დამაინც, 8 აპრილს მოედანზე მადრიდის "რეალი" და "ვალენსია" გავლენ
პირველ და მესამე ადგილოსანთა ორთაბრძოლა უთუოდ ტურის ცენტრალური დაპირისპირებაა, რაც უნდა ჩამორჩებოდეს ეს უკანასკნელი, მით უფრო, როცა ლაპარაკი "რეალზე" და "ვალენსიაზეა".

ეს მატჩი "ევროსპორტმა" ევროვიქენდის ყველაზე საინტერესო დაპირისპირებადაც შერაცხა. 8 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რიხით გასული "რეალი" ევროპალიგის ნახევარფინალში რიხითვე გასულ "ვალენსიას" შეუტევს.

ბუნებრივია, 31-ე ტურის სხვა მატჩებიც არაა ინტერესმოკლებული, ჩემპიონი 7 აპრილს ესტუმრება არაგონს, სადაც "სარაგოსას" ეთამაშება. "ბარსას" ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს, მან უნდა მოიგოს, რომ ტიტულის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნოს.

კვირის ორ დაპირისპირებასაც გამოვყოფთ - ვალენსიაში "ლევანტე" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს, "ბილბაო" კი "სევილიას" დაუხვდება.

ემერის განსჯის საათი?

"ალკმაარის" განადგურებით უნაი ემერიმ შვებით ვერ ამოისუნთქა, რადგან მის გუნდს ლა ლიგაში ძალზე სათუო გაუხდა მესამე ადგილი.

ადგილი, რომელიც, ერთ დროს, ლამის გარანტირებული ჰქონდა.

"ღამურები" მხოლოდ ქულით უსწრებენ "მალაგას", რომელსაც გაცილებით იოლი ამოცანა აქვს ამ ტურში - ორშაბათს აუტსაიდერ "რასინგს" მასპინძლობს. ემერიმ კი, რომლის ფეხბურთელებიც გადაღლილები არიან, ზუსტად უნდა გათვალოს, რა ტაქტიკით ეთამაშოს "რეალს", რომელიც "ვილიარეალთან" სკანდალური ფრის შემდეგ იგებს და იგებს.

"ვალენსია" "რეალის" უშუალო კონკურენტი ვერაფრით იქნება - მათ შორის 30 ქულაა სხვაობა. "სამეფო კლუბმა" რვავე დარჩენილი შეხვედრა, რომ წააგოს, "ვალენსია" მაინც ვერ დაეწევა. წარმოიდგინეთ, ესპანეთში ისეთი ორხელისუფლებიანობაა, რომ სეზონის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე ტიტულის მოგების შანსი მესამეადგილოსანს თეორიულიც კი აღარ აქვს.

გავიხსენოთ ამ გუნდების პირველი მატჩი - ნოემბერში, "მესტალიაზე" 44 ათასი გულშემატკივრის თვალწინ 5-გოლიანი თრილერი ვიხილეთ. რობერტო სოლდადო ბევრს ეცადა, მაგრამ მარტო "რეალთან" ვერას გახდა, მასპინძელთა კარში თითო გოლი ქარიმ ბენზემამ, სერხიო რამოსმა და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს.

პრიმერაში "ვალენსია" 2009 წლის მაისის მერე სულ აგებს. ბოლოს "ღამურებმა" მაშინ მოუგეს "სამეფო კლუბს", თანაც დიდი ანგარიშით 3:0. მართალია, ჯერ 3 წელიწადიც არ გასულა ამ მატჩიდან, მაგრამ "ვალენსიაში" ერთი გოლის ავტორიც აღარაა: ხუან მატა "ჩელსიში" თამაშობს, დავიდ სილვა "მანჩესტერე სიტიში", ხოლო რუბენ ბარახა ფეხბურთიდან წავიდა. ვინც მაშინ ითამაშა, იმათგან "ვალენსიაში" მხოლოდ მადურო, მიგელი და პაბლო ერნანდესია, ხოლო ალბიოლი ახლა სწორედ "რეალში" თამაშობს.

"ვალენსიამ" წინა ტურში დერბი ვერ მოიგო, რის გამოც აღშფოთებულმა პუბლიკამ გუნდი გასახდელში თეთრი ცხვირსახოცების ფრიალით გააცილა. ბოლო 14 მატჩიდან "ღამურებმა" მხოლოდ 3 მოიგეს. ლა ლიგა 1 იანვარს რომ დაწყებულიყო, "ვალენსია" ახლა მე-17 ადგილზე იქნებოდა!

ასეა თუ ისე, უნაი ემერი ზაფხულში არ აპირებს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებას. აქ საკითხი სხვანაირად დგას - მიატანს კი ტაქტიკოსი მწვრთნელი ზაფხულამდე?

"ჩემი მომავლის შესახებ ათასგვარი სპეკულაცია მესმის, მაგრამ მე ვმუშაობ და ამ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, რომ ეს სპეკულაციები არც ფეხბურთელებზე მოქმედებს და ძალიან მიხარია", - აცხადებს ემერი.

ყოფილი ვალენსიელი რაულ ალბიოლი დიდ გულზეა, მას მიაჩნია, რომ "რეალი" მზად არის მოიგოს, როგორც ლა ლიგა, ასევე ჩემპიონთა ლიგაც.

"ჩვენ ძალიან ამბიციური გუნდი გვყავს, ორივე ტიტული გვინდა. მიზნებთან ძალიან ახლოს ვართ, ახლა ყველამ ბოლო ძალები უნდა მოვიკრიფოთ და ოცნებას ავისრულებთ", - განაცხადა ცენტრალურმა მცველმა.

ანხელ დი მარია უკვე სრული დატვირთვით შრომობს და მზადაა მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვიდეს. არგენტინელმა აპოელ-თან ულამაზესი გოლი გაიტანა. ჟოზე მოურინიომ კვიპროსელებთან ჩაბი ალონსო, ქარიმ ბენზემა და მესუთ იოზილი დაასვენა. ეს ტრიო "ვალენსიასთან" აუცილებლად დაბრუნდება. ითამაშებს ალვარო არბელოაც, აი, სერხიო რამოსი კი დააკლდება "სამეფო კლუბს". წინა ტურში სერხიომ მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო სეზონში და მეორედ გამოიწერა დისკვალიფიკაცია (ესპანეთში ყოველი 5 გაფრთხილების შემდეგ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციაა).

ჟოზეს ლაზარეთიდან 25 წლის სამი ხედირა დაუბრუნდა, 6 აპრილს გერმანელმა გუნდთან ერთად ყოველგვარი პრობლემის გარეშე ივარჯიშა.

ვალენსიელებიც არ არიან უიმედოდ. არგენტინელი ნახევარმცველი ტინო კოსტა აცხადებს, რომ "ვალენსიას" თავისუფლად შეუძლია მოუგოს "რეალს".

"რა თქმა უნდა, "ალკმაარი" ახლოსაც ვერ მივა "რეალთან", მაგრამ ჩვენ ამ გამარჯვებამ ფრთები შეგვასხა და ახლა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოგებას ვაპირებთ".

ცოტა რამ სტატისტიკიდან

რეალი ვალენსია

გოლი 100 46

საშუალოდ 3,33 1,53

დარტყმა 454 299

პასი 16 381 13 851

ჩაწოდებები 614 729

მიღებული ბურთი 27 37

საშუალოდ 0,90 1,23

ორთაბრძოლა 661 612

ჯარიმა 415 514

გაფრთხილება 66 107

გაძევება 5 6

მატარებლით არაგონში

ჩემპიონი კატალონიიდან შორს არ მიდის, არაგონის დედაქალაქს ესტუმრება და "სარაგოსას" დაუპირისპირდება. გუნდს, რომელმაც საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა მაინც გასავარდნ ზონაშია. "ლა რომარედაზე" მანოლო ხიმენესის გუნდი გააფთრებით იბრძოლებს. სხვა საქმეა, რის მიღწევას ეყოფა ეს ბრძოლა.

ხიმენესს ჩემპიონთან ბრძოლის წინ რამდენიმე საკადრო პრობლემაც აქვს - "მალაგადან" იჯარით გადასული აპონიო ზურგს იტკიებს, ნახევარმცველის თამაში საეჭვოა. არ იქნება "რეალიდან" გადასული დავით მატეოსიც, ვინც კუნთმა დააღალატა. ლუის გარსიას გრიპი აქვს, თანაც საკმაოდ მძიმე ფორმით. ვერ ივარჯიშა მცველმა პაბლო ალვარესმაც.

იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც "მილანთან" ითამაშეს, ხუთშაბათს ცალკე ივარჯიშეს მსუბუქად. გუნდთან ერთად იყვნენ იბრაჰიმ აფელაი და ერიკ აბიდალი. ჰოლანდიელს ჯერ კიდევ ცოტა აკლია სრულ მზადყოფნამდე, აბიდალს კი დღე-დღეზე ოპერაცია ელის და მათი თამაში გამორიცხულია.

ჩავიმ და კარლეს პუიოლმა "მილანთან" ითამაშეს. ამ ორს კი განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ (ხშირი ტრავმიანობის გამო) ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუკი ხოსეპ გვარდიოლა ორივეს დაასვენებს. ყოველ შემთხვევაში, სასტარტო შემადგენლობაში არ შეიყვანს. დავიდ ვილიას კი ჯერ ბევრი უკლია მწყობრში ჩადგომამდე.

როგორც გაირკვა, პიკე მაინც ვერ ითამაშებს - "ბარსას" ოფიციალურ საიტს თუ ვენდობით, მცველის თამაში გამორიცხულია.

რადგან ბარსელონადან სარაგოსამდე არცთუ შორია, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გუნდი 7 აპრილს ჩქაროსნული მატარებლით გაემგზავროს არაგონში. მგზავრობას საათზე ოდნავ მეტი დასჭირდება.

ხოსეპ გვარდიოლა: "ეჭვსგარეშეა, "სარაგოსას" მაშინ ვეთამაშებით, როცა ეს კლუბი საუკეთესო კონდიციებში შევიდა. "ატლეტიკოს" და "ვალენსიას" დამარცხება არ არის იოლი საქმე. მეტოქის თამაშები ვნახე, "სარაგოსა" ინტენსიურად უტევს, სულ ვერ იტყვი, რომ აუტსაიდერია. ძალიან რთული მატჩი გველის, რადგან ის ორივე გუნდისთვის ბევრს ნიშნავს".

ფაქტები

* წინა შეხვედრაში, "კამპ ნოუზე" გვარდიოლას გუნდმა უპრობლემოდ, 4:0 მოიგო. მაშინ გოლები ჟერარდ პიკემ, ლიონელ მესიმ, კარლეს პუიოლმა და დავიდ ვილიამ გაიტანეს.

* მანოლო ხიმენესის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია: ბოლო 4 მატჩში 10 ქულა მოიპოვა. ორი მოგება განსაკუთრებით აღსანიშნავია, არაგონელებმა "ვალენსია" და "ატლეტიკო" დატოვეს უქულოდ.

* "სარაგოსას" გოლეადორი ამ სეზონში პორტუგალიელი ელდერ პოშტიგაა - 7 გოლი 23 მატჩში.

* ლა ლიგაში "ბარსამ" 86 გოლი გაიტანა, "სარაგოსამ" კი - 27. ლიონელ მესიმ არაგონულ გუნდზე 9 გოლით მეტი გაიტანა!

* "ბარსელონამ" "ლა რომარედაზე" ბოლო 6 ვიზიტიდან 5-ჯერ მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

სარაგოსა: რობერტო - ლანძარო, და სილვა, პარედესი, აბრაამი - რუბენ მიკაელი, სუკულინი - ბარერა, გარსია, ლაფიტა - პოშტიგა.

ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ფაბრეგასი, სანჩესი.

იცით, თუ არა რომ...

"რეალის" ლიდერი კრიშტიანო რონალდო ლისაბონის "სპორტინგმა" 12 წლისა 22,5 ათას ევროდ შეიძინა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური

7 აპრილი

ესპანიოლი-სოსიედადი 20:00

ტრავმა: მარკესი, მატიონი, გალანი (?) - მარტინესი, გონსალესი (?), ბერგარა

ხეტაფე-სპორტინგი 20:00

ტრავმა: ლოპესი, ლოპო, უსტარი, ბარადა (?), პედრო ლეონი (?) - მენდი (?), გრეგორი, ეგურენი (?)

ვალეკანო-ოსასუნა 20:00

დისკვალიფიკაცია: ლამა (ოსას)

ტრავმა: მიჩელი (?) - ბერტრანი (?), რუბენი (?), კიკე სოლა, რაიტალა (?), მასუდი

სარაგოსა-ბარსელონა 22:00

დისკვალიფიკაცია: მატეოსი (სარ)

ტრავმა: აპონიო, ლაკრუსი - ვილია, აფელაი, ფონტასი, პიკე (?), აბიდალი, ჩავი (?)

ბეტისი-ვილიარეალი 00:00

დისკვალიფიკაცია: საპატა (ვილ)

ტრავმა: კასტრო (?), ბენატი (?), სერხიო, უსტარიცი, მარიო - ნილმარი (?), როსი, კატალა

8 აპრილი

ლევანტე-ატლეტიკო 14:00

დისკვალიფიკაცია: კოკე (ატლ)

ტრავმა: ლოპესი, სილვიო (ატლ)

მალიორკა-გრანადა 18:00

ტრავმა: ტეხერა, კევინი, ოგუნჯიმი - დიახატე, იებდა, რობერტო

ბილბაო-სევილია 20:00

დისკვალიფიკაცია: მარტინესი - კოკე, ტროხოვსკი

ტრავმა: კასტილიო, გურპეგი, ლოპესი (?), ოსიო - კამპანია (?), მედელი (?)

რეალი-ვალენსია 23:30

დისკვალიფიკაცია: სერხიო რამოსი (რეალი)

ტრავმა: დიარა (?), ხედირა (?), რ. კარვალიო - მიგელი, ბანეგა, კანალესი

9 აპრილი

მალაგა-რასინგი 23:00

ტრავმა: ხუანმი, ბაპტიშტა, როსარიო, ტულალანი, კაბალიერო, ხოაკინი - აკოსტა (?), ტონიო (?)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 30 25 3 2 100-27 78

2. ბარსელონა 30 22 6 2 86-22 72

3. ვალენსია 30 13 9 8 46-37 48

4. მალაგა 30 14 5 11 44-43 47

5. ლევანტე 30 13 6 11 42-41 45

6. ოსასუნა 30 10 13 7 35-46 43

7. ატლეტიკო 30 11 9 10 42-35 42

8. სევილია 30 11 9 10 36-32 42

9. ესპანიოლი 30 11 8 11 37-39 41

10. ხეტაფე 30 10 9 11 31-39 39

11. ბილბაო 30 9 11 10 44-42 38

12. ვალეკანო 30 11 4 15 42-53 37

13. მალიორკა 30 9 9 12 32-40 36

14. სოსიედადი 30 10 6 14 36-45 36

15. ბეტისი 30 10 5 15 35-43 35

16. გრანადა 30 10 4 16 28-46 34

17. ვილიარეალი 30 7 11 12 30-42 32

18. სარაგოსა 30 7 7 16 27-52 28

19. სპორტინგი 30 6 7 17 29-56 25

20. რასინგი 30 4 13 13 23-45 25

ბომბარდირები

37 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 36 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 13 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
რასპადორი "ატლეტიკოს" ფეხბურთელია
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია