საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში ნათამაშები მცველის მომავალი გაურკვეველია
მოსკოვის ოლქის "ხიმკი" რუსეთის ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში (პირველი ლიგა) ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს, რადგან აუტსაიდერთა ზონას სულ სამი ქულა აშორებს.

ოლეგ დოლმატოვის გუნდის პრობლემებს ერთიც დაემატა: ბოლო ტურში კალინინგრადის "ბალტიკასთან" შეხვედრაში გუნდის კაპიტანი გიორგი ნავალოვსკი დაშავდა - მცველი, რომელსაც თბილისის "დინამოში", საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებში უთამაშია.

"კალინინგრადელებთან შეხვედრისას მოწინააღმდეგის მოთამაშე დამეჯახა, მუხლი გამისივდა და მეორე ტაიმში თამაში აღარ შემეძლო. მაგრამ გუნდში მარცხენა მცველი არ გვყავს, მწვრთნელი შემეცოდა და გამოცვლა არ მომითხოვია.

დოლმატოვთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დაღალატება გამომდიოდა. მაგრამ თამაშის შემდეგ მუხლის ტკივილმა ისე შემაწუხა, ფეხს ვეღარ ვშლი და მგონია, ცოტა ხანი დავისვენებ.

არადა, ახლა "ხიმკის" ძალიან უჭირს და უთამაშებლობა არ მინდოდა. მაგრამ ექიმი მამშვიდებს, რომ საშიში არაფერია", - გვითხრა გიორგიმ.

ნავალოვსკის ამბავი საკმაოდ უცნაურია: ვიცოდით, რომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" კონტრაქტი 2010 წელს დაუსრულდა და "ხიმკიში" მას შემდეგ აღმოჩნდა. თურმე, საქმე სხვაგვარად ყოფილა:

"მე დღემდე "ვოლგას" ვეკუთვნი, "ხიმკიში" კი იჯარით ვთამაშობ, რომლის ვადაც მაისში მთავრდება. თუმცა მალე თავისუფალი აგენტი გავხდები, რადგან "ვოლგასთან" კონტრაქტი 1 აგვისტოს მიმთავრდება".

გიორგი არ მალავს, რომ საქართველოში იწვევდნენ:

"საქართველო, ოჯახი, მეგობრები და ნათესავები ძალიან მომენატრა. თქვენ გგონიათ, ჩამოსვლა არ მინდა? მქონდა კიდეც შემოთავაზებები, "ზესტაფონიდან" დამიკავშირდნენ, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებდა და დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა".

სად გააგრძელებს გიორგი კარიერას, ეს ჯერ არ იცის:

"ხიმკიში" თავს კარგად ვგრძნობ, მწვრთნელი თვალდახუჭული მენდობა და შვილივით ვუყვარვარ. ახალი კონტრაქტიც შემომთავაზა, მაგრამ დასამალი არ არის: ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და სანამ თამაში შეგიძლია, უკეთეს ფინანსურ შემოთავაზებას თანხმდები. "ხიმკიში" კი კაპიტანი ვარ, მაგრამ ძალიან კარგი პირობები არ მაქვს.

ჯერ კი წარმოდგენა არ მაქვს, ახალი სეზონიდან ისევ "ხიმკიში" დავრჩები თუ კარიერას სხვა გუნდში გავაგრძელებ. არა მგონია, უგუნდოდ დავრჩე. ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელია, ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, საინტერესო ვარიანტს შემომთავაზებს".

ნავალოვსკის "ხიმკიში" დარჩენაზე თანხმობა იმიტომაც არ უთქვამს, რომ გუნდის მომავალი გაურკვეველია:

"ისიც არ ვიცი, პირველ ლიგაში დავრჩებით თუ გავვარდებით. აქაური ფეხბურთი საკმაოდ უცნაურად არის მოწყობილი. ჩვენი პრეზიდენტი კი წესიერი კაცია, თამაშის დაუწერელ წესებს ალღო ვერ აუღო, გარიგებებში არ შედის და ვიჩაგრებით".

შეგახსენებთ, რომ სავიზო პრობლემების, საკლუბო საჭიროებისა და ეროვნულ ნაკრებში იგნორირების გამო, თბილისში გაზრდილმა ბიჭმა 2010 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. წელს კი, მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, გიორგი "ხიმკის" კაპიტნად აირჩიეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
((მქონდა კიდეც შემოთავაზებები, "ზესტაფონიდან" დამიკავშირდნენ, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებდა და დალაპარაკებას აზრი არ ჰქონდა".)) კაცი ამას ამბობს და ესენი რა სათაურს აკეტებენ ნახე რა...:@:@:@ აზრზე არარიან რა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა