20 სექტემბერს რუსულ ხანტი-მანსიისკში საზეიმოდ გაიხსნება 2010 წლის მსოფლიოს 39-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 160 ქვეყნის 159 ვაჟთა და 119 ქალთა გუნდი (1375 მოთამაშე) იასპარეზებს...

20 სექტემბერს რუსულ ხანტი-მანსიისკში საზეიმოდ გაიხსნება 2010 წლის მსოფლიოს 39-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 160 ქვეყნის 159 ვაჟთა და 119 ქალთა გუნდი (1375 მოთამაშე) იასპარეზებს. საათები კი 21 სექტემბერს ჩაირთვება.

ამ მნიშვნელოვანი ფესტივალისთვის სხვებთან ერთად მონდომებით ემზადებიან ქართველი დიდოსტატები. ამჟამად ისინი ბოლო საწვრთნელ შეკრებას ბაზალეთზე გადიან.

ქალთა ნაკრები 2009 წლის დრეზდენის ოლიამპიადის ჩემპიონია და ხანტი-მანსიისკში ჩვენს მანდილოსნებს ტიტულის დაცვა მოუწევთ. უკვე გაუწყეთ, რომ ჩვენი გუნდი შეჯიბრებაზე გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრება. ვერა მენჩიკის თასის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ ნანა ძაგნიძე (2534), ლელა ჯავახიშვილი (2451), ნინო ხურციძე (2435), ბელა ხოტენაშვილი (2464) და სალომე მელია (2439). კაპიტანია ნინო გურიელი.

მართალია, ხანტი-მანსიისკში თამაშზე უარი თქვა მაია ჩიბურდანიძემ, მაგრამ რეიტინგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ დაბალანსებული გუნდი გვყავს. და ჩემპიონობისათვის ბრძოლა ძალუძთ. ვაჟებში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ბაადურ ჯობავა (2710), მიხეილ მჭედლიშვილი (2628), მერაბ გაგუნაშვილი (2598), თამაზ გელაშვილი (2611) და ლევან ფანცულაია (2599). ქალებისგან განსხვავებით მათ, როგორც გვითხრეს, უფრო მოკრძალებული მიზანი აქვთ - საუკეთესო ათეულში შესვლა. მაგრამ ეს ხომ თავისთავად საპრიზო სამეულსაც გულისხმობს.

ხანტი-მანსიისკში ძლიერი მოჭადრაკეები მოიყრიან თავს და ჩვენს დიდოსტატებს დაძაბული ორთაბრძოლების გადატანა მოუწევთ. ოლიმპიადის უპირველეს ფავორიტებად, ცხადია, მასპინძლებს მიიჩნევენ. ისინი ტურნირზე ვაჟთა 4 და ქალთა 3 გუნდით წარსდგებიან.

უძლიერეს შემადგენლობებსაც მოუყარეს თავი. მაგალითად, ქალთა პირველ გუნდში გამოვლენ ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა (2573) და მისი და - კონტინენტის პირველობების მრავალგზის პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (2565), ამჟამინდელი მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრე კოსტენიუკი (2524), ალისა გალიამოვა (2482) და ვალენტინა გუნინა (2465). შარშან ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა ქართველების მსგავსად 16 ქულა მოაგროვა, მაგრამ გუნდის წევრთა მოგროვებული ქულები მეტი აღმოჩნდა და ოქროს მედლებიც ჩრდილოელ მეზობლებს ერგოთ. ისინი, ცხადია, შინ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის არაფერს დაიშურებენ.

უწინდელი დიდების დაბრუნება სურთ რუს ვაჟებს, ამიტომ მათი პირველი გუნდი შეჯიბრებაზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება: ვლადიმირ კრამნიკი (2780), ალექსანდრ გრიშჩუკი (2760), პეტერ სვიდლერი (2731), სერგეი კარიაკინი (0), ვლადიმირ მალახოვი (2725).

ოლიმპიადაზე კვლავაც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება უკრაინის გაერთიანებული გუნდი, რომელმაც წინა ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა ნაკრებების საუკეთესო შედეგისთვის ნონა გაფრინდაშვილის თასი დაისაკუთრა, თანაც უკრაინელ ქალთა გუნდმა ჩვენებთან პირველი ადგილი მინიმალური დამატებით მაჩვენებლებით წააგო (ვაჟებმა ამერიკელებთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილები გაიყვეს).

მედლებისთვის ისინი ასეთი შემადგენლობით იბრძოლებენ: ქალები. ორგზის ევროპის ჩემპიონი კატერინა ლახნო (2539), ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (2499), ანა უშენინა (2466), ინა გაპონენკო (2469), მარია მუზიჩუკი (2464). ვაჟები. ვასილი ივანჩუკი (2754), პაველ ელიანოვი (2761), რუსლან პონომარიოვი (2749), ზახარ ეფიმენკო (2683), ალექსანდრ მოისეენკო (2658).

ხანტი-მანსიისკში ოდნავ შეცვლილი შემადგენლობით იასპარეზებენ ვაჟებში წინა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონები სომხები: ლევონ არონიანი (2783), ვლადიმირ აკოფიანი (2691), გაბრიელ სარგისიანი (2677), არმენ პაშიკიანი (2639), ავეტიკ გრიგორიანი (2579). ქალთა გუნდში ითამაშებენ: ელინა დანიელიანი (2466), ლილით მკრტიჩიანი (2484), ლილით გალოიანი (2373), ნელი აგინიანი (2282), ანაიდ ხარატიანი (2039).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა