რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის რამდენიმე პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდა ცნობილი
რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სეზონის რამდენიმე პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდა ცნობილი.

კარიერაში მეორედ მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (Art Ross Trophy) "პიტსბურგის" ფორვარდმა ევგენი მალკინმა.

ის ერთადერთი ჰოკეისტია ამ სეზონში, ვინც 100-ქულიან ზღვარს მიაღწია. რუსის ანგარიშზე 109 (50+59) ქულა მოდის.

მალკინი პირველად რეგულარული ჩემპიონატის ბომბარდირი 2008-09 წლების სეზონში გახდა. გარდა ამისა, ევგენიმ კარიერაში პირველად მიაღწია 50-შაიბიან ზღვარს და ლიგის ლიდერი გახდა ზუსტი დარტყმების რაოდენობით - 339.

კარიერაში ასევე მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო სნაიპერი "ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი - მან 60 გოლით დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი. 2007-08 წლების სეზონის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰოკეისტმა 60-შაიბიან ზღვარს მიაღწია. ბოლოს ასეთი რამ "ვაშინგტონის" ლიდერმა ალექსანდრ ოვეჩკინმა (65 გოლი) შეძლო. სტემკოსმა ლიგის ლიდერობა გაიყო ფინიქსელ რადიმ ვრბატასთან გამარჯვების მომტანი გოლების რაოდენობით (12); ასევე პირველი იყო ოვერტაიმში გატანილი შაიბებით (5).

"სენტ ლუისის" მეკარეები - ბრაიან ელიოტი და იაროსლავ ჰალაკი William Jennings Trophy-ის მფლობელები გახდნენ.

"ბლუზმენების" გოლკიპერთა დუეტმა ყველაზე ნაკლები შაიბა გაუშვა რეგულარულში - 165. ელიოტმა და ჰალაკმა ასევე პირველი ადგილი დაიკავეს "შათაუტების" (15) რაოდენობით - მათ, შესაბამისად, ცხრა და ექვსი "მშრალი" მატჩი ჩაატარეს.

ელიოტი NHL-ის ლიდერი გახდა საშუალოდ გაშვებული შაიბებისა (1.56) და დარტყმების მოგერიების პროცენტით (94.0).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა