სოფიაში გასამართ ევროპის სალიცენზიო ტურნირში რუს ბერძენ-რომაელთაგან ამბაკო ვაჩაძე (66) და ხასან ბაროევი (120) იჭიდავებენ
20-22 აპრილს სოფიაში გასამართ ევროპის სალიცენზიო ტურნირში რუს ბერძენ-რომაელთაგან ამბაკო ვაჩაძე (66) და ხასან ბაროევი (120) იჭიდავებენ.

ამის შესახებ იქაურთა ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმა რუს ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

სექტემბერში სტამბულში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსთა ნაკრები ულიცენზიოდ მხოლოდ ამ ორ წონაში დარჩა.

ამათგან 66-ში მოვლენათა ასეთი განვითარება ბევრისთვის მოულოდნელი იყო - ვაჩაძე თურქეთში ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავიდა, თუმცა პირველივე შეხვედრაში ხორვატ დანიელ იანჩიჩთან დამარცხდა.

ცოტა სხვა ვითარებაა მძიმე წონაში, სადაც მსოფლიოზე არ უჭიდავია მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის, აგრეთვე - ოლიმპიურ ჩემპიონ ბაროევს.

მან გამოტოვა მსოფლიოსთვის შესარჩევი შეჯიბრება - რუსეთის პირველობა. ამიტომ სტამბულში ალექსანდრ ანუჩინმა იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად. ახლა კი მის ნაცვლად მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ბაროევი ცდილობს. მან წლეულს ევროპის პირველობაზეც იასპარეზა და ფინალშიც გავიდა, მაგრამ იქ მასპინძელ რიზა კაიაალპთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

კოღუაშვილს მძიმე წონაში სოფიაში წასაყვანი კანდიდატის არჩევაზე დიდი ფიქრი არ დასჭირდებოდა, რადგან ბაროევზე უკეთესი არც ჰყავს ვინმე. 66-ში კი გადაწყვეტილების მიღება არც ისე იოლი იქნებოდა, რადგან იქ ვაჩაძეს კონკურენციას ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ისლამ-ბეკ ალბიევი უწევს.

ეროვნებით ჩეჩენი, თუმცა კი ინგუშეთში მცხოვრები ალბიევი საჭიდაო მწვერვალებზე 60 კილოგრამში ავიდა, თუმცა ბოლო წლებში წონას ვერ გაუმკლავდა და 66-ში სცადა გადმოსვლა.

რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ვაჩაძე წარმატებით იცავდა ლიდერის სკამს და ასეთი მკვეთრი საკადრო ცვლილების დიდი ენთუზიაზმი არც კოღუაშვილს ეტყობოდა - ის ალბიევს ყოველთვის წონის დაკლებას და 60-ში დარჩენას ურჩევდა.

შეგირდი ერთხანს კი უსმენდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ დაიშალა და მიზანსაც მიაღწია - წლეულს ივან პოდუბნის მემორიალზე ნახევარფინალში ვაჩაძე დაამარცხა და ევროპაზეც იასპარეზა, სადაც მესამეზე გავიდა.

თითქოს ამით მისი ლიდერობა საეჭვო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კოღუაშვილი პირველ სალიცენზიო ტურნირზე თანამემამულეს ენდო, ჩეჩენი კი მეორესთვის შემოინახა. საერთოდ, კოღუაშვილს ყოველთვის ეტყობოდა ერთგვარი ნდობა ვაჩაძისადმი.

"ვაჩაძე მთელი დატვირთვით ემზადება სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის, ალბიევი კი ევროპის ჩემპიონატზე მთლად დამაჯერებლად ვერ გამოვიდა. ამიტომ მივიჩნიე, რომ ის ზედიზედ ორ სტარტზე წარმატებით ვერ გამოვიდოდა. ეს გადაწყვეტილება მწვრთნელთა საბჭოსთანაც შეთანხმებულია და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილთანაც" - თქვა კოღუაშვილმა.

ამდენად, აღდგომიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე ბულგარეთში ჩვენებურთაგან, შესაძლოა, ბაროევს სერგო გოგისვანიძე დაეჭიდოს, რადგან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ მას ანდო ლიცენზიისთვის ბრძოლის უფლება. აი, ვაჩაძესთან სოფიაში ქართველის შეხვედრა კი გამორიცხულია, რადგან 66-ია ის ერთადერთი წონა, სადაც მსოფლიოზე ლიცენზია მოვიპოვეთ - ეს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა მანუჩარ ცხადაიამ გააკეთა.

ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ბერძენ-რომაელთა ტურნირში ჩვენგან გოდერძი დავითაძე (55), ფირუზ წულუკიძე (60), ზურაბ დათუნაშვილი (74), რევაზ ნადარეიშვილი (84) იჭიდავებენ, ხოლო 96-ში მონაწილე ფალავანი მწვრთნელებს ჯერ არ დაუსახელებიათ. სოფიაში "თავისუფალთა" შორის სამი ქართველი იასპარეზებს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ზურაბ იაკობაშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა