სუპერმძიმე წონაში IBF-სა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო, რომელმაც კვირას ნიგერიელ სამუელ პიტერთან ბრძოლაში შეინარჩუნა ტიტულები, წელს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გავიდეს რინგზე. მომავალი ორთაბრძოლის სავარაუდო თარიღი - 11 დეკემბერია. უკვე ცნობილია, რომ კლიჩკოს მეტოქე არ იქნება რუსი ალექსანდრ პოვეტკინი. ეს ინფორმაცია უკრაინელის მენეჯერმა ბერნდ ბიონტემ დაადასტურა.

სუპერმძიმე წონაში IBF-სა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო, რომელმაც კვირას ნიგერიელ სამუელ პიტერთან ბრძოლაში შეინარჩუნა ტიტულები, წელს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ გავიდეს რინგზე. მომავალი ორთაბრძოლის სავარაუდო თარიღი - 11 დეკემბერია. უკვე ცნობილია, რომ კლიჩკოს მეტოქე არ იქნება რუსი ალექსანდრ პოვეტკინი. ეს ინფორმაცია უკრაინელის მენეჯერმა ბერნდ ბიონტემ დაადასტურა.

"დღეისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ტელეარხ RTL-თან 11 დეკემბერს ბრძოლის ჩატარების თაობაზე. ამ ეტაპზე მეტოქეს ვეძებთ და ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კავშირი გვაქვს კომპანია Top Ten-თან. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დარწმუნებით - უახლოეს პერიოდში გამორიცხულია ვლადიმერისა და პოვეტკინის ბრძოლა", - ამბობს ბიონტე.

ამასობაში, უმცროსი კლიჩკოს აწ უკვე ყოფილი მეტოქე სამუელ პიტერი კვირის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ ფრანქფურტის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აფრიკელი მოკრივის მენეჯერმა ივაილო გოტცევმა მოუყვა.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო მძიმეწონოსანს შევხვდით, - ამბობს გოტცევი. - მან ეს სტატუსი მორიგი ბრძოლით დაამტკიცა. ყველამ დაინახა, რა რთულია უკრაინელის დამარცხება. სამუელი თავს კარგად გრძნობს და თავის სტილში ხუმრობს კიდეც. მიუხედავად ამისა, მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. გარკვეული ხანი სამედიცინო კონტროლი აუცილებელია".

კლიჩკომ მეათე რაუნდში ჩააგდო ნიგერიელი ნოკაუტში. მანამდე პიტერმა რამდენიმე მტკივნეული დარტყმა მიიღო სახეში. ბრძოლის სტატისტიკის მიხედვით, უკრაინელმა ნიგერიელზე ზუსტად 300-ით მეტი დარტყმა შეასრულა. კლიჩკომ 499-ჯერ მოიქნია მუშტი და 142-მა დარტყმამ (28 პროცენტი) მიაღწია მიზანს. პიტერის სტატისტიკა იყო - 199 დარტყმა და მხოლოდ 35 ზუსტი (18 პროცენტი).

ჰატონი თავს იკლავს

მსოფლიოს ექსჩემპიონი რიკი ჰატონი გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა. ბრიტანულმა ტაბლოიდმა News of the World-მა თავის ვებ გვერდზე ვიდეომასალა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ცნობილი მოკრივე ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი ყოფილა. ვიდეო მანჩესტერის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. ჰატონმა შვიდი დოზა კოკაინი მიიღო და თანაც ეტყობოდა - ამ საქმით პირველად არ იყო დაკავებული. ეს ყველაფერი ალკოჰოლის ცარიელი ბოთლების ფონზე ხდებოდა.

ყოფილი ჩემპიონის მეგობარმა ემი ბოუიმ, რომელიც ჰატონის "გართობის" ერთ-ერთი მოწმე გახდა, განაცხადა, რომ რიკიმ ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მიღების ნამდვილი მარათონი მოაწყო, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებდა.

"თუ ასეთი ტემპებით გააგრძელებს, აუცილებლად მოკვდება", - ამბობს რიკის მეგობარი.

ცოტა ხანში, ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას თავად მოკრივის ოფიციალური წარმომადგენელი მაქს კლიფორდი გამოეხმაურა. მისი თქმით, ჰატონი ამ ვიდეოს გამო ბოდიშს უხდის ყველა თაყვანისმცემელს და ძალიან ნანობს თავის საქციელს.

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დათრგუნულია ის, - განაცხადა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჰატონის წარმომადგენელმა. - რიკიმ აღიარა, რომ კარგავს ყველაფერს: საკუთარ თავს, ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. მან უნდა გააცნობიეროს ეს პრობლემა და შეეცადოს მის მოგვარებას. იმედი მაქვს, ამას მოახერხებს".

ცოტა ხნის წინ ჰატონმა განაცხადა, რომ მალე გამოაცხადებს კარიერის ოფიციალურად დასრულებას. "ვფიქრობ, ჩემი კარიერა დასასრულს მიუახლოვდა, - თქმა ბრიტანელმა. - ახლა პრომოუტერული საქმიანობით ვარ დაკავებული და ჩემი მიზანია რომელიმე შეგირდი მსოფლიოს ჩემპიონად ვაქციო".

გასულ თვეში რიკიმ საკრივო ლიცენზია განაახლა და საწვრთნელი შეკრებაც ჩაატარა, მაგრამ, როგორც ჩანს, რინგზე დასაბრუნებლად მოტივაცია ვერ იპოვნა.

ტაისონის ნაკვალევზე

მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს პროფესიონალ მოკრივეს ფლოიდ მეივეზერს საყოფაცხოვრებო კონფლიქტის შედეგად ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

33 წლის ამერიკელი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოკრივედ მიიჩნეოდა, მაგრამ სულ რაღაც ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში უამრავ უსიამოვნებაში გაეხვა. ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ერთდროულად დაადანაშაულეს ქურდობაში, ოჯახურ ძალადობასა და რასიზმში. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, წერტილი დაუსვას მის ბრწყინვალე კარიერას. შეგახსენებთ, რომ ამერიკელს პროფესიულ რინგზე არც ერთი ბრძოლა არ წაუგია.

მეივეზერი პოლიციის განყოფილებაში თავისი ყოფილი მეგობრის ჯოზი ჰარისის განცხადების შედეგად მოხვდა. ჯოზი ფლოიდის სამი შვილის დედა გახლავთ. წყვილი შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ამა წლის მაისში გაიყარა. ახლა ჯოზი შვილებთან ერთად სხვა მამაკაცთან ცხოვრობს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მეივეზერისთვის ხუთშაბათს მათ სახლში შევარდნილიყო და სკანდალი მოეწყო. ქალის მონათხრობის თანახმად, მოკრივეს ბავშვების თვალწინ სახეში გაარტყა, იატაკზე თმებით ათრია და ხელები გადაუგრიხა, ბოლოს კი მოკვლით დაემუქრა თავისი შვილების დედასა და მის ბოიფრენდს. მოკრივე ჯოზის პირად ნივთებშიც იქექებოდა, რის შემდეგაც ქალმა iPhone დაკარგა.

სწორედ მობილურის ქურდობისთვის დააკავა ლას ვეგასის პოლიციამ ყოფილი ჩემპიონი. მაგრამ ფლოიდი კამერაში დიდხანს არ დაუყოვნებიათ და სასაცილო გირაოს - 3 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. "აქ რაღაც შეცდომაა, - განაცხადა სპორტსმენის ადვოკატმა რიჩარდ რაიტმა. - ფლოიდს არაფერი მოუპარავს. ჯოზი უბრალოდ ვერ პოულობს თავის iPhone-ს. ჩვენ მას ძებნაში ვეხმარებით ან სულაც ახალ ტელეფონს შევუძენთ. ჩემი ვარაუდით, გაუგებრობა მალე მოგვარდება, რადგან აღნიშნული iPhone სულ რაღაც 500 დოლარი ღირს".

ოფიციალურად მეივეზერი ჯოზის ნივთების მოპარვაში არის ეჭვმიტანილი. ზარალის საერთო თანხა 2500 დოლარს შეადგენს. სწორედ ამისთვის ემუქრება ფლოიდს ხუთწლიანი პატიმრობა. ოჯახური ძალადობის მუხლით საქმე ჯერჯერობით არ აღძრულა, თუმცა პოლიცია ამ მიმართულებითაც მუშაობს. 2003 წელს ჰარისმა ერთხელ უკვე დაადანაშაულა მოკრივე ცემაში, მაგრამ შემდეგ სასამართლოდან განცხადება გაიტანა.

მეივეზერის პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი იმ მომენტში აგორდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი მოკრივის მიერ ფილიპინელი მენი პაკიაოს მისამართით გამოთქმული ფრაზების გამო ატეხილი ხმაური. ამერიკული კრივის ვარსკვლავმა თავის არშემდგარ მეტოქეს "ყვითელი იდიოტი" უწოდა და დაიქანდა, რომ მისგან "სუშისა და ძაღლის ბარბექიუს" მოამზადებდა. კონკურენტის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები ჩვეულებრივი ამბავია პროფესიულ კრივში, მაგრამ ამჯერად მეივეზერმა ყოველგარ დაშვებულ ნორმას გადააბიჯა და რასისტული ზიზღი გამოავლინა. ფლოიდის გამოსვლა კრივის სამყაროს ყველა ცნობილმა პიროვნებამ გააკრიტიკა, ამიტომაც მენეჯერებმა ამერიკელს საჯაროდ ბოდიშის მოხდა ურჩიეს.

"მინდა ბოდიში მოვიხადო იმის გამო, რაც მოხდა. რატომღაც ჩემი გამოსვლა ყველამ რასიზმის გამოვლენად აღიქვა. მაგრამ ჩემში რასიზმის ნატამალიც არ არის, - ამბობდა მაში მეივეზერი. - პირიქით, მე ყველა მიყვარს. ვიღაცა მუსულმანია, ვიღაცა ებრაელი. არიან პუერტორიკოელები, დომინიკელები, თეთრები... ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემს გულში მხოლოდ სიყვარულს უკავია ადგილი. თუ ვინმე დაზარლდა ჩემი სიტყვების გამო, ბოდიშს ვიხდი. მე უბრალოდ ვხუმრობდი და ამ ფრაზებში არანაირი აზრი არ ჩამიდევს. პაკიაოს სინამდვილეში მიაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ვიცი, რომ საუკეთესო მე ვარ. მხოლოდ ამაშია ჩვენს შორის განსხვავება".

მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლა, რომელიც 13 მარტისთვის იყო დანიშნული, საუკუნის შეხვედრად მონათლეს, მაგრამ ორთაბრძოლა ჩაიშალა. ფლოიდმა მოწინააღმდეგე დოპინგის მიღებაში დაადანაშაულა და ფილიპინელს მსოფლიოს ანტი-სადოპინგო სააგენტოს (WADA) წესებით დოპინგ-კონტროლის გავლა მოსთხოვა. მენი ამ პირობას არ დაეთანხმა და მოლაპარაკებები ჩაიშალა. პაკიაომ მარტში ჯოშუა კლოტი დაამარცხა, მეივეზერმა კი მაისში მოუგო შეინ მოზლის. ამასთან, ფილიპინელმა, რომელსაც ნოემბერში ანტონიო მარგარიტოსთან ელის შეხვედრა, განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს მეივეზერთან ბრძოლა.

ლელო

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება