ლიტვასთან წაგებული მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ, სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ FIBA-ის ხელმძღვანელობამ სერბებს ბოდიში უნდა მოუხადოს ან გადადგეს. ივკოვიჩის აღშფოთება თურქეთთან ნახევარფინალში მსაჯების მოქმედებამ გამოიწვია.

დრიმ თიმს ლონდონშიც კრჟიჟევსკი ეყოლება

ლიტვასთან წაგებული მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ, სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. სერბმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ FIBA-ის ხელმძღვანელობამ სერბებს ბოდიში უნდა მოუხადოს ან გადადგეს. ივკოვიჩის აღშფოთება თურქეთთან ნახევარფინალში მსაჯების მოქმედებამ გამოიწვია.

"ეს ძალიან საინტერესო ჩემპიონატი იყო. ამერიკის ნაკრებმა შესანიშნავი თამაში აჩვენა, ჩვენ კი პირიქით, ვერ შევძელით ტურნირის წარმატებით დასრულება. ფინალში გასვლას ვიმსახურებდით. მოთამაშეები იმედგაცრუებული არიან ასეთი შედეგის გამო. თურქეთის წინააღმდეგ ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მსაჯებმა ყველაფერი გააფუჭეს. აღნიშნული მატჩის დასაწყისში და ბოლო წუთებზე განსხვავებული სამსაჯო კრიტერიუმები მოქმედებდა. არანაირი ბოდიში არ მიგვიღია. ეს ნორმალურია? ნუთუ სასპონსორო კონტრაქტები და ჟენევაში ახალი სახლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი საყვარელი კალათბურთი? თუ ასეა, მაშინ დიდი პრობლემების წინაშე ვყოფილვართ.

ვერ გამიგია, ორი ევროპული გუნდის თამაშისას რატომ არ შეიძლება მსაჯები ევროპელები იყვნენ? არბიტრები დარღვევებზე თვალს ხუჭავდნენ, შენიშვნებს არ აძლევდნენ, ვიდეოჩანაწერებს არ იყენებდნენ... ლუბომირ კოტლებესა და პატრიკ ბაუმანს ეთიკური მოსაზრებებით თანამდებობების დატოვებას ვთავაზობ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კალათბურთი დაიღუპება. ვიცი რასაც ვამბობ. ბორისლავ სტანკოვიჩმა თავისი მმართველობის შემდეგ შესანიშნავი მემკვიდრეობა დატოვა, მაგრამ ახლა მისი მუშაობის შედეგი განადგურებულია. მოკლედ, რთული სიტუაციაა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს შეგირდებს გაწეული სამუშაოსთვის. 28 ივნისიდან ვვარჯიშობდით და წარმატებას მივაღწიეთ. ასევე მადლობას ვუხდი თურქეთის კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც ტურნირის სტარტამდე ერთი კვირის განმავლობაში სტამბოლში ვარჯიშის საშუალება მოგვცა", - ამბობს ლეგენდარული სპეციალისტი.

გაცილებით ამაღლებული განწყობით ტოვებს თურქეთს ტურნირის ტრიუმფატორი, ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მაიკ კრჟიჟევსკი. მან ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ 2012 წლის ოლიმპიადაზეც აპირებს "დრიმ თიმის" გაწვრთნას და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს ნაკრებიდან წასვლაზე.

63 წლის სპეციალისტი ამერიკის ნაკრებს 2006 წლიდან ხელმძღვანელობს და მეორე ჯილდო მოიგო - მანამდე კრჟიჟევსკიმ გუნდი ოლიმპიური ჩემპიონი გახადა.

ლელო

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა