ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბოლო და წარუმატებელი

ბოლო და წარუმატებელი

ქართველი ძიუდოისტები აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც ისევე წარუმატებლად გამოვიდნენ, როგორც წინა დღეებში დანარჩენ წონებში...

ქართველი ძიუდოისტები აბსოლუტურ წონით კატეგორიაშიც ისევე წარუმატებლად გამოვიდნენ, როგორც წინა დღეებში დანარჩენ წონებში. ეს შეჯიბრება გუშინ ჩატარდა, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს. წინასწარი მონაცემებით, მასში ოთხ ქართველს უნდა ეჭიდავა, მაგრამ ლაშა გუჯეჯიანმა მონაწილეობა იუარა და სამეულის იმედად დავრჩით. თუმცა რაღა იმედი - მათაც ნაჩქარევად დაასრულეს ტურნირში მონაწილეობა.

ლომერ ჟორჟოლიანმა პირველივე შეხვედრა ვაზარით დათმო ესპანელ ანგელ პარასთან, ადამ ოქრუაშვილმა და სოსო მსხალაძემ კი თითო შეხვედრა მოიგეს. ოქრუაშვილმა დამატებით დროში გაფრთხილებით მოუგო მასზე ლამის ორჯერ უფრო მაღალ პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს, მსხალაძემ კი ავსტრალიელი ჯოშუა დაჰლი წმინდად დაამარცხა. მომდევნო წრეში ოქრუაშვილმა იაპონელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ კეიჯი სუძუკისთან წააგო, მსხალაძემ - ასევე იაპონელ კაზუჰიკო ტაკაჰაშისთან.

აბსოლუტური პირველობა იაპონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა - ნახევარფინალში სამი მათგანი გავიდა - სუძუკი, ჰოროკი ტაჩიამა და დაიკი კამიკავა, მსხალაძის მომგებ ტაკაჰაშის კი ფინალის გზა ფრანგმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტედი რინერიმ გადაუღობა. ამდენად, გადამწყვეტ ეტაპზე ფრანგი მარტო დარჩა სამ იაპონელთან და ასეთ უთანასწორო ბრძოლაში შეეცადა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ მოპოვებას. მიზანთან ახლოსაც იყო - ტაჩიამას დამაჯერებლადაც მოუგო და ფინალშიც გავიდა.

მეორე ნახევარფინალში თბილისის წლევანდელ მსოფლიოს თასზე ნაჭიდავებმა და ჯერ ოქრუაშვილთან, მერე კი ზვიად ხანჯალიაშვილთან დამარცხებულმა კამიკავამ (თბილისში ის მეხუთეზე გავიდა, ხანჯალიაშვილთან კი პარიზშიც წააგო) სუძუკი დააიპონა, ფინალში კი "მამლის ყივილიც" შეწყვიტა - რინერი დამატებით დროში დაამარცხა და მეხუთედ გაჩემპიონების დიადი ოცნებაც ჩაუხშო. კამიკავა წლეულს ნამდვილად არ ატარებდა საუკეთესო სეზონს, თუმცა ჯერჯერობით კარიერის ყველაზე დიდ წარმატებას ახლა მიაღწია.

ქალთა ტურნირში კვლავ მოეცარა ხელი რუსეთის სახელით მოასპარეზე თეა დონღუზაშვილს - მესამეზე გავიდა, მსოფლიოს ჩემპიონობა კი ისევ აუხდენელ ოცნებად ურჩება.

კვარცხლბეკი

ვაჟები. აბსოლუტური: 1. დაიკი კამიკავა (იაპონია), 2. ტედი რინერი (საფრანგეთი), 3. კეიჯი სუძუკი, ჰიროკი ტაჩიამა (იაპონია).

ქალები. აბსოლუტური: 1. მიკა სუგომოტო (იაპონია), 2. ქიან ქინი (ჩინეთი), 3. მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია), თეა დონღუზაშვილი (რუსეთი).

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა