საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ფეხბურთელმა "ობოლონს" ორი გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კიევურ დერბიში თავი დუბლით გამოიჩინა.

უკრაინის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში "მეთოფეებმა" თანაქალაქელ "ობოლონს" უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს, რითაც სატურნირო ცხრილში ქულებით "დნიპროს" გაუთანაბრდნენ და ევროთასებზე გამსველი ადგილისთვის ბრძოლაში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს.

ამ შეხვედრის ერთერთი გმირი სწორედ ქართველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც მე-11 და 28-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა.

პირველ ეპიზოდში სანდრომ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა კი ჯერ ტექნიკურად ჩამოიტოვა ერთი მცველი, შემდეგ მეორეს არ აცადა მდგომარეობაში გარკვევა და მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში ბურთი ზუსტად გადაგზავნა.

კობახიძემ დუბლის შესრულება რამდენიმე წუთში შეძლო, როდესაც მარცხენა ფრთიდან თანაგუდელის კარგი გადაცემა შეიფერა და დაახლოებით 13 მეტრიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა.

joni
ასე გააგრძელე სანდრო !!!ნაკრებშიც ასეთი თამაში გვინდა !!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა