შესარჩევ ტურნირს 24 მაისიდან სტამბული უმასპინძლებს. ჩვენი ბიჭები სტარტზე სწორედ მასპინძლებს დაუპირისპირდებიან
1993-94 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის - რევაზ ჩომახიძის ხელმძღვანელობით 19-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის პირველობისთვის ემზადება.

შესარჩევ ტურნირს 24 მაისიდან სტამბული უმასპინძლებს. იქ თურქები, ქართველები, მოლდოველები, ბელარუსები და კვიპროსელები ფინალური ეტაპის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ. ჩვენი ბიჭები სტარტზე სწორედ მასპინძლებს დაუპირისპირდებიან, 25-ში მოლდოველებს გაუწევენ მეტოქეობას, 20 მაისს ორ მატჩს გამართავენ - დილით ბელარუსთან, საღამოს - კვიპროსთან.

აქ მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ინტენსიური მზადება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ეროვნულ ჩემპიონატში ("ივერიის" სახელით) მონაწილეობით დაიწყო. ორი მნიშვნელოვანი მატჩიც მოიგო - შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ "თბილისთან" და "ზვიგენებთან".

სერბეთის წყალბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩვენი გუნდი ჩომახიძის ხელმძღვანელობით 15 აპრილს ნოვი სადში გაემგზავრება და მასპინძლებთან ერთად ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გამართავს. იქვე ტესტმატჩებსაც ჩაატარებს უმაღლესი ლიგის გუნდებთან.

2 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთში "სლავიანკას თასის" გათამაშებაში ჩაებმება. იქ ჩვენებურთა მეტოქეები იქნებიან უკრაინა (3 მაისი), დიდი ბრიტანეთი (4 მაისი), პოლონეთი, ისრაელი (ორივე შეხვედრა 5 მაისსაა დანიშნული) და ბელარუსი (6 მაისი).

რევაზ ჩომახიძის შეგირდები დასკვნით შეკრებას თბილისში საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში გამართავენ, სადაც 10 მაისს რუსეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კირიშის გუნდს უმასპინძლებენ და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრებთან ერთად ივარჯიშებენ.

ასე რომ, ჩვენი ბიჭები ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირს ყოველმხრივ მომზადებულები შეხვდებიან და სტამბულში ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ, რომელიც აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინათ, ამ ბიჭებმა 17-წლამდელთა ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე ჩომახიძის ხელმძღვანელობით, სძლიეს დიდბრიტანელებს, პოლონელებს, ფრედ დაამთავრეს შეხვედრა ბელარუსებთან და კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრეს ადგილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა