ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტურის წინ: მოთელვა სეზონის ფინალის წინ

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტურის წინ: მოთელვა სეზონის ფინალის წინ

მიუნხენის "ბაიერნში" მადრიდის "რეალთან" თამაშებზე ჯერ არ ფიქრობენ - ახლა "აუგსბურგის" ეშინიათ
29-ე ტურით გერმანიის ჩემპიონატის დასკვნითი ფაზა იწყება - ფინიშამდე ხომ ოთხი კვირა და ექვსი ტურია დარჩენილი.

ჩემპიონობის მაძიებლები, "დორტმუნდი" და "ბაიერნი" მომდევნო ტურში ერთმანეთს ხვდებიან და ეს ბუნდესლიგის "ფინალია", მანამდე კი, "ბორუსიას" "ვოლფსბურგთან", მიუნხენელებს კი "აუგსბურგთან" ექნებათ საქმე და ვინც ფიქრობს, რომ იოლი გასეირნებები ელით, ძალიან ცდება.

კიოლნში ერთმანეთს კრიზისში მყოფი გუნდები ხვდებიან, ხოლო ფრაიბურგში კი - მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების კანდიდატები.

7 აპრილს საღამოს "გლადბახი" "ჰერტას" უმასპინძლებს, 8 აპრილს კი კრისტიან პანდერი "ჰანოვერთან" ერთად გელზენკირხენში ბრუნდება, ტურს კი "ჰამბურგისა" და "ლევერკუზენის" დუელი დახურავს, რომელშიც სამი ჰიიპიას დებიუტი შედგება - "ბაიერის" მთავარი მწვრთნელის რანგში.

შეინარჩუნებს დორტმუნდი სამქულიან უპირატესობას?

როცა დორტმუნდის "ბორუსია" "ვოლფსბურგთან" ბრძოლას დაიწყებს, მიუნხენის "ბაიერნთან" სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ზუსტად 100 საათი იქნება დარჩენილი. წლის მატჩად მონათლული პაექრობა ოთხშაბათს უნდა გაიმართოს.

მანამდე, დორტმუნდელები ვოლფსბურგში ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ "ბაიერნთან" მინიმუმ სამქულიანი დისტანცია შეინარჩუნონ, რაც იურგენ კლოპის გუნდს ვოლფსბურგიდან სამი ქულის წაღებას ავალდებულებს.

თამამად უნდა ვთქვათ, რომ "ბორუსიას" ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდება, რადგან ფელიქს მაგათის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.

"ვოლფსბურგმა" ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო და ევროპალიგის საგზურს უმიზნებს. განსაკუთრებით კარგად "მგლების" თავდამსხმელები, მარიო მანჯუკიჩი და პატრიკ ჰელმესი ათამაშდნენ და ბოლო დროს მოედანს უგოლოდ იშვიათად ტოვებენ. ასე რომ, დორტმუნდელებს სიფრთხილე მართებთ.

სამი ქულა ჯიბეში არც ბაიერნს აქვს

მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, "აუგსბურგის" სახით გაცილებით სუსტი მეტოქე ჰყავს და თანაც, საკუთარ მოედანზე თამაშობს, თამამად უნდა ვთქვათ: ისეთი იოლი გასეირნება, როგორიც შუა კვირაში "მარსელთან" (2:0) ჰქონდა, არც "ბაიერნს" ელის.

მართალია, "აუგსბურგი" მე-14 ადგილზეა, მაგრამ ამ გუნდის სახით მიუნხენში თავდაჯერებული და გადარჩენისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მებრძოლი კლუბი ჩადის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "აუგსბურგი" ის გუნდია, რომელსაც ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და რომელმაც მეორე წრეში ქულები "დორტმუნდსაც" (0:0) აართვა.

ალბათ ამიტომაც ამბობდა "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი "მარსელთან" მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალთან" თამაშებზე ჯერ არ ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ, ახლა "აუგსბურგის" მეშინიაო.

ზოგადად, "ბაიერნი" ამ მატჩში, რა თქმა უნდა, ფავორიტია.

კიოლნი-ვერდერი: ვინ გამოვა კრიზისიდან?

ბევრისთვის მოულოდნელად, "კიოლნის" ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი პოსტზე დატოვეს. არადა, "თხები" უმძიმეს კრიზისში არიან და სარელეგაციო მე-16 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. თანაც, ბუნდესლიგაში არცერთ გუნდს არ აქვს იმდენი წაგება (16) და იმდენი გაშვებული გოლი (58), რამდენიც "კიოლნს".

7 აპრილს თხები "ვერდერს" მასპინძლობენ, რომელიც ბოლო დროს ასევე უდიდეს რეგრესს განიცდის. "მუსიკოსებმა" ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს, რასაც საკადრო პრობლემებიც დაემატა და "ვერდერმა" იმდენი "მოახერხა", რომ ევროპალიგის ზონიდან გამოვიდა.

ზოგადად, ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია: მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილებისთვის ერთდროლად 5 გუნდი იბრძვის და თანაც, "ჰანოვერსა" (მე-5 ადგილი) და "ვოლფსბურგს" (მე-9 ადგილი) შორის განსხვავება სულ რაღაც ერთი ქულაა.

ამ ხუთეულიდან, "ვოლფსბურგის" გარდა, ბოლო დროს აღმავლობის გზას დაადგა "შტუტგარტიც": დორტმუნდში მიღწეული 4:4-ის შემდეგ შვაბები მეექვსე ადგილამდე აღზევდნენ, მაგრამ არც "შტუტგარტის" ამჟამინდელი მეტოქე, "მაინცია" ხელწამოსაკრავი გუნდი. თომას ტუხელის სამწყსომ წინა ტურში "ვერდერი" (ბრემენში) 3:0 გაანადგურა...

ფრაიბურგი რეკორდს უმიზნებს

"ფრაიბურგისა" და "ნიურნბერგის" დაპირისპირება გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდების დუელია. თუკი "ფრაი" კარგ ფორმაშია და ზედიზედ სამი მატჩის მოგება შეძლო (მეოთხე ამ გუნდისთვის რეკორდი იქნება), "ნიურნბერგს" ზედიზედ მეხუთე წაგების საფრთხე ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ფრანკებს წინა ხაზზე უჭირთ (მხოლოდ 8 გოლი 2012 წელს), უკან კი დაცვის ბურჯი ფილიპ ვოლშაიდი დისკვალიფიცირებული ჰყავთ.

"კაიზერსლაუტერნის" ფანებს იმედი გადაეწურათ და მხოლოდ უკიდურესად ოპტიმისტი, მეოცნებე ქომაგები თუღა ფიქრობენ იმაზე, რომ "ლაუტერნს" გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. 18-მატჩიანი მოუგებელი სერია და მხოლოდ 17 გოლი 28 ტურში, რბილად რომ ვთქვათ, საშინელი ბალანსია.

საინტერესოა, ეყოფათ კი პფალცელებს ენერგია და ენთუზიაზმი იმისათვის, რომ "ჰოფენჰაიმთან" საშინაო მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლონ და ამით ხავსს მაინც მოეჭიდონ?

თავის მხრივ, "ჰოფეს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე რეალურად არ ემუქრება და ცხადია, რომ "სოფლელები" სეზონის ბოლოს ისევ ცხრილის შუაში დაიდებენ ბინას. თუმცა "ჰოფენჰაიმს" წინ "ჰამბურგთან", "ფრაიბურგთან", "ნიურნბერგთან" და "ჰერტასთან" პაექრობები ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ მარკუს ბაბელის შეგირდები მაინც ფრთხილად უნდა იყვნენ.

კობი და კომპანია მიონხენგლადბახში

მნიშვნელობა არ აქვს, ვის ეთამაშება მეორე წრეში "ჰერტა" - ოტო რეჰაგელის გამო ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს წინ საინტერესო ისტორია უძღვის ხოლმე.

მაგალითად, ავიღოთ თუნდაც ამ ტურში ჩასატარებელი მატჩი: ბერლინელები მიონხენგლადბახში ჩადიან. "მეფე ოტომ" ზუსტად 34 წლის წინ, სწორედ ამ ქალაქში იწვნია ისტორიული მარცხი (0:12) - ოღონდ, მაშინ დორტმუნდის "ბორუსიას" თავკაცი გახლდათ.

ცხადია, რეჰაგელი დღეს იმ კოლაფსისთვის შურისძიებაზე ნაკლებად იფიქრებს - ახლა მისთვის მთავარი "ჰერტას" გადარჩენაა.

სამაგიეროდ, ბერლინელებს აქვთ შური საძიებელი, რადგან ამ სეზონში "გლადბახთან" უკვე ორჯერ დამარცხდნენ - ერთხელ პირველ წრეში და ერთხელაც გერმანიის თასის მეოთხედფინალში.

რეჰაგელმა "ჰერტას" თავისი ხელი გარკვეულწილად კი დაატყო, მაგრამ ბერლინელები წინა ტურში მაინც აიჭრნენ და "ვოლფსბურგთან" დიდი ანგარიშით, 1:4 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ტურებში აღარც "გლადბახია" ისეთი ძლევამოსილი, როგორიც ადრე იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლუსიენ ფავრის შეგირდებმა ზედიზედ ორი მატჩი პირველად წააგეს (1:2-ები "ჰოფენჰაიმთან" და ჰანოვერში), "გლადბახს" მეოთხე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად განაღდებული აქვს.

პანდერის დაბრუნება, ჰიიპიას დებიუტი

8 აპრილს, პირველი მატჩი ევროპალიგიდან გავარდნილი გუნდების, "შალკესა" და "ჰანოვერის" დაპირისპირებაა, რომელიც "წითლების" მარცხენა მცველ პანდერისთვის განსაკუთრებული შეხვედრა იქნება, რადგან ეს უკანასკნელი ყოფილი და მშობლიური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.

თავის დროზე პანდერი "შალკედან" იმის გამო გაუშვეს, რომ მის შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარათ, ახლა კი "ჰანოვერში" მშვენივრად გამოიყურება და თამამად უნდა ითქვას, რომ დღეს ასეთი ფეხბურთელი გელზენკირხენულ კლუბს ნამდვილად არ აწყენდა, რადგან ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველ ფუხსს გრიპი აქვს.

ზოგადად, "შალკეს" მატიპისა და ჯონსის სახით კიდევ ორი უკანახაზელი აკლია (ორივე დისკვალიფიცირებულია). შეგახსენებთ, რომ "შალკეს" მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა, "ჰანოვერს" კი საუკეთესო შვიდეულში მოხვედრა უნდა.

გასულ კვირას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რიგით მერვე სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა: "ლევერკუზენის" ბოსებმა ზედიზედ მეოთხე წაგების შემდეგ რობინ დუტი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად სამი ჰიიპია დანიშნეს.

ფინელის დებიუტი "ჰამბურგთან" გასვლით მატჩში შედგება. HSV-მ წინა ტურში კაიზერსლაუტერნში 1:0 მოიგო და მდგომარეობა ოდნავ გამოისწორა, მაგრამ გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს. "ლევერკუზენისთვის" კი ამ სეზონში პროგრამა მინიმუმიცა და მაქსიმუმიც უკვე ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა, რადგან საუკეთესო ოთხეულს "ფარმაცევტები" ალბათ ვეღარ შესწვდებიან.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტური

7 აპრილი

ვოლფსბურგი-ბორუსია (დ) 17:30

პირველ წრეში: 1:5

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კრისი, თიოლკე, ჰიტცლშპერგერი, მედოიევიჩი - ფელიპე სანტანა, კოხი

კიოლნი-ვერდერი 17:30

პირველ წრეში: 2:3

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდრეზინიო, ჩიჰი, უთი - ნალდო, პრიოდლი, ბარგფრედე, ბოროვსკი, ექიჩი, არნაუტოვიჩი

შტუტგარტი-მაინცი 17:30

პირველ წრეში: 1:3

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბულარუზი, დელპიერი, აუდელი - ბელი, სვენსონი, რისსე

ფრაიბურგი-ნიურნბერგი 17:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: ვოლშაიდი (ნიურნბერგი)

ტრავმა: ბართი, ფერატი, პუცილა, როზენტალი, ს. ბრანდშტეტერი, დემბელე - ჰლუშეკი, აიგლერი, ესვაინი

კაიზერსლაუტერნი-ჰოფენჰაიმი 17:30

პირველ წრეში: 1:1

დისკვალიფიკაცია: შაჰანი - რუდი

ტრავმა: კნალერი, შიმუნეკი, იორგენსენი, კუემაა, შეხტერი, ვაგნერი - იაისლე

ბაიერნი-აუგსბურგი 17:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: ლუის გუსტავო (ბაიერნი)

ტრავმა: ბრენო, ვან ბუიტენი - დე იონგი, ბა, ბრინკმანი, გოგია, იორლი

ბორუსია (მ)-ჰერტა 20:30

პირველ წრეში: 2:1

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მარქსი, ლეკიე - ფრანცი, მიატოვიჩი, ლუსტენბერგერი, რონი

8 აპრილი

შალკე-ჰანოვერი 17:30

პირველ წრეში: 2:2

დისკვალიფიკაცია: ჯონსი, მატიპი (ორივე შალკე)

ტრავმა: ფერმანი, ჰილდებრანდი, ფუხსი - შტინდლი

ჰამბურგი-ლევერკუზენი 19:30

პირველ წრეში: 2:2

დისკვალიფიკაცია: კაჩარი, გერერო (ორივე ჰამბურგი)

ტრავმა: მიკელი, დიკმაიერი, რინკონი, სალა - ჩორლუკა, და კოშტა, შვააბი, ლ. ბენდერი, სემი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 28 19 6 3 63-21 63

2. ბაიერნი 28 19 3 6 67-18 60

3. შალკე 28 17 3 8 61-35 54

4. ბორუსია (მ) 28 15 6 7 41-20 51

5. ჰანოვერი 28 10 11 7 37-39 41

6. შტუტგარტი 28 11 7 10 48-38 40

7. ლევერკუზენი 28 11 7 10 39-38 40

8. ვერდერი 28 11 7 10 41-43 40

9. ვოლფსბურგი 28 12 4 12 40-49 40

10. ჰოფენჰაიმი 28 8 10 10 32-39 34

11. მაინცი 28 8 9 11 42-44 33

12. ნიურნბერგი 28 9 4 15 25-39 31

13. ფრაიბურგი 28 8 7 13 37-53 31

14. აუგსბურგი 28 6 12 10 30-42 30

15. ჰამბურგი 28 7 9 12 32-50 30

16. კიოლნი 28 8 4 16 35-58 28

17. ჰერტა 28 6 8 14 30-52 26

18. კაიზერსლაუტერნი 28 3 11 14 17-39 20

ბომბარდირები

23 - გომესი (ბაიერნი), ჰუნტელაარი (შალკე); 17 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი).

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია