ფელიქს მაგათის "შალკე", კრისტიან გროსის "შტუტგარტი", სტივ მაკლარენის "ვოლფსბურგი" - ამ ამბიციური მწვრთნელების ამბიციურმა გუნდებმა...

ფელიქს მაგათის "შალკე", კრისტიან გროსის "შტუტგარტი", სტივ მაკლარენის "ვოლფსბურგი" - ამ ამბიციური მწვრთნელების ამბიციურმა გუნდებმა გერმანიის ჩემპიონატის ახალი სეზონი სამ-სამი წაგებით დაიწყეს და თუ ისტორიას გადავხედავთ, ხსენებულ კლუბებს საშინელ პერსპექტივას აღმოვუჩენთ: გუნდები, რომლებიც ბუნდესლიგის პირველ სამ ტურში სამივე თამაშს აგებდნენ, ვერასდროს ხდებოდნენ გერმანიის ჩემპიონები. ეს განსაკუთრებით "შალკესთვისაა" მძიმე პერსპექტივა, რადგან ამბიციური სამეულიდან, რომლებსაც ქულების გრაფაში ჯერ კიდევ ნულები უწერიათ, ჩემპიონობაზე პრეტენზიას ყველაზე მეტად სწორედ გელზენკირხენული კლუბი აცხადებს (უფრო სწორად, აცხადებდა).

მოკლედ რომ ვთქვათ, ბუნდესლიგური საგიჟეთი გრძელდება. იმ დროს, როცა "პატარა გუნდები" "ჰანოვერი", "კაიზერსლაუტერნი" და "მაინცი" სამი ტურის შემდეგ საუკეთესო ხუთეულში არიან, ფინანსურად მძლავრი და ამბიციური ტრიო ცხრილის ფსკერზეა.

კრისტიან გროსი "შტუტგარტში" წინა სეზონის პირველი წრის შემდეგ დაინიშნა (მარკუს ბაბელი შეცვალა) და მის ხელში შვაბებმა მეორე წრე იმდენად კარგად ჩაატარეს, რომ ახალ სეზონში VFB-სგან მინიმუმ ომახიან სტარტს ველოდით.

ამ უქმეებზე "ფრაიბურგთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ კი, "შტუტგარტი" უმძიმეს კრიზისშია. თვითონ განსაჯეთ: შვაბებს ასეთი ცუდი სტარტი ბუნდესლიგაში არასდროს ჰქონიათ. გროსი კი ამბობს, ამ კრიზისს ყველანი ერთად გადავიტანთო, მაგრამ ახლა "შტუტგარტისთვის" გაცილებით მძიმე კვირები იწყება: გუნდს სამ კვირაში 6 თამაშის ჩატარება მოუწევს. მაურო კამორანეზით გაძლიერებულ შვაბებს მომდევნო გამოცდა ხუთშაბათს, ევროპის ლიგაში, ბერნის "იანგ ბოიზთან" ელით, მერე კი ბუნდესლიგაში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ეთამაშებიან.

შავ დღეშია ბუნდესლიგაში დასაქმებული პირველი ინგლისელი მწვრთნელი სტივ მაკლარენიც. დიდი ხანი არაა, რაც სტივი "ვოლფსბურგს" ხელმძღვანელობს და მინიმუმ დორტმუნდის "ბორუსიასთან" წაგების (0:2) შემდეგ მან უკვე გაამართლა თავისი მეტსახელი: სტივი "ლუზერია"! ზედიზედ მესამე მარცხისა და უქულოდ დარჩენის გამო მაკლარენმა თქვა, ვიცოდი, რომ დასაწყისი რთული იქნებოდა, მაგრამ ასეთ კატასტროფას კი ნაღდად ვერ წარმოვიდგენდიო.

რაც შეეხება "შალკეს": გელზენკირხენულ კლუბში მოჩვენებითი სიმშვიდეა. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მწვრთნელიც და მენეჯერიც ფელიქს მაგათია. "აბენდცაითუნგმა" ორშაბათის ნომერში სავსებით სამართლიანად დასვა შემდეგი კითხვა: ვის შეუძლია მაგათის გაგდება? საქმეც ისაა, რომ არავის, რადგან მილიონების დახარჯვის შემდეგ, ფელიქსის გათავისუფლებას ვერავინ გაბედავს, რადგან მაგათს "შალკესთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და ისედაც ვალებში ჩაფლული გუნდი მის კომპენსაციას ნაღდად ვეღარ აუვა. "შალკე" დღეს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს (სტუმრად "ლიონთან"), მომავალ უქმეებზე კი დორტმუნდის "ბორუსიასთან" უწევს რურის დიდი დერბი და თუ "ხუმარებმა" ეს თამაშები მაინც მოიგეს, მნიშვნელოვნად განიტვირთებიან. მაგათი კი ისედაც განტვირთულია.

ტურის სიმბოლური ნაკრები

ტიმ ვიზე (ვერდერი) - პეტრი პასანენი (ვერდერი), პედრო ჟერომელი (კიოლნი), ისააკ ვორსა (ჰოფენჰაიმი), მარსელ შმელცერი (ბორუსია დ) - ალექს მაიერი (აინტრახტი), ნური შაჰინი (ბორუსია დ) - მარკო მარინი (ვერდერი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი) - ია კონანი (ჰანოვერი), თეოფანის გეკასი (აინტრახტი)

ბრემენელთა კიპერმა "ბაიერნთან" მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და ძველი ვიზე გაგვახსენა. ტიმმა საერთო ჯამში შვიდი დარტყმა მოიგერია, რიბერის, მიულერსა და კროოსს კი სულაც მკვდარი ბურთები აუღო. "კიოლნის" დაცვის ბურჯი პედრო ჟერომელი პირველ ორ ტურში ტრავმირებული გახლდათ და დაბრუნდა თუ არა მოედანზე (ეს ამ უქმეებზე, "ზანკტ პაულისთან" მატჩში მოხდა) "თხების" დაცვა მაშინვე დასტაბნილურდა - ჟერომელი კარგად გაუმკლავდა "კიცელთა" ფორვარდ მარიუს ებერსს და მოედანზე საუკეთესო იყო.

"ჰოფენჰაიმის" მცველი ისააკ ვორსა აგერ უკვე ორი თამაშია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, რითაც ის "ჰოფეს" წარმატებების ერთ-ერთი უმთავრეს სიმბოლოა. დორტმუნდის "ბორუსიას" საყრდენმა ნახევარმცველმა ნური შაჰინმა "ვოლფსბურგთან" მატჩში გუუს ჰიდინკზე ჯავრი იყარა - თურქეთის ნაკრების თავკაცმა შაჰინი არცერთ საკვალიფიკაციო მატჩში არ ათამაშა და განრისხებულმა ფეხბურთელმა ჰოლანდიელ მწვრთნელს შაბათს დაუმტკიცა, რომ მუდმივად ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია - შაჰინი "ვოლფსბურგთან" შეუდარებელი იყო და თანაც, ულამაზესი გოლიც გაიტანა.

ტურის გმირი

თეოფანის გეკასი (აინტრახტი)

ბერძენმა თავდამსხმელმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო: პირველ ტურში მან იმდენად ამაზრზენად ითამაშა, რომ "კიკერისგან" 5 ბალი მიიღო და მეორე ტურში ძირითად შემადგენლობაში აღარც ათამაშეს. მან ვერც საბერძნეთის ნაკრებში გაიბრწყინა, რის გამოც საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა, მაგრამ "აინტრახტის" თავკაცმა მიხაელ სკიბეს გეკასზე ცუდი სიტყვა არ დასცდენია. პირიქით, მან თქვა, გეკასის მეიმედებაო. როგორც ჩანს, ამან ბერძენზე კარგად იმოქმედმა: "გლადბახის" კარში გატანილი ორი გოლი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.

საუკეთესო ფეხბურთელები*

ფეხბურთელი კლუბი საშ. შეფასება

1. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტ. 2.00

2. ანდრე შიურლე მაინცი 2.25

3. მაჰამადუ იდრისუ ბორუსია (მ) 2.33

4. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 2.33

5. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 2.33
შენიშვნა: * - სამი ტურის შემდეგ "კიკერის" შეფასებების მიხედვით

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი გოლი პასი ქულა

1. პაპის დემბა სისე ფრაიბურგი 4 0 4

2. სრდიან ლაკიჩი კაიზერსლაუტ. 4 0 4

3. მაჰამდუ იდრისუ ბორუსია (მ) 2 2 4

4. ივო ილიჩევიჩი კაიზერსლაუტ. 2 2 4

5. მოჰამედ აბდელაუ ჰანოვერი 2 1 3

კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა