"ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი არ ითამაშებს კანადის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი, "ტამპა ბეის" ფორვარდი სტივენ სტემკოსი არ ითამაშებს კანადის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთსა და ფინეთში გაიმართება. სტემკოსმა უარის მიზეზად მხარის ტრავმა დაასახელა.

22 წლის ფორვარდს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ოთხი სეზონის განმავლობაში არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია ტრავმის გამო. როგორც კანადური პრესა წერს, სტემკოსის დაზიანება სერიოზული არ არის. უბრალოდ, ჰოკეისტს დასვენება ესაჭიროება.

სამაგიეროდ, კანადის ნაკრებს ორი მოთამაშე დაემატა - მეკარე დევან დუბნიკი და ფორვარდი რაიანი ნიუჯენტ-ჰოპკინსი, რომელიც წლის დებიუტანტის პრიზის მთავარი მაძიებელია.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის ნაკრებმა თავისი კაპიტანი ტომაშ როლინეკი დაკარგა. რუსეთის "მეტალურგის" ჰოკეისტმა ცოტა ხნის წინ ბარძაყის ტრავმა მიიღო და ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა