"სან ანტონიოს" მოგებათა სერია 11 მატჩამდე ავიდა
"სან ანტონიოს" მოგებათა სერია 11 მატჩამდე ავიდა. ამბიციური და მოტივირებული "იუტას" წინააღმდეგ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები ერთხელაც არ დამდგარან მარცხის საშიშროების წინაშე.

"ჯაზმენები" მთელი 48 წუთის განმავლობაში არც ერთხელ არ გასულან წინ, მასპინძლებმა კი პირველივე ტაიმში მიაღწიეს ორნიშნა უპირატესობას.

გრინისა და ჯინობილის დუეტმა ერთად 37 ქულა დააგროვა, საბოლოო სხვაობამ კი 10 ქულა შეადგინა. საინტერესოა, რომ მასპინძლებმა 10 საჯარიმოს გაფუჭება მოახერხეს, მაგრამ "იუტამ" ეს შანსი ვერ გამოიყენა.

"მაიამიმ" კვლავ დუეინ უეიდის გარეშე ითამაშა მორიგი შეხვედრა, თუმცა "დეტროიტის" წინააღმდეგ თავისი ლიდერის არყოფნა ფლორიდელებს არ დასტყობიათ, რადგან უეიდი სრულფასოვნად შეცვალა ვეტერანმა სნაიპერმა ჯეიმს ჯონსმა: მან რვიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და ოთხი ჩაჭრა გააკეთა - ორივე მაჩვენებელი მისი პირადი რეკორდია.

"ჰიტმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, მით უმეტეს, რომ "დეტროიტი" თამაშიდან 37.3 პროცენტის სიზუსტით უტევდა და 19-იდან სამი სამქულიანი გამოიყენა.

სეზონში სარეკორდო სამმატჩიანმა წაგებათა სერიამ ძალიან გააბრაზა "ოკლაჰომა-სიტი", რომელმაც ჯავრი "ტორონტოზე" იყარა. თუ ორმეოთხედნახევარი ასე თუ ისე სერიოზული ბრძოლა მიდიოდა, მესამე მეოთხედის ბოლოსა და მეოთხეს პირველ ნახევარში "თანდერს" მომაკვდინებელი გაქცევა გამოუვიდა - 24:0 (!), რომელმაც კანადელებს ბრძოლის ყოველგვარი სურვილი გაუქრო.

ატლანტიკის დივიზიონის ლიდერობისთვის ბრძოლას თანდათან ინტრიგა ეკარგება. ბოლო დროს "ბოსტონი" სოლიდურად გამოიყურება, იმ დროს, როცა "სიქსერზმა" გაირთულა საქმე პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. გუშინ ურთიერთდაპირისპირებაში გამოჩნდა, რამდენად განსხვავებულია ამ გუნდების კლასი. რეალურად, სტუმრები მხოლოდ ერთი მეოთხედი უწევდნენ წინააღმდეგობას რივერსის გუნდს, რის შემდეგაც 2:18 გაქცევა გამოეპარათ.

ხოლო, როცა მესამე მეოთხედის დებიუტში კიდევ ერთი სპურტი განხორციელდა (11:0), შეხვედრას საბოლოოდ დაეკარგა ინტერესი - "ბოსტონის" უპირატესობა 22 ქულამდე ავიდა.

ინტრიგა მხოლოდ ერთში მდგომარეობდა - შეძლებდა თუ არა რონდო თავისი ფენომენალური სერიის გაგრძელებას, როცა ის ზედიზედ 16 მატჩის განმავლობაში აგროვებდა მინიმუმ ათშედეგიან გადაცემას. რაჟონმა ეს უპრობლემოდ შეძლო: 15 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში - ზუსტად იმდენი, რამდენიც მთლიანად "ფილადელფიას" ჰქონდა.

მაიამი-დეტროიტი 98:75

19:21, 31:19, 19:14, 29:21

მ: ჯეიმსი (26), ბოში (22+9 მოხსნა), ჯონსი (18+4 ჩაჭრა), კოული (10).

დ: ნაიტი (16+5 მოხსნა), მონრო (11+7 მოხსნა), სტაკი (11).

სან ანტონიო-იუტა 114:104

31:19, 26:21, 28:36, 29:28

ს-ა: პარკერი (28), ჯინობილი (23+5 მოხსნა), გრინი (14+5 პასი), დანკანი (13+16 მოხსნა+3 დაფარება).

ი: ჯეფერსონი (19+10 მოხსნა), ჰარისი (18+6 პასი), კეროლი (16), ფეივორსი (14+12 მოხსნა), ჰაივორდი (12).

საკრამენტო-ჰიუსტონი 87:104

21:32, 22:26, 20:15, 24:31

ს: უილიამსი (21+8 მოხსნა), ფრედეტე (17), ტომასი (16+6 პასი), უაითსაიდი (4+10 მოხსნა).

ჰ: ლი (25+4 ჩაჭრა), დრაგიჩი (15+9 პასი), ბადინგერი (15+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სკოლა (13+8 მოხსნა+5 პასი), პარსონსი (10), პატერსონი (10+10 მოხსნა).

ბოსტონი-ფილადელფია 103:79

25:22, 25:14, 34:27, 19:16

ბ: გარნეტი (20+6 მოხსნა), ბასი (18+6 მოხსნა), ბრედლი (18+5 პასი), პირსი (17+5 მოხსნა), ალენი (10), რონდო (7+15 პასი+3 ჩაჭრა).

ფ: ვუჩევიჩი (14+13 მოხსნა), იგუოდალა (13), ტერნერი (10).

ნიუ ჯერსი-კლივლენდი 122:117 (ო)

26:30, 30:18, 20:23, 33:38, 13:8

ნ-ჯ: გრინი (32), მოროუ (24), უილიამსი (18+10 პასი+4 ჩაჭრა), ჰემფრიზი (16+11 მოხსნა), ბრუქსი (14+7 მოხსნა), შ. უილიამსი (9+10 მოხსნა).

კ: ჯეიმისონი (34), ჰადსონი (26), გი (22+11 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (15+15 მოხსნა), სლოუნი (6+14 პასი).

ოკლაჰომა-ტორონტო 91:75

25:20, 25:23, 20:12, 21:20

ო: დურანტი (23), ჰარდენი (17), უესტბრუკი (15+6 მოხსნა+6 პასი).

ტ: კალდერონი (19+6 პასი), დეროზანი (16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა