"ეინდჰოვენი" ჯერ კიდევ მატჩამდე სახელდებოდა ჰოლანდიის თასის მოპოვების უპირობო ფავორიტად
ეინდჰოვენი-ჰერაკლესი 3:0

ეინდჰოვენი: ტიტონი, ჰათჩინსონი, ბუმა, მარსელო, პიტერსი, სტროოტმანი, ვაინალდუმი, ლაბიადი (75. ენგელაარი), ლენსი (80. მატავჟი), მერტენსი (86. დეპაი), ტოივონენი

ჰერაკლესი: პასვეერი, ბრიუკერსი, კუანსა, ვან დერ ლინდენი, ლოომსი, ევერტოომი (71. გოურიე), Dუარტე (66. ვოინოვიჩი), რინსტრა, დუგლასი (66. ბრუნსი), ევერტონი, არმენტეროსი

გოლები: 1:0 ტოივონენი (31), 2:0 მერტენსი (56), 3:0 ლენსი (63)

"ეინდჰოვენი" ჯერ კიდევ მატჩამდე სახელდებოდა ჰოლანდიის თასის მოპოვების უპირობო ფავორიტად.

პსვ-მ გულშემატკივარს მოლოდინი არ გაუცრუა. ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონატში უკვე ორჯერ შეხვდნენ. პირველ წრეში "ფილიპსის" არენაზე მასპინძლებმა იოლად იმარჯვეს (4:1), აი, გასვლაზე კი მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ (1:1). ფინალის წინ ფავორიტი ფავორიტად, მაგრამ რა მოხდებოდა როტერდამის "დე კუიპზე", ამის თქმა 100%-ით არავის შეეძლო.

შეხვედრა პსვ-ს უპირატესობით დაიწყო. ალმელოელები თამაშის აწყობას კონტრშეტევებზე ცდილობდნენ, თუმცა ფილიპ კოკუს გუნდი მას ამის უფლებას არ აძლევდა, რადგან, პრაქტიკულად, მთელი მოედანი გადაკეტილი ჰქონდა. 31-ე წუთზე ზაკარია ლაბიადის ჩაწოდების შემდეგ ოლა ტოივონენმა რემკო პასვეერის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ამ შემთხვევაში მსაჯი შეცდა, რადგან კომბინაციის დაწყებისას შვედი თამაშგარეში იმყოფებოდა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა ჟორჟინიო ვაინალდუმმა ახლო მანძილიდან ვერ შეძლო სხვაობის გაზრდა. 56-ე წუთზე დრის მერტენსმა ითამაშა თავდადებით, როცა თანაგუნდელის გრძელი პასი თავით (ბელგიელი 1,68 სმ-ია) გადაგზავნა პასვეერის კარში.

ამას ლამის მისი ჯანმრთელობა შეეწირა, რადგან მეკარეს ჰაერში შეეჯახა. 63-ე წუთზე ყველანაირ ინტრიგას წერტილი დაესვა. ჯერმეინ ლენსმა უსწრაფესი კონტრშეტევა მეკარის თავზე გადაგდებული ბურთით დაასრულა.

ფილიპსელებისთვის ეს პირველი ტიტული აღმოჩნდა 2009 წელს ჰოლანდიის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩაიწერა ანგარიშზე ფილიპ კოკუმაც. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ დამწყებმა სპეციალისტმა: "ჩემი გუნდით უაღრესად კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით იმით, რა სტილშიც მოვიგეთ შეხვედრა. მეორე ტაიმი საერთოდ უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ.

ამ ტიტულში უდიდესი ღვაწლი დაიდეს ფრედ რუტენმა და მისმა თანაშემწე ერიკ ტენ ჰაგმა და მინდა მათ მადლობა ვუთხრა ამისთვის. ხანგრძლივი ზეიმისთვის არ გვცალია. ხვალიდან "ვაალვაიკთან" მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა