"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელს ისევ აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთი კონფერენციის ლიდერობა დაიბრუნა "ოკლაჰომამ".

"თანდერს ზედიზედ" სამი წაგების შემდეგ დასავლეთში პირველი ადგილი ჩამოართვა "სან ანტონიომ", მაგრამ "ოკლაჰომამ" ბოლო ორი დღის განმავლობაში ორი მატჩი მოიგო და ისევ პირველია დასავლეთში.

10 აპრილს "ოკლაჰომა" სტუმრად თამაშობდა "მილუოკის" წინააღმდეგ და ყოველგვარი გართულების გარეშე მოიპოვა გამარჯვება. პირველი მეოთხედის შემდეგ ამ მატჩის ბედი, პრაქტიკულად, გარკვეული იყო. საწყისი 12 წუთი "ოკლაჰომამ" 17 ქულის სხვაობით მოიგო - 35:18.

"მილუოკიმ" მხოლოდ მეორე მეოთხედში შეძლო გაბრძოლება და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენას სამი ქულა ჩამოაკლო, მაგრამ მესამე 12-წუთეულში სტუმრებმა ისევ დაიბრუნეს ინიციატივა და სხვაობამ ისევ ზრდა დაიწყო.

საბოლოოდ, "ოკლაჰომამ" მეორე ტაიმი ექვსი ქულით მოიგო და თამაში 20-ქულიანი სხვაობით დაასრულა თავის სასარგებლოდ - 89:109.

ასეთი დიდი ანგარიშით მოგება "თანდერის" ერთ-ერთი ლიდერის - კევინ დურანტის შედარებით სუსტი თამაშის მიუხედავად გახდა შესაძლებელი. დურანტმა თამაშიდან 15-ჯერ ისროლა და მხოლოდ ოთხი ბურთი ჩააგდო, რამაც მას 19 ქულა მოუტანა. სამაგიეროდ, თავის დონეზე ითამაშა რასელ უუესტბრუკმა, რომელიც 26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი აღმოჩნდა.

ამასობაში წააგო თავისი შეხვედრა "სან ანტონიომ" - მისი 11-მატჩიანი მოგებათა სერია "იუტამ" შეწყვიტა და "ოკლაჰომამ" ამის წყალობით დაიბრუნა ლიდერობა დასავლეთ კონფერენციაში.

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელ დერიკ როუზს ისევ აწუხებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ორი დღის წინ ამ კალათბურთელმა ტრავმით გამოწვეული 12-მატჩიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ ითამაშა და მორიგი დაზიანება მიიღო. ექიმებმა როუზს კოჭის ტრავმა დაუდგინეს.

ჯერჯერობით უცნობია დერიკის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი, მაგრამ კლუბთან დაახლოებული წყაროს ცნობით, უახლოეს მატჩებში გამთამაშებლის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის 35 მატჩში როუზის სტატისტიკა 23.0 ქულას, 7.9 შედეგიან გადაცემასა და 3.5 მოხსნას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა