ახლახან ფოთში საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა შორის პირველობა გაიმართა
ახლახან ფოთში გამართულ საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა პირველობაზე შიდა ქართლის გუნდმა გორის კრივის სკოლის დირექტორის, ავთანდილ შოშიაშვილის ხელმძღვანელობით, ორი პირველი, ოთხი მეორე და სამი მესამე ადგილი მოიპოვა.

პირველობა ხვდათ წილად რატი ტლაშაძეს (70 კგ) და გრიგოლ ბუზალაძეს (80); თარაშ კანდელაკი (46), უჩა ყველაშვილი (57), სოსო აბულაძე (66), გიორგი ზედგენიძე (75) - მეორე; ბექა ლაზარაშვილი (46), გიორგი დოლიაშვილი (52) და გიორგი ადუაშვილი (70) მესამე პრიზიორები გახდნენ.

- შეჯიბრებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით, ვინაიდან მიმდინარეობს ივნისში, ბულგარეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრთა შერჩევა. ახლახან გორში შექმნილი "სპორტული ცენტრის" მატერიალური ხელშეწყობით და ორგანიზებით მოსამზადებელი ეტაპი ადგილობრივ კრივის სკოლაში გავიარეთ. ფოთის რინგზე წონაში თითო მონაწილით გამოვედით. აღსანიშნავია, რომ 11-იდან მხოლოდ ორი სპორტსმენი დაგვრჩა საპრიზო ადგილს მიღმა. თუმცა ოქროს მედალი უფრო მეტი გვეკუთვნოდა - გვითხრა ავთანდილ შოშიაშვილმა.

- გულდაწყვეტილი ჩანხართ...

- ორ ფინალში ყველაშვილმა და აბულაძემ მეტოქეებს აშკარად აჯობეს, მაგრამ მსაჯების არაობიექტურობის გამო ჩვენი მოკრივეები დაზარალდნენ. ძალიან უკმაყოფილონი დავრჩით. მერე გვეუბნებოდნენ, რომ გვერდით მსაჯებს შეცდომები ალბათ უნებლიეთ გაეპარათო. მეეჭვება, რომ ასეა. გვაქვს ჩანაწერები, რომლის განხილვაც ფედერაციის უახლოეს სხდომაზე მოხდება. ამასთან, გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი კუკური შავგულიძე შეგვპირდნენ, რომ ყველაშვილი და აბულაძე ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად იქნებიან მოსამზადებელ შეკრებაზე და საკონტროლო შეხვედრების გარეშე მათ წონებში ფავორიტის ვინაობა არ დასახელდება.

- აშკარაა, რომ ბიჭები პროგრესირებენ. ვის გამოყოფდით?

- უპირველესად გრიგოლ ბუზალაძესა და რატი ტლაშაძეს. სხვათა შორის, რატი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორის, ილია ტლაშაძის ვაჟია და მწვრთნელიც მამაა. ფოთში ფინალისტი გახდა სახელოვანი გიორგი კანდელაკის ვაჟი თარაშიც, რომელიც, მართალია, დიდებში ასპარეზობდა, სამი შეხვედრა მოიგო და გადამწყვეტი ბრძოლა მცირე უპირატესობით დათმო. კმაყოფილი ვარ ყველაშვილის გამოსვლით, იგი უდავოდ იმსახურებდა ჩემპიონობას. ის შარშანაც ფინალისტი გახდა, თუმცა წლევანდელისაგან განსხვავებით, მაშინ მეტოქეს ვერ ჯობდა. შარშანაც ჭაბუკთა პირველობაზე 9 მედალი მოვიპოვეთ, რაც შიდა ქართლის გუნდის სტაბილურ სიძლიერეზე მეტყველებს.

- რაც, რა თქმა უნდა, თქვენი ხელმძღვანელობით მომუშავე მწვრთნელთა დამსახურებაა...

- რა თქმა უნდა. ბადრი ყულუმბეგაშვილი, ილია ტლაშაძე და გია კობახიძე თავდადებით მუშაობენ შეგირდებთან. აქვე მინდა გაცნობოთ, რომ რეგიონში კრივი პოპულარობის გაზრდის მიზნით სურვილი გვაქვს გორში ან ვარიანში ამ შემოდგომაზე საქართველოს ახალგაზრდულ პირველობას ვუმასპინძლოთ. საამისოდ რესურსი საკმარისი გვაქვს. გვერდში გვიდგას ქალაქის მუნიციპალიტეტი და "სპორტული ცენტრი".

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა