"ლორიანის" დამრიგებელი კრისტიან გურკუფი შიშობს, რომ მის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება
"ლორიანის" დამრიგებელი კრისტიან გურკუფი შიშობს, რომ მის გუნდს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

ბრეტონელებს 31 ტურში დაგროვილი 32 ქულით მე-18 ადგილი უკავიათ. ერთით მეტი ქულა აქვთ "აიაჩოს", "კანსა" და "ბრესტს". გურკუფმა სეზონის ბოლომდე დასახმარებლად უხმო ფიზიკური მომზადების ცნობილ სპეციალისტს ტიბიუს დარუს, ვისაც "ლანსში", "მარსელში", პსჟ-სა და "არსენალში" უმუშავია.

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, "ლორიანს" დიდი უბედურება დაატყდა თავს: ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება გუნდს ძირითადი მეკარე ფაბიენ ოდარი, რომელიც მიმდინარე სეზონში 31-იდან 27-ჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

მისი უმთავრესი შემცვლელი ბენჟამენ ლეკომი ასევე ტრავმირებულია. ასე რომ, ბრეტონელებს ფლორან შაინიოს იმედად მოუწევთ ყოფნა, ვინც უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში 2011 წლის 30 სექტემბერს ითამაშა თასის 1/32-ფინალში.

პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა

"აიაჩოს" პრეზიდენტი ალენ ორზონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, შიმშილობა შეეწყვიტა. ის 20 თებერვლიდან მოყოლებული შვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს აპროტესტებდა. მუსიე ორზონის არასრულწლოვან ვაჟს პოლიცია უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

18 კაცი დააკავეს

უქმეებზე პარიზში გამართული "ფრანგული დერბის" შემდეგ დედაქალაქის პოლიციამ სტუმართა ფანები დააკავა. მიზეზი ხულიგნობა იყო. მარსელელებს ტრიბუნებზე პეტარდებისა და სხვა პიროტექნიკური საშუალებების შეტანა ედებათ ბრალად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა