ქართველი თავდამსხმელის "ვირტუსმა" დრამატულ ბრძოლაში "უმანასთან" 66:71 წააგო, ჩვენებურმა კი მოედანზე 35 წუთი დაჰყო
იტალიის ჩემპიონატის მეორე წრის მე-11 ტური რამდენიმე დღეს გაგრძელდა. 6 აპრილს მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუმ" "მონფერატო" 70:55 დაამარცხა, 7 აპრილს ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" აჯობა ტრევიზოს "ბენეტონს" - 89:77, ხოლო 9 აპრილს ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსმა" ვენეციაში დრამატულ ბრძოლაში წააგო "უმანასთან" - 66:71.

"კანტუს" წარმატებაზე 7 აპრილის ნომერში მოგითხრეთ; "დინამოს" შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რადგან მეტრეველს არ უთამაშია (მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ); სანიკიძის გარჯაზე კი ქვემოთ შევჩერდებით.

როგორც მოგახსენეთ, ვენეციაში მატჩი დრამატული გამოდგა. მეორე მეოთხედში ბოლონიელებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით 18:5 მოიგეს. მეტოქეს არაფერი დაუთმეს მესამე პერიოდშიც, მაგრამ რამდენადაც კარგად გაისარჯნენ დაცვაში მეორე ათწუთეულში, იმდენად ცუდად გამოვიდნენ მეოთხეში - მასპინძელთაგან 31 ქულა მიიღეს (თვითონ 17 ჩააგდეს) და საბოლოოდ ხუთი ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

მატჩის ბომბარდირი ვირტუსელი დაგლას რობერტსი გახდა (21 ქულა), ხოლო ვენეციელთა რიგებში 13 ქულით პოლონელი შიმონ შევჩიკი გამოირჩა.

ფარქვეშ დაცვისას კი უბადლო იყო ვიქტორ სანიკიძე, რომელიც საკუთარი ფარიდან ასხლეტილ ბურთს 12-ჯერ დაეუფლა. სულ კი 13 მოხსნა ჩაიწერა.

ვიქტორი შეტევისას თანაგუნდელების დახმარებაზე იყო ორიენტირებული. თავად განსაჯეთ: 35 წუთში მხოლოდ 2-2 ორქულიანი და სამიანი ისროლა (ყველა ააცილა), მატჩი კი 4 ქულით (6-იდან 4 საჯარიმო), 3 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა.

"ვენეციასთან" დამარცხება ორმაგად დასანანი იმიტომაც იყო, რომ ეს გუნდი "ვირტუსის" უშუალო კონკურენტია.

შეხვედრამდე მათ თანაბარი ქულები ჰქონდათ. 9 აპრილს კი "ვენეციას" 16 გამარჯვება მოუგროვდა და ახლა ოთხ გუნდთან ერთად მესამე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.

ამ კვარტეტშია მეტრეველის "დინამო სასარი", ბოლონიის "ვირტუსი" კი მეშვიდე ადგილამდე დაეშვა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველ პოზიციაზეა სიენას "მონტეპასკი" (18 გამარჯვება), რომელსაც ერთი მოგებით ჩამორჩება "კანტუ".

სხვათა შორის, ეს ორი გუნდი მე-9 ტურის გამოტოვებულ მატჩს 12 აპრილს ითამაშებს. შეხვედრა "კანტუში" გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა