართა, მეტოქის გამარჯვება კი ცუდ მსაჯობას მიაწერა.

ინციდენტის გამო აზერბაიჯანის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორივე მწვრთნელი სიტყვიერად გააფრთხილა.

მართალია, ორი დღის მერე "აზერიფუტბოლს" ჰუსეინოვმა განუცხადა, ცხადაძესთან საერთო ენა გამოვნახე და ჩვენ შორის ინციდენტი ამოწურულიაო, ცხადაძე ისევ და ისევ რჩება აზერბაიჯანული მედიის მთავარ თემად.

"დისციპლინარების გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. გაგანია სეზონის დროს ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრი თუ შერცხვა, მაშინ უფრო ახალგაზრდა და ნაკლებად ავტორიტეტულებზე რაღა უნდა ვილაპარაკოთ? დისციპლინარების გადაწყვეტილება უფრო დიპლომატიური იყო, ვიდრე სამართლიანი.

...არ მჯერა, რომ ელჩინ მამედოვს (იმ მატჩის მსაჯს) ლენქორანელი გულშემატკივრების შემორიგება სურდა, რომელთათვისაც მიმდინარე სეზონში "პერსონა ნონ გრატა" გახდა. არც ბაქოელთა გულშემატკივრებს დავეთანხმები, რომლებიც მამედოვს "შავი ძალების" წარმომადგენლად მიიჩნევენ, რომლებსაც გუნდის ჩემპიონობა არ სურთ.

საერთოდ, რა საჭირო იყო ხელი შეეშალათ "ინტერისთვის", რომელმაც აშკარად მოუკლო და ბოლო სამივე მატჩი წააგო? ასე მგონია, რომ მამედოვი პირველ გაძევებაზე შეცდა, მერე კი სტუმართა რეპლიკებმა გაამწარა და ასე გახდა მატჩის ანტიგმირი.

...თვითმხილველთა თქმით, მატჩის შემდეგ ცხადაძემ კოლეგას მიაძახა, სუფთა თამაშით ვერ მომიგებდიო. თუ მართლაც ასე მოხდა, ქართველი სპეციალისტი, პროფესიული ეთიკის თვალსაზრისითა და სტადიონზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, აშკარად არასწორად მოიქცა.

იუნის ჰუსეინოვს მსაჯობასთან რა კავშირი ჰქონდა? ცხადაძე აშკარად გაცეცხლდა და მოწინააღმდეგეებს სალაპარაკო მისცა. ამის გამო მისთვის უნდა მიეცათ არა სიტყვიერი გაფრთხილება, არამედ 2-3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ვნებები რომ დაიცხროს და კოლეგებთან საქმეები აღარ არჩიოს.

საერთოდ, ცხადაძის ხასიათზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება - მისი ის კოლეგებიც კი, ვინც მორალური თვისებებითა და წესიერებით არ გამოირჩევიან. დიახ, რთული ხასიათი აქვს, ასეთ ადამიანებთან მეგობრობა ძნელი, ზოგჯერ, სულაც საშიშია. ბოლომდე არც იცი, როდის და სად აფეთქდება და კრიტიკაზე რა რეაქცია ექნება.

მაგრამ, მეორე მხრივ, ის არც არავის სთხოვს მეგობრობას. თავისთვის მუშაობს, გუნდს აყალიბებს, ლიდერებს ქულებს ართმევს და თავდაჯერებულ ჩინოვნიკებს ამწარებს. დაე, გააგრძელოს იგივე სულისკვეთებით. ცხადაძის ეკლიანი ხასიათი ვის უშლის ხელს? კლუბის თანამშრომლებს? სხვათა შორის, გულწრფელად ვწუხვარ კლუბის ბოსების გამო, რომლებმაც მთავარი მწვრთნელის საქციელებისთვის ჯარიმებში მრავალი ათასი მანათი (1 მანათი დაახლოებით 1 ევროა. - რედ) გადაიხადეს. მაგრამ მათ არჩევანი გააკეთეს და, როგორც ჩანს, ცხადაძით კმაყოფილნი არიან".

დღეს აზერბაიჯანულ ფეხბურთს ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება", - ამბობს ჩემთვის პატივსაცემი კოლეგა "ფუტბოლ+"-იდან და აგრძელებს, რომ ასეთი პერსონები არღვევენ ჩვენი საფეხბურთო ცხოვრების ერთფეროვნებას, უსამართლობას კი ბრძოლას უცხადებენო.

ვერაფერს იტყვი, ამ პოზიციასაც აქვს არსებობის უფლება.

მაგრამ ცხადაძე, უპირველესად, საკუთარი კლუბის ინტერესებს იცავს და თამაშის წესები მის სასარგებლოდაც დარღვეულა. მეორეც, ერთი კაცი ომს ვერ მოიგებს. და სანამ ჩვენი საფეხბურთო ელიტა შიდა პრობლემებზე გულწრფელ ლაპარაკს არ დაეჩვევა, ცხადაძეები და რედნიკები (რუმინელი სპეციალისტი, ჰუსეინოვამდე რომ წვრთნიდა "ხაზარს" ) ჩვენს ფეხბურთს ვერ უშველიან", - წერს კიდევ ერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა "ექსტრა-ტაიმი".

ასევე იხილეთ:

კახა ცხადაძე: "ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"

"კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში მოქცევა უნდა ისწავლოს!"

azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაიკო
ქართველი ადამიანი ისედაც ფიცხია და არა მგონია კახა ცხადაძე უმიზეზოდ რამეზე ბრაზდებოდეს,მაგრამ არც ის უნდა იყოს სასიამოვნო ამდენს ლანძღავდნენ, ბოლო დროს ბევრი უარყოფითი წერილი დაიბეჭდა , ქართველი უზრდელი და ფსიხი არ უნდა მოიხსენიონ, აკეთებს თავის საქმეს და ამიტომ ყველამ მის მამაიდას მიხედოს, კახასთვის ალბათ სხვა რამ უფრო ფასეულია, თუმცა,კახა, მაინც ნუ გაალანძღვინებ თავს, გული მეტკინა ნამდვილად, აბა, შენ იცი, გმერთი შენსკენ...
danielle
მადლობა ღმერთს რომ ესეთი ჯურნალისტების არიან ჩვენს მეზობლად...
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება