ცნობილი მწვრთნელის, ალექსანდრე ტარხანოვის აზრით, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველს ხელს ლეგიონერებზე ლიმიტი უშლის
ბოლო წლებში რუსულ ფეხბურთში უზარმაზარი თანხები დააბანდეს. უპრობლემოდ ახერხებენ ცნობილი მწვრთნელებისა და ლეგიონერების გადაბირებას და იქამდე მივიდა საქმე, რომ გუნდები ლეგიონერებით გადაივსო.

სამი წლის წინ ასეთი ფაქტიც კი დაფიქსირდა: მოსკოვის "სპარტაკის" 42 მოთამაშიდან 26(?!) უცხოელი იყო, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელებში კი რამდენიმე სხვა ქვეყნის ნაკრების წევრი გახლდათ!

ცხადია, ასეთი რამ სადაც უნდა ხდებოდეს, ადგილობრივი მოთამაშეების დაწინაურებას ხელს უშლის და შარშან რუსებმა ლეგიონერებზე ლიმიტი გაამკაცრეს.

თუმცა ამან კლუბების უკმაყოფილება გამოიწვია. ბოლო დროს რუსული ფეხბურთის გრანდები ევროპელებს უფრო და უფრო თამამად ეთამაშებიან და მათი მეპატრონეების აზრით, შეზღუდული არჩევანით ევროპელებთან ბრძოლა გაუჭირდებათ.

მათ პოზიციას არ იზიარებს ცნობილი მწვრთნელი ალექსანდრე ტარხანოვი, მაგრამ აღიარებს - რომ არა ლიმიტი, ჯანო ანანიძე უკეთ გამოჩნდებოდაო:

"რუსეთის ჩემპიონატი ვითარდება, ჩვენს კლუბებს კი სათანადო რაოდენობით პროფესიონალი მოთამაშეების გაზრდა უჭირთ. ამიტომ ლიმიტის გაუქმება კლუბებს მუშაობას გაუადვილებს. მეორე მხრივ, იაფფასიანი ლეგიონერები მოგვაწყდებიან.

აიღეთ მოსკოვის "სპარტაკი". მისთვის ლიმიტი პრობლემაზე მეტია. გუნდი ყოველწლიურად ნიჭიერ მოთამაშეებს იმატებს. ეს იმ დროს, როდესაც არსებულ კადრებს იდეალურად სულაც ვერ იყენებს.

მაგალითად შეიძლება ანანიძის დასახელება. რომ არა ლეგიონერებზე შეზღუდვა, ის უფრო მაღალი სტატუსით ისარგებლებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

arg002
სანამ აჩვენებდნენ ნტვ ფუტბოლს მქონდა საშუალება ჯანოს თამაშები მენახა სპარტაკში და და აშკარად გამოირჩეოდა ალექსთან ერთად თავისი გონიერი და ტექნიკური თამაშით.. ძალიან ნიჭიერია დრიბლინგი პასის კულტურა სისწრაფე დარტყმა აქვს ერთადერთი მინუსი ფიზიკურად სუსტია მაგრამ ამას ზემოთ ჩამოტვლილი პლიუსებით ანაზღაურებს.არ ვიცი რა მიზეზით მაგრამ კარპინი აშკარად ზღუდავდა არადა ასეთ მოტამაშეს უნდა მისცე ტავისუფალი მოქმედების საშუალება რათა ბოლომდე გაიხსნას. მე მჯერა რომ ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს და გაახარებს თავის ქვეყანას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა