სერია A-ს მეორე ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "სამპდორია" მიიღო და სტუმარს...

სერია A-ს მეორე ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "სამპდორია" მიიღო და სტუმარს ქულები გაუყო. მართალია, "იუვემ" ვერც ამჯერად იმარჯვა და კვლავაც ცხრილის ქვედა ნაწილშია, მაგრამ პირველი მატჩისგან განსხვავებით, ტურინელებმა ფეხბურთი ითამაშეს და გულშემატკივრებს გარკვეული იმედები ჩაესახათ. საუბრის ხასიათზე დადგა ლუიჯი დელ ნერი, თუმცა მისი კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ გარკვეულწილად, თავის დაზღვევის პოლიტიკას ატარებს. მოვუსმინოთ "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელს:

"აშკარაა, რომ ის პრობლემები, რომელიც "ბარისთან" პაექრობაში შეტევით ფაზაში შეგვექმნა, უკან მოვიტოვეთ. ძალიან კარგად წარმოჩინდა თავდასხმის ხაზი და ამაზე სამი გატანილი გოლი მეტყველებს. თუმცა, დაცვაში იჩინა თავი პრობლემებმა და ამის გამო ორი ქულა დავკარგეთ. სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული, ამიტომ, არ მიკვირს რომ სეზონის სტარტზე ამდენი შეცდომა დავუშვით. მეორე მხრივ, პირველ მატჩთან შედარებით უდიდესი ნაბიჯი გადავდგით წინ და ეს იმედით მავსებს.

სკუდეტო? - დღეს ნამდვილად არ გვყავს ისეთი გუნდი, რომ მხოლოდ ჩემპიონობაზე ვიფიქროთ და შესაბამისად, ეს არც გვაქვს მიზნად დასახული. პირადად ჩემი ამოცანაა, რომ გუნდის შენება გაგრძელდეს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ რესურსი არის და ამ რესურსს გამოყენება სჭირდება. სწორედ ამიტომ ვარ აქ, მაგრამ დღესვე მხოლოდ მწვერვალებზე ფიქრი, ჩვენი მხრიდან უგუნურება იქნებოდა. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, "სამპდორიასთან" შეხვედრამ ნათლად დამანახა, რომ სწორ გზას ვადგავართ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა