ექვსი მოგება და სამი ყაიმი - ასეთი შედეგით დაასრულა მოჭადრაკეთა ნეკარის საერთაშორისო ტურნირი ქართველმა დიდოსტატმა
ექვსი მოგება და სამი ყაიმი - ასეთი შედეგით დაასრულეს დაიციზაუში (გერმანია, შტუტგარტის ოლქი) მოჭადრაკეთა ნეკარის საერთაშორისო ტურნირი ქართველმა და ფრანგმა დიდოსტატებმა - კონსტანტინე შანავამ (2586) და ანდრეი ისტრატესკუმ (2633) და სხვებისთვის მიუწვდომელნი აღმოჩნდნენ.

არადა, გამარჯვების უპირველეს კანდიდატებად შეჯიბრების რეიტინგფავორიტები, 2700-იანთა კლუბის წევრები - ფრანგი ეტიენ ბაკრო (2706) და გერმანელი არკადი ნაიდიჩი (2702) მიაჩნდათ.

9 აპრილს ბოლო ორი ტურის შეხვედრები გაიმართა. მეშვიდე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერების - შანავას და ბაკროს დუელი იწვევდა.

ქართველმა მოჭადრაკემ შესანიშნავად წარმართა პარტია, დებიუტიდანვე ხელთ იგდო უპირატესობა და 30-ე სვლაზე გაიმარჯვა კიდეც.

მე-8 ტურში ლიდერთა და ქართველთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: მილოშ პერუნოვიჩი-ანდრეი ისტრატესკუ 0:1, მარტინ პეტრი-იური სოლოდოვნიჩენკო 0,5:0,5, ვლადიმირ ბაკლანი-დანილ მილანოვიჩი 1:0, ვადიმ შიშკინი-არკადი ნაიდიჩი 0,5:0,5, დავით ბარამიძე-ნიკოლას გრანდადამი 1:0, ლუდვიგ დეგლმანი-თორნიკე სანიკიძე 0:1, დავით ლობჟანიძე-კიმ ლე ქუანგი 0,5:0,5.

რვა ტურის შემდეგ 7-7 ქულით შანავა და ისტრატესკუ დაწინაურდნენ. პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში მათს დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მოჭადრაკეებმა სიტუაციის გართულებას დაზავება არჩიეს და 7,5-7,5 ქულით პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს - ისინი სხვებისთვის მიუწვდომელნი აღმოჩნდნენ.

ეტიენ ბაკრომ შანავას ჯავრი ჰანს რაუზე იყარა და 7 ქულა მოაგროვა, რაც უკეთესი კოეფიციენტის წყალობით მხოლოდ მესამე ადგილისთვის ეყო.

7-7 ქულა კიდევ 12-მა მონაწილემ, მათ შორის - მატიას ბლუბაუმის მძლეველმა თორნიკე სანიკიძემ მოაგროვა, რომლებმაც დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით მეოთხე-მეთხუთმეტე ადგილები გაიყვეს.

არკადი ნაიდიჩმა მე-12 ადგილი დაიკავა. მე-9 ტურში დავით ბარამიძე ევა მოზერს დაუზავდა და 6,5 ქულით მე-20 ადგილს დასჯერდა. დავით ლობჟანიძე ანდრეას სტრუნსკისთან დამარცხდა და ასპარეზობა 5,5 ქულით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა