სერენამ კარიერაში საიუბილეო - მე-40 ტიტული მოიპოვა, რაც ამერიკელის პირველი ტრიუმფია შარშანდელი აგვისტოს შემდეგ
გასულ კვირას ქალი ჩოგბურთელები მხოლოდ ერთ ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას - გრუნტის სეზონი ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში ჩატარდა და ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად, მთავარი პრიზი სერენა უილიამსმა მოიგო.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა და ჩარლსტონში მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. სერენამ მთელი დისტანცია სეტის წაუგებლად განვლო და ჯამში მხოლოდ 15 გეიმი წააგო. განსაკუთრებით კი ტურნირის ბოლოს მოუმატა თამაშს - საკმარისია აღინიშნოს, რომ უილიამსმა ნახევარფინალსა და ფინალში ჯამში მხოლოდ სამი გეიმი წააგო.

ნახევარფინალში ამერიკელმა 6:1, 6:1 გაანადგურა სამანტა სტოსური, ფინალში კი უარესი დღე აყარა ჩეხ ლუსი საფაროვას. ფინალური მატჩი მხოლოდ 58 წუთი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში საფაროვამ მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოასწრო.

სერენამ კარიერაში საიუბილეო - მე-40 ტიტული მოიპოვა. ეს იყო ამერიკელის პირველი ტრიუმფი შარშანდელი აგვისტოს შემდეგ. სხვათა შორის, მოქმედ ჩოგბურთელებს შორის კარიერაში 40 ტურნირი მხოლოდ ორ მოთამაშეს - ვენუს უილიამსსა (43) და კიმ კლაისტერსს (41) აქვთ მოგებული.

სერენამ გრუნტის კორტზე კარიერაში მხოლოდ მეოთხე ტიტული მოიგო - თითოჯერ იმარჯვა როლან გაროსსა და რომში და ორჯერ - ჩარლსტონში.

ამ ტრიუმფმა უმცროს უილიამსს საშუალება მისცა, ერთი საფეხურით მაღლა ასულიყო WTA-ს რეიტინგში - მან მეცხრე ადგილიდან ჩამოაგდო ვერა ზვონარევა.

WTA

1(1). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 8 980

2(2). მარია შარაპოვა (რუს) 7 930

3(3). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 7 095

4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 710

5(5). სამანტა სტოსური (ავსტრა) 5 825

6(6). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 5 450

7(7). მარიონ ბარტოლი (საფ) 5 020

8(8). ნა ლი (ჩინ) 4 880

9(10). სერენა უილიამსი (აშშ) 4 300

10(9). ვერა ზვონარევა (რუს) 3 895

11(11). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 410

12(12). ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 3 380

13(13). საბინ ლისიცკი (გერ) 3 251

14(14). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 785

15(16). ანჟელიკ კერბერი (გერ) 2 775

16(15). იულია გორჯესი (გერ) 2 735

17(18). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 545

18(19). რობერტა ვინჩი (იტა) 2 470

19(20). დან. ჰანტუხოვა (სლოვაკ) 2 450

20(17). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 430

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა