აზერბაიჯანში ხუთი ტური მიილია, ჩემპიონატს ერთპიროვნულად (13 ქულა) "ხაზარ ლენქორანი" ლიდერობს. ბოლო ტურში დავით იმედაშვილის გუნდმა ქართველის გარეშე დაამარცხა მოიკ-ი, აზერბაიჯანული არმიის კლუბი.

აზერბაიჯანში ხუთი ტური მიილია, ჩემპიონატს ერთპიროვნულად (13 ქულა) "ხაზარ ლენქორანი" ლიდერობს. ბოლო ტურში დავით იმედაშვილის გუნდმა ქართველის გარეშე დაამარცხა მოიკ-ი, აზერბაიჯანული არმიის კლუბი. სტუმართა კარს ამირან გვენცაძე იცავდა.

კახა ცხადაძის "ინტერი" 10 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა ამდენივე ქულა აქვს მეორეადგილოსან "ნეფთჩის"და მეოთხეადგილოსან აზალ-ს. აზერბაიჯანის ყველაზე ქართულმა გუნდმა ტურის ცენტრალურ მატჩში 1:0 მოუგო "ყარაბახს". ცხადაძეს სამი ქულა ოლეკსანდრ ჩერტანოგოვმა მოუტანა მე-12 წუთზე გატანილი ბურთით. შეგახსენებთ, რომ ცხადაძე დისკვალიფიცირებულია და ამ თამაშში ბაქოს "ინტერს" გიორგი ჩიხრაძე გაუძღვა. მასპინძელთა სასტარტოში ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე და დავით ოდიკაძე (73-ე წუთზე შეცვალეს). სხვა ქართველებს "ინტერში" არ უთამაშიათ. დამარცხებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ადამიამ. "ყარაბახს" სულ რაღაც 4 ქულა აქვს, თუმცა ევროთასების გამო გუნდს სამ მატჩზე მეტი არ უთამაშია.

აზალ-მა "სიმურგს" 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში მე-2 ტაიმი ითამაშა ნუგზარ კვირტიამ. "სიმურგში" ბაჩანა ცხადაძე არ გამოჩენილა. გიორგი სეთურიძის, ზურაბ ძამსაშვილის და ლევან მდივნიშვილის "განჯა" სტუმრად 1:1 დაუზავდა "ბაქის". პირველმა ორმა შეუცვლელად ითამაშა, მდივნიშვილი 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე. "განჯას" 4 ქულა აქვს.

"თურანის" კონსულტანტი რევაზ ძოძუაშვილია. მე-5 ტურში ეს გუნდი შინ ტონი ადამსის "გაბალასთან" 0:1 დამარცხდა. დამარცხებულთა რიგებში ითამაშეს შალვა ფირცხალავამ, გიორგი მოდებაძემ და გიორგი ჭედიამ. "გაბალაში" კვლავ არ გამოჩენილა გოგა ბერაია. "თურანი" 2 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, "სიმურგსაც" ამდენივე ქულა აქვს და ბოლოა. "ნეფთჩისა" და "მუღანის" მატჩი დღეს გაიმართება.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა