ამერიკის ღია პირველობის კვირას დასრულება ვერ მოხერხდა. მამაკაცთა ფინალის დღეს ნიუ იორკში გაწვიმდა და გადამწყვეტი მატჩის მონაწილეებს - რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს კორტზე გასვლის საშუალება არ მიეცათ. ამის გამო შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიტანეს.

ამერიკის ღია პირველობის კვირას დასრულება ვერ მოხერხდა. მამაკაცთა ფინალის დღეს ნიუ იორკში გაწვიმდა და გადამწყვეტი მატჩის მონაწილეებს - რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს კორტზე გასვლის საშუალება არ მიეცათ. ამის გამო შეხვედრა ორშაბათისთვის გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მესამედ ამერიკის ღია ჩემპიონატში კაცებს შორის გამარჯვებული ორშაბათს ვლინდება. ასე მოხდა 2008 წელს როჯერ ფედერერისა და ენდი მიურეის შეხვედრაში, მომდევნო წელს კი იმავე ფედერერისა და ხუან მარტინ დელ პოტროს დაპირისპირებაში.

მამაკაცების ფინალის გარდა, დასამთავრებელია ქალ წყვილთა გადამწყვეტი მატჩი. წვიმა მაშინ წამოვიდა, როცა ლიზელ ჰუბერისა (აშშ) და ნადია პეტროვას (რუსეთი) წყვილი მესამე სეტში 5:4-ს უგებდა ამერიკელ ვანია კინგსა და ყაზახ იაროსლავა შვედოვას.

ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა ცენტრალურ კორტზე მოძრავი სახურავის დამონტაჟება, თუმცა ამერიკის ჩოგბურთის ასოციაცია დიდ ნაკლად არ მიიჩნევს იმას, რომ "ფლეშინგ მედოუს" სტადიონზე არ არსებობს თანამედროვე საჩოგბურთო არენებისთვის საჭირო ეს აუცილებელი ატრიბუტი. "დიდი სლემის" მეოთხე ტურნირის ორგანიზატორებს არ აღელვებთ ფინალური მატჩების გადატანა, რომელიც უსიამოვნო ტრადიციად ჩამოყალიბდა.

"ეს რთული პროექტია როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. როგორ უნდა განვავითაროთ ქვეყანაში საჩოგბურთო პროგრამები, როცა სახურავის მონტაჟისთვის 150 მილიონი დოლარი დაიხარჯება?" - ამბობს ფედერაციის წარმომადგენელი კრის ვიდმაიერი. "ფლეშინგ მედოუს" მოდერნიზაციაზე ბოლო წლებში ისედაც 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამ თანხის დიდი ნაწილი საწვრთნელი ცენტრის მოწყობას დასჭირდა.

როგორც იცით, მოძრავი სახურავით არის აღჭურვილი ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის ცენტრალური კორტები, ხოლო იგივე პროექტის განხორციელებაზე ფიქრობს როლან გაროსის საორგანიზაციო კომიტეტი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა