მსოფლიოს პირველი ჩოგანის მწვრთნელმა სემ სიუმიკმა აღნიშნა, რომ "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი ბელარუსი ჩოგბურთელის გუნდის წევრი გახდება
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ვიქტორია აზარენკას მწვრთნელმა, ფრანგმა სემ სიუმიკმა აღნიშნა, რომ "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონი ამელი მორესმო ბელარუსი ჩოგბურთელის გუნდის წევრი გახდება.

ამ სეზონიდან მოყოლებული, აზარენკა მონტე კარლოში ვარჯიშობს და სწორედ იქ ემზადება გრუნტის სეზონისთვის.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ხანგრძლივი იქნება ვიქტორიასა და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის თანამშრომლობა. მორესმომ კარიერა 2009 წელს დაასრულა.

"ამელი მართლაც აპირებს ჩვენთვის დახმარების გაწევას. ეს თავად ვიკას არჩევანია. როგორც კი მან ასეთი იდეა წამოაყენა, მე მაშინვე დავუკავშირდი ამელის", - განაცხადა სიუმიკმა.

"სრულყოფისკენ სწრაფვა, დეტალების მიმართ ყურადღება, აზრთა გაცვლა - ეს არის ჩვენი მიზანი. მეც ბევრს ვსწავლობ, როცა ასეთ კარგად ორგანიზებულ გუნდს ვადევნებ თვალს, - განაცხადა მორესმომ მუშაობის პირველი დღის შემდეგ. - მხოლოდ მცირე შესწორებების შეტანა დამჭირდა.

წინადადებით მომმართეს და მეც დავთანხმდი. ჩემი დახმარება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხამდე არ დადის, ყველა მიმართულებაზე ვიქნები პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის არის განსხვავება, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ სარკეში ვიყურები, როცა ვიქტორიას საკუთარი თავისადმი წაყენებულ მოთხოვნებს ვუყურებ. მისაბაძია მისი სამუშაოსადმი მიდგომა და სრულყოფისკენ სწრაფვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა