ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დრიბლინგი ევროპაში: ტონი მონტანა დაბრუნდა!

დრიბლინგი ევროპაში: ტონი მონტანა დაბრუნდა!

ინგლისში მარიო ბალოტელიმ უკანასკნელი წარმოდგენა გამართა - სამწუხაროა, "დრიბლინგს" კარგი გმირი გამოაკლდება
იტალიაში "იუვენტუსი" ყველაზე მეტად ფლორენციელებს სძულთ და სწორედ ფლორენციელების წყალობით დაიბრუნა "იუვემ" ლიდერობა; ინგლისში მარიო ბალოტელიმ უკანასკნელი წარმოდგენა გამართა - სამწუხაროა, "დრიბლინგს" კარგი გმირი გამოაკლდება; ესპანეთში ამჯერად მხოლოდ ციფრებია, გერმანიაში კი ისევ ბალაკოვი და ამჯერად შვაინშტაიგერიც.

იტალია

ფიორენტინა? ამაური?

"იუვენტუსის" გალიდერებას წინ ძალიან საინტერესო პრეისტორია უძღვოდა: "ფიორენტინამ" როგორღაც (ოღონდ, კაციშვილმა არ იცის, როგორ) მოახერხა და "მილანში" მოიგო. ფაქტია, "ვიოლამ" ამით "იუვენტუსს" გაუკეთა საქმე - იმ "იუვენტუსს", რომელსაც იტალიაში ყველაზე მეტად სწორედ "ფიორენტინას" ფანები ვერ იტანენ. და ეს ყველაფერი არ არის! გაიხსენეთ, ვინ გაიტანა "მილანის" კარში გამარჯვების გოლი - კარვალიო ამაურიმ, რომელსაც ლოგიკურად ყველაზე ნაკლებად უნდა სდომებოდა "იუვესთვის" კარგი საქმის გაკეთება.

კასანო დაბრუნდა

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნისა და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობის დაკარგვით დამწუხრებულ "მილანის" ტიფოზებს გასულ უქმეებზე მხოლოდ ანტონიო კასანოს დაბრუნება თუ გაახარებდათ. "სან სიროს" პუბლიკა 29 წლის "ფანტაზისტას" უდიდესი ოვაციებით შეხვდა. ანტონიო გულის პრობლემების გამო "როსონერის" 162 დღის განმავლობაში აკლდა და 28 მატჩი გამოტოვა. კასანო ბურთს რამდენჯერმე შეეხო და ყველა ეპიზოდში დაამტკიცა, რომ ამ ხნის მანძილზე არ დავიწყებია, როგორ უნდა მოეპყრას ბურთს. Buentornaro, Antonio!

დაიჭირეთ ეგ მსაჯი!

"ინტერში" "სტრამოუჩონის" ეფექტით გაბერილი იმედის ბუშტი ისევ ჩაიფუშა. ახალი მწვრთნელის ხელში "ნერაძურიმ" მეორე თამაშში ვეღარ აჩვენა კარგი ფეხბურთი და "კალიარისთან" მხოლოდ 2:2 დააფიქსირა - თანაც, "ინტერს" ბოლო 30 წუთში მოედანზე ერთით მეტი ფეხბურთელი ჰყავდა.

მაურიციო პინილიამ ანგარიში 2:1 რომ გახადა, გახარებულმა მაისური ფაბრიციო რავანელის სტილში თავზე წამოიცვა, რისთვისაც მსაჯმა დაუფიქრებლად უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, წითელიც. გახარებული ფეხბურთელის მოედნიდან გაძევება (თანაც მხოლოდ მაისურის თავზე წამოცმისთვის) დიდი სისულელე რომაა, სწორედ ამაზე საუბრობდა - საუბრობდა კი არა, ყვიროდა "კალიარის" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო მატჩის შემდეგ: "სწორედ ახლა დავრეკე პოლიციაში და განვაცხადე, რომ ეს მსაჯი დასაჭერია!" - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

თავად პინილია მომხდარს უფრო მშვიდად შეხვდა და სარკასტულად თქვა, მომავალში გოლს რომ გავიტან, ტირილს დავიწყებო. გამორიცხული არაა, ფიფას წესებში სადღაც, რომელიღაც პუნქტად გაკვეხებული იყოს კანონი, რომელიც არბიტრს მტირალა ფეხბურთელის გაფრთხილებასაც ავალდებულებს...

ინგლისი

მარიოს ბოლო აკორდი

გასულ უქმეებზე აღვირახსნილმა მარიო ბალოტელიმ "ემირეითსზე" თავისი ბოლო წარმოდგენა გამართა. დავიწყოთ იმით, რომ მას ფორმის ქვეშ ახალი წარწერით დამშვენებული მაისური ეცვა: "კაცი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს"; მეორე: მარიოს მაგრად გაუმართლა, მოედანი უკვე მე-10 წუთზე რომ არ დაატოვებინეს - ალექს სონგისთვის ფეხის მოტეხვა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. თუმცა ბოლოს მსაჯს მაინც გამოსტყუა წითელი ბარათი - ბაკარი სანიასთან ორი უკიდურესი უხეშობისთვის.

რატომ დატოვა რობერტო მანჩინიმ ბალოტელი მოედანზე ამდენ ხანს, ეს, ალბათ, მხოლოდ თავად "სიტის" იტალიელმა თავკაცმა იცის (ან შეიძლება მანაც არ იცოდეს). ფაქტი კი ის არის, რომ გამწარებულმა მატჩის შემდეგ თქვა, ბალოტელის სეზონის ბოლომდე ერთხელაც აღარ ვათამაშებ, ზაფხულში კი გავყიდიო.

"თუ არ შეიცვლება, თამამად ვამბობ, კარიერას 2-3 წელიწადში დაამთავრებს," - დაამატა "მანჩომ".

ექსტრაკლასის სიმულაცია

"ოლდ ტრეფორდის" პუბლიკამ კი კვირას, ფაქტობრივად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მე-20 ჩემპიონობა იზეიმა. "იუნაიტედმა" "ქუინზ პარკ რეინჯერსი" 2:0 დაამარცხა და სერ ალექს ფერგიუსონს მატჩის შემდეგ ლოგიკურად მსაჯ ლი მეისონისთვის მადლობა უნდა გადაეხადა, რადგან ამ არბიტრმა მე-14 წუთზე შონ დერი მოედნიდან გააძევა, "ქუინზ პარკის" კარში კი პენალტი დანიშნა, რითაც მატჩის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა.

საქმე იმაშია, რომ ეშლი იანგმა უდიდესი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა - ჯერ ერთი, თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მეორეც: უმაღლესი კლასის სიმულაციას მიმართა.

მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა აღიარა, იანგი თამაშგარეში იყოო, პენალტს კი დასანიშნი უწოდა. კომენტატორ მარტინ ტაილერს ამაზე გაეცინა და რეჟისორს მომენტი რამდენჯერმე გაამეორებინა, რითაც ყველა დაარწმუნა, რომ იანგმა მართლაც ისიმულანტა. თანაც, დასძინა, ვინც ამბობს, რომ ინგლისელი ფეხბურთელები არ სიმულანტობენ, ხომ ხედავთ, ძალიან ცდებაო. მეორე კომენტატორმა მარკ ბრაიტმა მისი მოსაზრება უცაბედად დაადასტურა: "ჰო, მაგრამ სიმულაცია ინგლისში უცხოელებმა შემოიტანეს!" - თქვა "კრისტალ პალასის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

ესპანეთი

ესპანური სტატისტიკები

გასულ უქმეებზე ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში (ოფიციალური მატჩები) მე-60 გოლი გაიტანა. ამავდროულად, მან პრიმერადივიზიონში 156-ე და 157-ე გოლები გაიტანა (207 მატჩში), რითაც ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს გაასწრო. მეტი ციფრები გნებავთ? ავიღოთ ციფრი ნული.

"რეალმა" ამ სეზონში მესამედ ვერ შეძლო გოლის გატანა და ეს მეხუთე ტურის შემდეგ პირველად გააკეთა, რამაც ის გამოიწვია, რომ "ბარსელონა" მადრიდულ გრანდს უკვე "სათოფეზე მიუახლოვდა". არადა, გახსოვთ, "რეალი" "ბარსას" მთელი 10 ქულით უსწრებდა.

"ბილბაოს" ფეხბურთელებს პრიმერადივიზიონში თავით ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი. "სევილიასთან" გამარჯვების გოლი თავით, რა თქმა უნდა, ფერნანდო ლორენტემ გაიტანა. ამრიგად, ბასკებს სულ 45 გოლი აქვთ გატანილი და აქედან 17 თავით.

ამ 17-იდან კი, ლორენტეზე 8 თავური გოლი მოდის. ფერნანდოს საერთო ჯამში თავით 36 გოლი აქვს შეგდებული და ამ მხრივ ესპანეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა ფეხბურთელს სჯობნის - თითქმის ყველას, რადგან ლორენტე მაინც არ არის საუკეთესო - ესპანიოლელი ვალტერ პანდიანის ანგარიშზეც 36 თავური გოლია.

გერმანია

ისევ კრასიმირი

"კაიზერსლაუტერნის" ხელმძღვანელებმა წარუმატებელი მწვრთნელი მარკო კურცი გააგდეს და მის ნაცვლად, მასზე უფრო წარუმატებელი კრასიმირ ბალაკოვი დანიშნეს. ცუდი ის არის, რომ ბალაკოვი მართლა ვერ ყოფილა სრულ ჭკუაზე - აქამდე ამას მხოლოდ ხუმრობით ვამბობდით.

ფეხბურთელობის ჟამს ბულგარელი "შტუტგარტში" "მაგიური სამკუთხედის" ერთ-ერთი კუთხე იყო, მწვრთნელი ბალაკოვი კი "უბედური ერთკუთხედის" ის ერთადერთი კუთხეა.

ამ უქმეებზე, კერძოდ, მორიგი წაგების შემდეგ, რამაც ყველა დაარწმუნა, რომ "ლაუტერნის" გადარჩენა შეუძლებელია, ბალაკოვმა ისევ დაამტკიცა, რომ საუკეთესო მოტივატორი და ნაღდი მოაზროვნე მწვრთნელია - საშუალოდ ერთ მატჩში "ლაუტერნი" მის ხელში 0 ქულას იღებს, ეს კი საუბრისას ისევ ხშირად ახსენებს ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა "იმედი", "ბრძოლა" და "ფეხბურთი". თანაც, შემტევი...

შვაინი გაშტერდა

...არადა, ტელეკომპანია "სქაის" რეპორტიორი, რომელსაც "ბაიერნისა" და "აუგსბურგის" მატჩის შემდეგ ბასტიან შვაინშტაიგერისთვის ინტერვიუს ჩამორთმევა დაავალეს, მართლა კარგად იყო მომზადებული - უბრალოდ, შვაინიმ ვერ გაუგო ვერაფერი. მოკლედ, საფინალო სასტვენის შემდეგ შვაინშტაიგერსა და "სქაის" რეპორტიორ ტიმ ნიდერნოლტეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

ნიდერნოლტე: "აუგსბურგთან" გაგიჭირდათ? ელოდით ასეთ წინააღმდეგობას?"

შვაინშტაიგერი: "ჩვენ სამი ქულის აღება გვინდოდა და მთავარია, რომ მოვიგეთ".

ნიდერნოლტე: "მთავარი ეს იმიტომაა, რომ "დორტმუნდმაც" მოიგო. ისე, თქვენი განცხადება "ბორუსიასთვის" ბრძოლის გამოცხადებას არ ჰგავს..."

შვაინშტაიგერი: "ვერ გავიგე?!"

ნიდერნოლტე: "თქვენი განცხადება "ბორუსიასთვის" ბრძოლის გამოცხადებას არ ჰგავს-მეთქი..."

შვაინშტაიგერი: "რას გულისხმობთ?"

ნიდერნოლტე: "ბაიერნის" თამაშს. 5:0 რომ მოგეგოთ, დორტმუნდელებს ხომ უფრო შეეშინდებოდათ, ვიდრე 2:1-ით, რაც დაფიქსირდა?"

შვაინშტაიგერი: "ამას სერიოზულად ამბობთ?"

ნიდერნოლტე: "არა, ეს კითხვაა..."

შვაინშტაიგერი: "არ მესმის. მე ვთქვი, რომ "აუგსბურგი" ცუდი გუნდი არ არის. ამიტომაც ვერ გავიგე თქვენი კითხვა".

ნიდერნოლტე: "თქვენს ამ განცხადებას რომ მოისმენენ, დორტმუნდში იტყვიან..."

შვაინშტაიგერი ("ბაიერნის" პრესატაშე მარკუს ჰიორვიკს მიუბრუნდა): "...მარკუს, ეს ხომ არ მაშაყირებს?"

ნიდერნოლტე: "არა, უბრალოდ, ჩვეულებრივი კითხვა დავსვი".

შვაინშტაიგერი წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს