უდავოა, მათე დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია, თუ ყველაზე კარგი არა...
გორის "დილასა" და "გაგრას" სათასო შეხვედრა მათე ვაწაძის ბენეფისად იქცა: მეტოქის მცველებს მუდმივად დაძაბულობაში ამყოფებდა, არაერთი მომენტიც შექმნა და საერთოდაც, გორელებმა შეხვედრა მათეს დუბლით მოიგეს.

არავინ დავობს, რომ ვაწაძე დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თავდამსხმელია, თუ ყველაზე კარგი არა: ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ მეტოქესთან მუდამ იქ არის, სადაც ბურთია და ხიფათი იქმნება. რაც მთავარია, მათეს გოლის გატანა ეხერხება!

ცოტა უცნაური კი არის, ქართული ფეხბურთი ხარისხიანი თავდამსხმელებით იყო ცნობილი, მაგრამ ბოლო წლებში სერიოზული პრობლემა გამოჩნდა. ამის გამოა, ფორმაში შესული ვაწაძე გულშემატკივრის იმედად რომ გადაიქცა: გორის "დილაში" ჩარიცხვის შემდეგ მათემ საქართველოს ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ 10 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ჩემპიონატი მაღალი დონის არაა. აქაური გოლებიც ესპანურ-იტალიურ-ინგლისურივით არ ფასობს, მაგრამ ასეთი შედეგიანობით ჩვენს ჩემპიონატში ბოლოს მერაბ მეგრელაძე, ოთარ კორღალიძე და ზვიად ენდელაძე თუ გამოირჩეოდნენ.

მათე ვაწაძეს ინტერვიუ "გაგრასთან" ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ჩამოვართვით.

- "გაგრა" სერიოზული მეტოქე აღმოჩნდა, მოგებაც ძალიან გაგიჭირდათ...

- რაც "გაგრა" მახსოვს, სულ ასეთი მეომარი გუნდია და მასთან მოგება იოლი არასოდეს ყოფილა. ჩვენც ძალიან გვანერვიულა.

თანაბარი ბრძოლა იყო მანამდე, სანამ გოლს გავუშვებდით. მერე კი უპირატესობა მოვიპოვეთ და მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ყველას გათავისებული გვქონდა, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. მეორე ტაიმში ყველანაირად შევეცადეთ, უპირატესობა გამოგვეყენებინა და ეს მოვახერხეთ კიდეც.

- თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ ნერვიულობა დაგეტყოთ...

- როდესაც გაგაჩნია მიზანი და ატყობ, რომ შესაძლოა, მეტოქემ მოგიგოს, ცხადია, ანერვიულდები კიდეც. მთავარია, რომ ეს ნერვიულობა თამაშის ხარისხზე არ აისახა. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და მიმაჩნია, რომ შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

- აშკარაა, რომ ფორმაში შეხვედი და ახალ გუნდსა და ახალ პარტნიორებს კარგად შეეწყვე...

- ჯერ დრო კიდევ გვჭირდება, ჩვენი პოტენციალი სრულად რომ გამოვავლინოთ. იგივეს ვიტყვი საკუთარ თავზეც. მაგრამ შედარებაც არაა იმ თამაშთან, რასაც "დილა" ამ წლის დასაწყისში აჩვენებდა. მგონია, რომ შედეგებიც უკეთესი გვაქვს და რაც მთავარია, თამაშის ხარისხიც.

- განმეორებით შეხვედრაზე რას იტყვი?

- "გაგრას" მეორე შეხვედრაშიც უნდა ვაჯობოთ და ფინალში გავიდეთ. მართალია, პირველ მატჩში გავიმარჯვეთ და უპირატესობაც გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა.

...სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ ვინმე ფინალში გზას დაგვითმობს. ხომ ნახეთ თამაში, რა ბრძოლა იყო, ლამის ნახევარი გუნდი დაგვემტვრა, საკმაოდ ხისტად გვეთამაშებოდნენ. დარწმუნებული ვარ, "გაგრას" ბიჭები მეორე შეხვედრაშიც ასე იბრძოლებენ.

ეს ისეთი მებრძოლი და კარგად ორგანიზებული გუნდია, მასთან ერთი წამითაც არ შეიძლება მოდუნება. ახალგაზრდები არიან, ბოლომდე იბრძვიან, არაფერს გითმობენ და პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ. გოლი ზუსტად ასე გაგვიტანეს. ამიტომ გორშიც ისევე მონდომებით უნდა ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში, ბოლომდე დავიხარჯოთ და ვიბრძოლოთ. სხვაგვარად, ფინალის საგზურს არავინ გვაჩუქებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fau1
თასის ფინალი უკვე გაჩუქეს და ეს ყველამ იცის. ნუ გვაბოლებთ, რა, თუ შეიძლება. ტეხავს.
dato
დვალსაც იქნებ დაუძახოს კაცი საგოლე მომენტებსაც ქმნის და გამოუყენებელად შემთხვევას არ ტოვებს
mimino
იქნებ ქეცბაიამაც დაუძახოს .ვაწაძეს საჯარიმოში გოლის ალღო ნაღდად ეტყობა-დვალიშვილს არ ეტყობა .
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა