პოლონური "იაგელონიას" საყრდენს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრების გამოტოვება ადარდებს
საქართველოს 19-წლამდელთა ამჟამინდელ შეკრებაზე პოლონეთის ექსტრაკლასის "იაგელონიას" საყრდენი ნახევარმცველი მერაბ გიგაური ვერ ჩამოვიდა.

გიგაური ამას ძალიან განიცდის და ამბობს, რომ ელიტრაუნდის დაწყებამდე ახალი მთავარი მწვრთნელის გაცნობა და ნაკრებში ვარჯიში ძალიან სურდა, მაგრამ...

"სამწუხაროდ, "იაგელონიამ" შეკრებაზე არ გამომიშვა. ამხანაგური ტურნირია. გუნდს უფლება აქვს, არ გამომიშვას და ამ უფლებით ისარგებლეს.

ნაკრებში რომ ვიქნებოდი, პოლონეთში სამი თამაში გამიცდებოდა და გადაწყვიტეს, გუნდში დავრჩენილიყავი.

არადა, ძალიან მინდოდა ჩამოსვლა. ერთ თვეში ელიტრაუნდის შეხვედრები დაიწყება და ასეთ დროს ნაკრებთან ერთად მომზადება და პორტუგალიურ ტურნირზე მონაწილეობა საჭირო იყო. არადა, ახალი მწვრთნელი დაგვინიშნეს, რომელსაც პირადად არ ვიცნობ.

გამიხარდა, კორღალიძე რომ მენდო და შეკრებაზე გამომიძახა. კარგი იქნებოდა, მისი ხელმძღვანელობით რომ მევარჯიშა და ახალი მწვრთნელის მოთხოვნებს რომ გავცნობოდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა კორღალიძეს შორიდან ვიცნობ და გამიგია, რომ მოთამაშეებთან კარგი მიდგომა აქვს", - ამბობს გიგაური.

გიგაური აცხადებს, რომ ხორვატიაში გასამართ ელიტრაუნდში უმძიმესი შეხვედრები გველის:

"ელიტრაუნდში ხელწამოსაკრავი არცერთი მეტოქე არ არის. ამ ეტაპზე ვინც ხვდება, ყველა ძლიერი და ამბიციური გუნდია - ხორვატიაც, ბოსნიაც, ავსტრიაც. შანსები 50/50-ზეა და გასვლის შანსი ყველა გუნდს აქვს.

ცხადია, მასპინძლებს საკუთარი კედლების უპირატესობა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ხორვატია ფავორიტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის ფავორიტობას უნდა შევეგუოთ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, პირველ ადგილზე რომ გავიდეთ და ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. გასამარჯვებლად ყველასთან უნდა ვიომოთ.

სხვათა შორის, მართლა მჯერა, რომ საამისოდ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ და ამას შევძლებთ! ის მაიმედებს, ნაკრების რამდენიმე წევრი ძლიერ ევროპულ გუნდებში რომ თამაშობს: ყაზაიშვილი და ჭანტურია - ჰოლანდიაში, სხირტლაძე - დანიაში. ბევრიც სისტემატურად საქართველოს ჩემპიონატზე გამოდის და ესეც კარგია. მათი ზრდა, კლასი და გამოცდილება ნაკრებს დაეტყობა".

მერაბ გიგაური "იაგელონიაში" ქუთაისის "ტორპედომ" იჯარით გაუშვა, რომლის ვადაც მაისში მთავრდება. დარჩება თუ არა 19 წლის ქართველი პოლონეთში, გუნდების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული - გიგაურის ტრანსფერი დღემდე "ტორპედოს" ეკუთვნის.

"ყველაფერს ვაკეთებ, "იაგელონიამ" რომ დამტოვოს. ვიცი, რომ ეს კლუბში აბსოლუტურად ყველას სურს, მაგრამ "ტორპედო" 200 000 ევროს ითხოვს და საკითხავიც ესაა, პოლონელები ამ თანხას გადაიხდიან? ამას ზაფხულამდე ვერ გეტყვით. იმედია, საბოლოოდ მაინც პოლონეთში დავრჩები.

მართალია, ჯერ "იაგელონიას" ძირითადში არ მათამაშებენ, მაგრამ გუნდში ყველაზე პატარა ვარ და ჩემს ადგილზე სულ გამოცდილი ფეხბურთელები არიან. ეს ფეხბურთია. დღეს თუ არ ვთამაშობ, ხვალ შანსი აუცილებლად მომეცემა. მწვრთნელი კი მენდობა და ვიცი, თუ დავრჩები, მომავალ სეზონში მეტ დროს მათამაშებს.

იმიტომ მინდა აქ დარჩენა, რომ "იაგელონიას" შევეწყე და კარიერის გაგრძელება ამ კლუბში და ამ ქვეყანაში უფრო სასურველია, გასაზრდელად ყველანაირი პირობაა. ჩემხელა ბიჭისთვის ეს არის კარგი შანსი, ევროპულ ფეხბურთს რომ მივუახლოვდე და კარიერა უფრო მაღალ დონეზე გავაგრძელო", - ამბობს გიგაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi001
მაქვს ამ ბიჭის თამაში ნანახი და ნაღდად კაი ბავშვია. მემგონი არ ღირს რაგაც 200 ათასის გამო ეს შანსი წავართვად ამ ბიჭს, მითუმეტეს ტორპედოს ამჟამად ნაგდად არ უჭირს, ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დარჩეს და განვითარდეს რაც მომავალში ნაკრებს გამოადგება
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის