საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გამოტოვებული მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში უამინდობის გამო გამოტოვებული მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე კი ერთი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა ოთხმა გუნდმა მოიპოვა. სამის ბედი კი ბოლო ტურში გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ის ოთხეული, რომელიც პლეი ოფში იასპარეზებს, A ჯგუფის წარმომადგენელია. დავით ბოლღაშვილის "ლილს" გამოტოვებული მატჩი არ ჰქონია.

ჩვენებურის გუნდს ახლა 66 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

"ლილს" სამი ქულით ჩამორჩება შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასი", რომელმაც სტუმრად წააგო ნევერთან - 17:24. სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 41-ე წუთზე შეცვალეს, კობაური განაცხადში არ იყო.

პარიზელებს 13 ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი, რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონი" - 31:0.

ხოჭოლავამ სრულად ითამაშა, ყუფარაძე და გიორგაძე ერთდროულად 49-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილს და გიგაურს არ უთამაშიათ.

შოთა მელიქიძის "მაკონმა", რომელიც 50 ქულით მე-4 ადგილზეა, შინ მოუგო "სტრასბურს" 35:19. ქართველი შერკინების ბურჯი განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი

ბობინი-დიჟონი 33:36, ნევერი-მასი 24:17, მონლუსონი-ბულონი 31:0, მაკონი-სტრასბური 35:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლილი - 66 ქულა, 2. მასი - 63, 3. მონლუსონი - 50, 4. მაკონი - 50, 5. ნევერი - 49, 6. დიჟონი - 45, 7. ბობინი - 34, 8. სტრასბური - 30, 9. ორლეანი - 16, 10. ბულონი - 0.

B ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი იბრძვის. გია ლაბაძის, რეზო ბელქანიას და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინი" 47 ქულით მე-4 ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდმა მე-14 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში სტუმრად წააგო გიორგი კუთარაშვილის "შატორენართან" - 13:19.

ბელქანია თამაშში 29-ე წუთიდან ჩაერთო, ლაბაძე 13 წუთში შეცვალეს, კუთარაშვილი მოედანზე ცხრა წუთის შემდეგ გამოჩნდა, მაისურაძე ტრავმირებულია.

"ლა სეინს" ერთი ქულით ჩამორჩება მეხუთეადგილოსანი ირაკლი ნინიძის "რომანი", რომელმაც სტუმრად მოუგო "ნიმს" - 31:6. ნინიძე თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენმა" და დავით კაჭარავას "ნიცამ" პლეი ოფში მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგეს.

B ჯგუფი

მონტობანი-პოკენი 70:0, კასტანე-ბურგ ან ბრესი 28:25, შატორენარი-ლა სეინი 19:13, ნიმი-რომანი 6:31.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი - 65 ქულა, 2. მონტობანი - 57, 3. კასტანე - 54, 4. ლა სეინი - 47, 5. რომანი - 46, 6. სენტ ეტიენი - 33, 7. შატორენარი - 33, 8. ნიცა - 32, 9. ნიმი - 20, 10. პოკენი - 3.

C ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდი ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება მეორეადგილოსან "ვანს" და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

C ჯგუფი

ლანჟონი-ლავორი 22:9, კოლომიე-ვანი 30:23, სენ ჟან დე ლუზი-სენ მედარი 37:19, მორლაა-აგეტმო 6:19.

სატურნირო მდგომარეობა

1. კოლომიე - 66 ქულა, 2. ვანი - 47, 3. ლავორი - 42, 4. ლანჟონი - 40, 5. სენ ნაზერი - 38, 6. სენ ჟუნიენი - 37, 7. სენ ჟან დე ლუზი - 37, 8. აგეტმო - 37, 9. სენ მედარი - 37, 10. მორლაა - 25.

D ჯგუფში 46 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლას განაგრძობს დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი", რომელიც სტუმრად დამარცხდა "ლანამეზანთან" - 10:12. ნემსაძემ სრულად ითამაშა, ბასილაია განაცხადში არ იყო.

D ჯგუფი

ლანამეზანი-ვალანს დაჟენი 12:10, რიბერაკი-ლურდი 19:24, ლიმოჟი-ოლორონი 18:11.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი - 64 ქულა, 2. ლიმოჟი - 59, 3. ბლანიაკი - 48, 4. ვალანს დაჟენი - 46, 5. ლანამეზანი - 44, 6. ლურდი - 43, 7. ოლორონი - 36, 8. მარმანდი - 33, 9. მოლეონი - 18, 10. რიბერაკი - 12.

ესპუართა გათამაშებაში რეგულარული ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პოზიციებს თმობს A ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მიქაუტაძის და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც მე-16 ტურში სტუმრად წააგო "ბაიონთან" - 13:25. ტულონელებს 47 ქულა დაუგროვდათ და მესამე ადგილზე არიან.

ჩვენებურთა ამ გუნდს შვიდი ქულით გაუსწრო "პერპინიანმა", რომელმაც სტუმრად შეძლო დავით ლოსაბერიძის "პოს" ძლევა - 16:0. "პო" 29 ქულით მე-7 ადგილზეა.

გათამაშებას კი ისევ ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონი" ლიდერობს. "ვულკანების" სათადარიგო გუნდმა სტუმრად წააგო "აჟენთან" - 9:23. ეს მარცხი ჩვენებურთა გუნდისთვის ამ სეზონში მესამეა.

A ჯგუფი

პო-პერპინიანი 0:16, აჟენი-კლერმონი 23:9, ლიონი-ბურგუენი 13:9, ტულუზი-მონპელიე 11:22, ბაიონი-ტულონი 25:13.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 62 ქულა, 2. პერპინიანი - 54, 3. ტულონი - 47, 4. აჟენი - 46, 5. მონპელიე - 40, 6. ბაიონი - 39, 7. პო - 29, 8. ტულუზი - 25, 9. ლიონი - 19, 10. ბურგუენი - 17.

B ჯგუფში პლეი ოფში გასვლის შანსი ქართველ მორაგბეთა არცერთ გუნდს აქვს. ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ბიარიცთან" - 21:26 და 28 ქულით მე-8 ადგილზეა. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" მას ექვსი ქულით უსწრებს და მე-5 ადგილზეა. "ალპელებმა" ლიდერ "სტად ფრანსესთან" ფრედ 18:18 ითამაშა.

B ჯგუფი

კასტრი-ბრივი 15:5, ბიარიცი-ტარბი 26:21, გრენობლი-სტად ფრანსე 18:18, მეტრო რასინგი-ბორდო 47:23, ნარბონი-ლა როშელი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 65 ქულა, 2. ლა როშელი - 57, 3. ბიარიცი - 51, 4. ნარბონი - 39, 5. გრენობლი - 34, 6. კასტრი - 31, 7. ბრივი - 28, 8. ტარბი - 28, 9. ბორდო - 21, 10. მეტრო რასინგი - 18.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვასასი
ქართველი სპორტსმენების ნებისმიერი გამარჯვება და წინსვლა უზომოდ მიხარია,მაგრამ სხვა რამის თქმა მინდა:ყველამ ვიცით ჩვენი მორაგბეების სარეკლამო რგოლი ძალადობასთან დაკავშირებით, ჰოდა, ყველას, რასაკვირველია არა, მაგრამ"ზოგიერთს" კი ეხება ძალადობის ელემენტები ცხოვრებაში, მე ეს ზუსტად ვიცი და ძალიან მწყდება გული, ასეთი სხვანაირი, უხეში,ზრდილობის არმცოდნე , ვერ წარმომედგინა, დიახ, ერთ პრესტიჟულ ადგილას საკუთარი თვალით ვნახე და მოვისმინე მისი საქციელი, გამონათქვამები...გული დამწყდა --რეკლამაზე...
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
RugbyPass-ის ინტერვიუ დავით ნინიაშვილთან - "საქართველო 2027 წლის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გავა"
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია