"კანტუმ" "არმანისთან" 64:72 წააგო, "კანადიან სოლარი" კი "ბენეტონთან" 59:63 დამარცხდა
15 აპრილს გამართულ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ორივე ის გუნდი დამარცხდა, რომელთა შემადგენლობაშიც ქართველებმა თავი გამოიჩინეს.

მანუჩარ მარკოიშვილიცა და ვიქტორ სანიკიძეც თავიანთ გუნდებში საუკეთესონი იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ქართველების მონდომება გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

სანიკიძის "კანადიან სოლარი" ტრევიზოში "ბენეტონთან" 59:63 დამარცხდა, მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" კი მილანში "არმანისთან" შეხვედრა 64:72 დათმო.

სანიკიძე, ტრადიციულად, ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 34 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა: 10 ქულა, 10 მოხსნა და 1 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 6-იდან 3 ორქულიანი და 4-ივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ვიქტორს თავისი გუნდის შემადგენლობაში სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (15) ჰქონდა. ბოლონიურმა კლუბმა 15 მოგების წილ მე-12 მარცხი განიცადა და სერია A-ში მე-7 ადგილზე იმყოფება.

თავისი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო მანუჩარ მარკოიშვილიც. მილანში "ემპორიო არმანისთან" მატჩში სტუმრებმა მხოლოდ პირველი მეოთხედი მოიგეს, შემდეგ კი მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახლდათ და მათ საბოლოოდ 72:64 იმარჯვეს.

მანუჩარმა მოედანზე 34 წუთი დაჰყო და კანტუელთა მხრიდან საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი (19) ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 11-იდან 6 ორქულიანი, 3-იდან 2 სამქულიანი და 2-ივე საჯარიმო გამოიყენა და 20 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.

მიუხედავად წაგებისა, "კანტუ" ცხრილში მაინც მეორე ადგილზე დარჩა. მარკოიშვილის გუნდს 18 მოგების წილ 10 მარცხი აქვს. წყალობით, კვლავაც მე-2 ადგილზე რჩება.

16 გამარჯვებით მე-6 ადგილზეა ნიკა მეტრეველის "სასარი", რომელმაც მორიგ ტურში "მონტეგრანაროს" 79:77 სძლია. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე მხოლოდ 1 წუთი გაატარა და შეტევაში ერთი მოხსნის განხორციელება მოასწრო. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ქუინტონ ჰოსლიმ კი 36 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა.

მორიგ ტურში, 22 აპრილს, "კანადიან სოლარი" "კასერტას" უმასპინძლებს, "კანტუ" - "ვარეზეს", ხოლო ერთი დღით ადრე "სასარი" სტუმრად "სკავოლინის" გაეჯიბრება.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა