10 აპრილს "გაგრასა" და გორის "დილას" შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
"გაგრას" პრესსამსახურის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "გაგრასა" და გორის "დილას" შორის 10 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"როგორც იცით, "გაგრა" საშინაო შეხვედრებს "მერანის" სტადიონზე ატარებს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის "მერანის" მინდვრის საფარი თასის ნახევარფინალური მატჩის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია. ზამთარში მოსულმა დიდმა ნალექმა ჩვენი მინდორიც დააზარალა. გარდა ამისა, მატჩები საკმაოდ შემჭიდროვებული გრაფიკით ტარდება და შესაბამისად, მოედნის მწყობრში მოყვანა ვერ მოხერხდა", - იუწყება "გაგრას" პრესსამსახური.

"გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, მიხეილ აფზახავას თქმით, საკითხი ფეხბურთის ფედერაციასა და მოწინააღმდეგე კლუბთან უკვე შეთანხმებულია და ოფიციალურ თანხმობას მალე მიიღებენ.

კიდევ ერთი საკითხი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ მოთამაშეები შეკრიბა. ელიტრაუნდისთვის სამზადისში კი ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება და პორტუს საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. იქ 12 აპრილს ქართველები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან, 13 აპრილს - ირლანდიის, ხოლო 14 აპრილს - სერბეთისას. გუნდი კი საქართველოში 16 აპრილს დაბრუნდება.

თასის ნახევარფინალური შეხვედრები კი 10 და 18 აპრილს გაიმართება. კორღალიძემ შეკრებაზე "გაგრას" სამი ფეხბურთელი გამოიძახა - გიორგი ჯგერენაია, ნიკა ჭკუასელი და ნოდარ კიკნაველიძე. სამივე ეს ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდება და როგორ იქნება მათი საქმე, ნაკრებს გაყვებიან თუ კლუბს დაეხმარებიან?

"ამაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ალბათ, თასზე სამივე "გაგრაში" იქნება და საჭირო შემთხვევაში, გუნდს დაეხმარება. პორტუგალიაში კი 11 აპრილს გაემგზავრებიან და ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან", - გვითხრა აფხაზავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა