ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი დღით ადრე სტენლის თასის ყველა მონაწილე გაირკვა.

აღმოსავლეთში ბოლო, მერვე საგზურისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ "ბაფალო" და "ვაშინგტონი", მაგრამ ამ დავაში გუშინ ყველაფერი გადაწყდა.

"სეიბრზმა" სტუმრად წააგო "ფილადელფიასთან". სტუმრებმა პირველებმა გაიტანეს, მაგრამ მესამე პერიოდში ბურდონისა და რიდის გოლებმა "მფრინავებს" გამარჯვება მოუტანეს, "ბაფალოს" მოთამაშეებს - ნაადრევი შვებულება. "ვაშინგტონმა" კარგად ისარგებლა კონკურენტის

წაფორხილებით და "ფლორიდას" 4:2 მოუგო. დედაქალაქელები 3:0-ს იგებდნენ, "პანტერებმა" ორი შაიბა გაქვითეს, მაგრამ მასპინძლებმა გაძლეს და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს

უფრო მეტიც, "ვაშინგტონს" შეუძლია დივიზიონის ჩემპიონი გახდეს და შესაბამისად, კონფერენციის სამეულში მოხვდეს. ამისთვის ბოლო დღეს "ვაშინგტონს" სჭირდება "რეინჯერსის" დამარცხება და "ფლორიდას" ძირითად დროში დამარცხება "კაროლინასთან". ნებისმიერ შემთხვევაში, "ფლორიდა" ქებას იმსახურებს, რადგან კლუბი 2000 წლის შემდეგ პირველად გავიდა პლეი ოფში.

იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ "ოტავამ" 1:3 წააგო "ბოსტონთან", "ვაშინგტონის" კიდევ ერთი სავარაუდო პოზიცია შეიძლება გახდეს მეშვიდე ადგილი.

აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის წყვილებზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "პიტსბურგი" და "ფილადელფია" შეხვდებიან ერთმანეთს და "პინგვინებს" საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნებათ. მათ ეს უფლება "რეინჯერსის" დამარცხების შემდეგ მოიპოვეს - 5:2. 49-ე გოლი გაიტანა ამ მატჩში ევგენი მალკინმა. ასევე ახლოა სეზონში მე-60 შაიბასთან სტივენ სტემკოსი, რომლის 59-ე გოლი ვერ დაეხმარა "ტამპას" "ტოროტოსთან" მატჩში - 2:3.

დასავლეთშიც ცნობილია ის რვა გუნდი, რომელიც პლეი ოფში ითამაშებს. "ფინიქსი" გუშინ მოედანზე არ გასულა, მაგრამ "დალასის" მარცხის წყალობით გაიფორმა სტენლის თასზე გამოსვლა.

როგორც ჩანს, "ვარსკვლავები" საბოლოოდ გამოიფიტნენ სეზონის ბოლოს და ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს. "დალასმა" სტუმრად ვერაფერი მოუხერხა "ნეშვილსა" და მის მეკარე პეკა რინეს, რომელმაც სეზონში მეხუთე შათაუტი გაიფორმა. "სტარზთან" ერთად თავისი შეხვედრა წააგო "კოლორადომ" და ეს ორი გუნდი ოფიციალურად გამოეთიშა საგზურებისთვის ბრძოლას.

"კოლორადოს" მარცხი იმას ნიშნავდა, რომ "სან ხოსე" და "ლოს ანჯელესი" ავტომატურად გახდნენ პლეი ოფის მონაწილეები. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ლამაზი თამაში აჩუქეს მაყურებელს. ძირითადი დრო 5:5 დასრულდა, თანაც "სან ხოსემ" 1:3-დან და 3:4-დან გადაარჩინა თამაში, ბოლოს წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ "კინგზმა" სირენამდე ორი წუთით ადრე მოასწრო ანგარიშის გათანაბრება. ათიდან შვიდი გოლი რიცხობრივი უპირატესობისას გავიდა. "შარქსი" ძლიერი აღმოჩნდა ბულიტების სერიაში და დაეწია მეტოქეს ქულების რაოდენობით.

ეს გუნდები დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის ბედს ბოლო დღეს გაარკვევენ. დასავლეთში ჯერ არც ერთი წყვილი არ არის შემდგარი, რადგან ბევრი რამ არის გასარკვევი: კონფერენცია შეიძლება მოიგონ "ვანკუვერმა” და "სენტ ლუისმა", წყნარი ოკეანის დივიზიონში პირველობაზე სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას: "ლოს ანჯელესი", "სან ხოსე" და "ფინიქსი", მეოთხე ადგილისთვის ებრძვიან ერთმანეთს "ნეშვილი" და "დეტროიტი".

ვაშინგტონი-ფლორიდა 4:2

1:0, 2:1, 1:1

გოლები: 1:0 ბიგლი-4 (ბროუერი-15, ელზნერი-16), 2:0 ოვეჩკინი-37 (მ. იოჰანსონი-31), 3:0 ლეიჩი-16 (კ. ოკუანი-7, ჰამრლიკი-9), 3:1 სამუელსონი-13 (ბერგენჰაიმი-6, გოკი-15), 3:2 ჯოვანოვსკი-3 (ბ. კემპბელი-49, გარისონი-16), 4:2 სიომინი-21 (ლეიჩი-24, ორლოვი-16).

პიტსბურგი-რეინჯერსი 5:2

2:1, 1:0, 2:1

გოლები: 1:0 კუნიტცი-25 (ლეტანგი-31, მალკინი-58), 1:1 დუბინსკი-10 (ბ. ბოილი-14, ფედოტენკო-11), 2:1 კენედი-11 (ჯ. სტაალი-22, ზ. მიხალეკი-11), 3:1 პარკი-7 (დუპუი-34, ტანგრადი-2), 4:1 მალკინი-49 (კუნიტცი-34, კროსბი-28), 4:2 ანისიმოვი-16 (ბ. ბოილი-15, ჟირარდი-24), 5:2

ლეტანგი-10 (ჯ. სტაალი-23) .

ოტავა-ბოსტონი 1:3

0:1, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 პულიო-16 (როლსტონი-17, კერონი-8), 0:2 ზენონი-3, 1:2 სპეცა-34 (ე. კარლსონი-59, კუბა-26), 1:3 ლუჩიჩი-26 (კრეისი-39, კრუგი-1).

ნეშვილი-დალასი 2:0

0:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 ბუიონი-4 (ჰორნკვისტი-16, ა. კოსტიცინი-19), 2:0 ჰორნკვისტი-26 (იიპი-4, ფიშერი-27).

კაროლინა-მონრეალი 2:1 (ბ)

0:0, 1:1, 0:0, 0:0

გოლები: 0:1 ჯოფრიონი-2 (ბლუნდენი-2, გორჯესი-13), 1:1 ლაროუზი-19 (მაკბეინი-19, პიტკანენი-12).

ბულიტები გაიტანეს: ე. სტაალი (კაროლინა).

ფილადელფია-ბაფალო 2:1

0:0, 0:1, 2:0

გოლები: 0:

1 ლეინო-8 (სტეფორდი-30, რეგერი-4), 1:1 ბურდონი-4 (ლილია-6, კ. ჟირუ-65), 2:1 რიდი-24 (ვორაჩეკი-31, ბურდონი-3).

აილენდერსი-ვინიპეგი 5:4

2:2, 1:0, 2:2

გოლები: 1:0 მოულსონი-36 (ტავარესი-49), 2:0 ოკსოპო-22 (ბეილი-19, ნილსენი-28), 2:1 ენსტრიომი-6 (სლეიტერი-8, ბაფლინი-40), 2:2 ლედი-28 (ლიტლი-22, ბოგოსიანი-25), 3:2 ოკსოპო-23 (ტავარესი-50) , 3:3 ბოგოსიანი-5 (ტორნბურნი-7, ბაფლინი-41), 4:3 გრაბნერი-18 (ბულიტი), 4:4 ბაფლინი-12 (ენსტრიომი-26), 5:4 გრაბნერი-19 (ჰამონიკი-22, ნილსენი-29).

ტორონტო-ტამპა ბეი 3:2

1:1, 0:0, 1:1, 1:0

გოლები: 0:1 სან ლუი-25 (ლი-14, მელოუნი-28), 1:1 კონოლი-13 (გარდინერი-23, შტეკელი-5), 1:2 სტემკოსი-59 (ჟერვე-7, სან ლუი-48), 2:2 გარდინერი-7, 3:2 ფანოფი-11 (კესელი-45).

დეტროიტი-ნიუ ჯერსი 1:2

0:1, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 პონიკაროვსკი-14 (ჰაროლდი-1, კლარკსონი-16), 1:1 ჰოლმსტრიომი-11 (ჰუდლერი-25, ფილპულა-43), 1:2 სიკორა-20 (ელიაში-51, ზუბრუსი-26).

მინესოტა-ჩიკაგო 2:1 (ბ)

0:1, 0:0, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 მეიერსი-6 (ფროლიკი-10), 1:1 კლატერბეკი-15 (სკანდელა-9, ჰიტლი-29).

ბულიტები გაიტანეს: სეტოგუჩი (მინესოტა).

კოლორადო-კოლამბუსი 2:5

1:2, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 ატკინსონი-3 (ბოისი-4, ჟილისი-6), 1:1 დ. ჯონსი-20 (მაკგინი-17, პ. შჩასტნი-32), 1:2 ნეში-28 (ლეტესტუ-13, პროსპალი-37), 2:2 პ. შჩასტნი-21 (ლანდესკოგი-30, მიულერი-9), 2:3 ნეში-29 (ბრასარი-25, ჯ. ჯონსონი-25), 2:4 ატკინსონი-4 (უმბერგერი-20), 2:5 ატკინსონი-5 (მესიონი-2).

კალგარი-ვანკუვერი 3:2

0:1, 0:0, 3:1

გოლები: 0:1 ბაროუზი-28 (ჰამჰუისი-32), 1:1 კამალერი-19 (ბოუმისტერი-23, ალიუ-1), 2:1 გლენკროსი-26, 3:1 კამალერი-20 (სტემპნიაკი-14, ჯორდანო-18), 3:2 ჰანსენი-16 (ბიეკსა-35, ჰამჰუისი-33).

ედმონტონი-ანაჰაიმი 2:3

0:0, 1:2, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 სემ განიე-18 (პეტრი-23, რ. ჯონსი-16), 1:1 კოლიანო-13 (სბისა-19), 1:2 რაიანი-29 (სმიტ-პელი-6, ბონინო-13), 2:2 ებერლე-34 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-34, ჰემსკი-26), 2:3 გეტცლაფი-11.

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 5:6 (ბ)

1:1, 2:1, 2:3, 0:0

გოლები: 1:0 მარტინესი-6 (დ. ბრაუნი-32, კოპიტარი-49), 1:1 დემერსი-4 (ვინიკი-15, მური-21), 2:1 სტოლი-6 (კინგი-9, უ. მიტჩელი-16), 3:1 დ. ბრაუნი-22 (კოპიტარი-50, უ. მიტჩელი-17), 3:2 ჯ. ტორნტონი-18 (დ. ბოილი-39, კუტური-32), 3:3 ქლოუ-17, 4:3 ჯასტინ უილიამსი-20 (მარტინესი-5, უ. მიტჩელი-18), 4:4 მარლო-29 (პაველსკი-29, ჯ. ტორნტონი-59), 4:5 ჰავლატი-7 (ქლოუ-28, მარლო-34), 5:5 ჯასტინ უილიამსი-21 (მ. რიჩარდსი-26, კოპიტარი-51).

ბულიტები გაიტანეს: პაველსკი (სან ხოსე).

აღმოსავლეთი

ა გ თ მ წ ოწ ქ

1. z-რეინჯერსი* 81 51 23 7 109

2. y-ბოსტონი* 81 48 29 4 100

3. x-ფლორიდა* 81 37 26 18 92

4. x-პიტსბურგი 81 50 25 6 106

5. x-ფილადელფია 81 47 25 9 103

6. x-ნიუ ჯერსი 81 47 28 6 100

7. x-ოტავა 81 41 30 10 92

8. x-ვაშინგტონი 81 41 32 8 90

9. ბაფალო 81 39 32 10 88

10. ვინიპეგი 81 37 35 9 83

11. ტამპა ბეი 81 37 36 8 82

12. კაროლინა 81 33 32 16 82

13. ტორონტო 81 35 36 10 80

14. აილენდერსი 81 34 36 11 79

15. მონრეალი 81 30 35 16 76

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. y-ვანკუვერი* 81 50 22 9 109

2. y-სტ. ლუისი* 80 48 21 11 107

3. x-ლოს ანჯელესი* 81 40 27 14 94

4. x-ნეშვილი 81 47 26 8 102

5. x-დეტროიტი 81 48 28 5 101

6. x-ჩიკაგო 81 44 26 11 99

7. x-სან ხოსე 81 42 29 10 94

8. x-ფინიქსი* 80 40 27 13 93

9. დალასი 81 42 34 5 89

10. კალგარი 81 36 29 16 88

11. კოლორადო 81 41 34 6 88

12. მინესოტა 81 35 35 11 81

13. ანაჰაიმი 81 34 35 12 80

14. ედმონტონი 81 32 39 10 74

15. კოლამბუსი 81 28 46 7 63

* - დივიზიონის ლიდერი; z - კონფერენციის ჩემპიონი; y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ