ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

გაზაფხულის ტურნირი: "ლელოს" ოთხი ლელო "აკადემიის" ერთის წილ

გაზაფხულის ტურნირი: "ლელოს" ოთხი ლელო "აკადემიის" ერთის წილ

პირველი წრის გადატანილ შეხვედრაში "ლელო" "აკადემიას" დაუპირისპირდა და 28:11 დაამარცხა
ლელო-აკადემია 28:11

ლელო (15-9) გუგავა (ბარკალია 38), ხუციშვილი, კოპაძე, ანდღულაძე, ხეცოიძე, გეგენავა, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (სანიკიძე 48), ხიდეშელი (ორაგველაძე 63), სუჯაშვილი, აზალაძე, ქოიავა (ჭეიშვილი 68), სურგულაძე, კოლელიშვილი (ჭყოიძე 30), ნიკოლაიშვილი.

4ლ: გუგავა, ჭყოიძე, კოპაძე, ანდღულაძე. 2ს: გუგავა, გეგენავა. გ: გუგავა.

სინბინი: აზალაძე.

აკადემია (15-9) ი. დავითაშვილი, მარგიანი, წაქაძე (მაკაროვი 63), მოლოდინაშვილი, ჭუაძე, აბდუშელიშვილი (ცაგარეიშვილი 63), ღამბაშიძე (შ. დავითაშვილი 49). (1-8) ზაქაშვილი, მაღლაკელიძე, ღამბაშიძე, გაფრინდაშვილი, ლომიძე, გოგოლაძე (ჩაჩუა 63), ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე (ლუარსაბიშვილი 63).

ლ: ი. დავითაშვილი. ს: აბდუშელიშვილი. ა: ი.დავითაშვილი

სინბინი: ლომიძე

მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

გაზაფხულის ტურნირის პირველი წრის გადატანილ შეხვედრაში თბილისის "ლელო" "შევარდენის სანაკრებო ბაზის" სათადარიგო, ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის "აკადემიას" დაუპირისპირდა და 28:11 დაამარცხა.

თამაში საკმაოდ საინტერესო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. გუნდები ზედმიწევნით ცდილობდნენ მწვრთნელების დავალების შესრულებას. მორკინალების გარჯას უკანახაზელების ხელდახელ ბურთაობა ცვლიდა. ტექნიკური წუნი თუმცა საკმაო იყო, მოედანზე მაინც კარგი სანახაობა შედგა.

"აკადემია", მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დაწყების წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, კარგად შეთამაშებული, ახალგაზრდა მორაგბეებით გაძლიერებული გუნდი გამოდგა. განსაკუთრებით, ქების ღირსია გუნდის დაცვაში თამაში. თუმცა, ცხადია, აქაც ყველაფერი იდეალურად არ არის და მწვრთნელს, პაატა ნარიმანაშვილს, სამუშაო ბევრი აქვს. ერთი სიტყვით, "აკადამიას" პოტენციალი ნამვილად გააჩნია და, ვფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატში, რომელიც სექტემბერში დაიწყება, ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

"აკადემიისგან" განსხვავებით, სეზონის წინ "ლელოს" დანაკარგი თითქმის არ განუცდია. მეტიც, რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დაიმატა, მაგრამ აკადემიელებთან დაპირისპირებისას ტრავმების გამო რამდენიმე ლიდერი აკლდათ, განსკუთრებით კი - უკანა ხაზში. საქართველოს ნაკრების წევრები: ლაშა ხმალაძე, ირაკლი ყიასაშვილი და სანდრო თოდუა თამაშს ტრიბუნებიდან უცქერდნენ.

მატჩის მსვლელობისას კი კიდევ ერთი უკანახაზელი, ლექსო გუგავა დაშავდა, რომელიც სანამ მოედანზე ირჯებოდა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველ ტაიმში "ლელომ" ათი ქულა დააგროვა და ათივე მის ანგარიშზეა.

უნდა აღინიშნოს, რომ თამაში "აკადემიამ" მეტოქეზე ბევრად აქტიურად დაიწყო და პირველი ექვსი წუთი მოედანზე მის ნახევარზე გაატარა. მე-3 წუთზე აკადემიელებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ, მაგრამ მგეზავმა გიორგი აბდუშელიშვილმა საჯარიმო 45 მეტრიდან ვერ გაიტანა.

მომდევნო ექვსი წუთი უკვე "ლელოსი" იყო და მე-12 წუთზე ფულბეკის პოზიციაზე მოთამაშე გუგავამ შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან საჯარიმოთი გახსნა ანგარიში - 3:0. "აკადემიას" შვიდი წუთი დასჭირდა, რათა ანგარიში გაეთანაბრებინა. ერთ-ერთი მწვავე შეტევისას აკადემიელებმა ჯარიმის უპირატესობა მიიღეს, თუმცა სანამ ბურთი უქმი გახდებოდა, ფულბეკმა ივანე დავითაშვილმა 30 მეტრიდან არეკნით გაიტანა - 3:3.

თამაშს თვალს მილტონ ჰეიგი

შვილებთან ერთად ადევნებდა

ამის შემდეგ ინიციატივა ნელ-ნელა მთლიანად "ლელომ" იგდო ხელთ. სალელოვე შეტევა ლელოელებმა 35-ე წუთზე, მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დანიშნული შერკინებიდან წამოიწყეს. იქიდან გამოტანილი ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი კაჭარავამ მგეზავად მოთამაშე ირაკლი გეგენავასთან გაითამაშა და მერე მარცხნივ, გრძელ ფრთაზე შეტევაში გუგავა ჩართო, რომელიც მეტოქის ორ მცველს გაუსხლტა ხელიდან და ჩათვლის მოედანში შეაღწია, გარდასახვაც თვითონვე გაიტანა - 10:3. სამ წუთში გუგავა დაშავდა და მოედანი დატოვა. პირველ ნახევარში არაფერი შეცვლილა.

შესვენების შემდეგ ისევ "აკადემიამ" შეუტია უფრო აქტიურად და 43-ე წუთზე საჯარიმოს გამორჩა, რომელიც აბდუშელიშვილმა გაიტანა - 6:10. ამაზე "ლელომ" სამ წუთში მეორე ლელოთი უპასუხა. შერკინება "აკადემიის" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში დაინიშნა. პირველი დარტყმა შეცვლაზე შესულმა გიორგი ჭყოიძემ განახორციელა. მას კიდევ ორი მიძალება მოჰყვა და ბოლოს ისევ ჭყოიძემ იყოჩაღა. გარდასახვა გეგენავამ ვერ გაიტანა - 15:6, თუმცა 11 წუთში საჯარიმოს გატანა შეძლო და "ლელო" 12 ქულით დააწინაურა - 18:6.

"აკადემია" მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, თუმცა 64-ე წუთზე, შეიძლება ითქვას, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. აკადემიელებმა საკუთარ 22-მეტრიან ზონაში საკუთარი დერეფანი წააგეს. ლელოელთა მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და მეტოქეს წესის დარღვევა აიძულეს. კაჭარავამ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა, რამდენიმე მეტრი გაიარა და ბურთი იქვე მიმყოლ შუამარბ დაჩი კოპაძეს აუგდო, რომელსაც ლელოს გატანა არ გასჭირვებია. გეგენავამ ისევ ვერ გარდასახა - 23:6.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში სხვაობა საკმაოდ სოლიდური გახდა, "აკადემიას" ფარ-ხმალი არ დაუყრია. ნარიმანაშვილმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

ახალგაზრდა აკადემიელებმა თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლეს. 74-ე წუთზე კი ლელოც გაიტანეს. მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მათ საკუთარი აუტი მოიგეს, მორკინალების მოკლე დარტყმებით ჩათვლის მოედანს ზედ კარის წინ მიუახლოვდნენ, თუმცა მერე ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანეს, რომელიც "ლელოს" დაუცველი დარჩა და ფულბეკმა ივანე დავითაშვილმა ჩათვლის მოედანში შეაღწია, გარდასახვა თვითონვე დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა - 11:23.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

"ლელომ" მორიგი შედეგიანი იერიში თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოედნის ცენტრიდან წამოიწყო. კაჭარავამ და გეგენავამ ურთიერთშეთანხმებული მანევრით "აკადემიის" დაცვის ხაზი გაიარეს. მერე მარცხენა ფრთაზე შეტევაში მესამეხაზელი გიორგი ჭყოიძე ჩაერთო, რომელმაც თხუთმეტიოდე მეტრი გაიარა და ბურთი იქვე მიმყოლ შუამარბ ნონო ანდღულაძეს გაატანა. გეგენავამ ვერ გარდასახა - 28:11.

A ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. ლელო - 9 ქულა, 2. არმია - 9, 3. აკადემია - 4, 4. არმაზი - 4, 5. ბათუმი XV - 2, 6. ბაგრატი - 0.

III ტური

21 აპრილი

ბათუმი XV-ლელო, აკადემია-არმია, ბაგრატი-არმაზი

B ჯგუფი

სატურნირო მდგომარეობა

1. აია - 10 ქულა, 2. ლოკომოტივი - 10, 3. ჯიქები - 5, 4. ხარები - 4, 5. ყოჩები - 0, 6. თიბისი - 0.

III ტური

22 აპრილი

ჯიქები-ლოკომოტივი, აია-ყოჩები, თიბისი-ხარები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო

დიდი 10 | არმია 23:19 ლელო

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა