იტალიის ვიცე-ჩემპიონის, დედაქალაქური "რომას" მეპატრონეები - ბანკი Uნიცრედიტ და როტშილდების ოჯახი – კლუბის გაყიდვას რახანია აპირებენ...

იტალიის ვიცე-ჩემპიონის, დედაქალაქური "რომას" მეპატრონეები - ბანკი Uნიცრედიტ და როტშილდების ოჯახი – კლუბის გაყიდვას რახანია აპირებენ. ჯერჯერობით "მგლების" სანაცვლოდ მისაღები თანხა არავის შემოუთავაზებია, თორემ კლუბის მფლობელები უარს არ იტყოდნენ...

იტალიური პრესა ირწმუნება, რომ "რომას" შეძენის ახალი მსურველი გამოჩნდა – რუსი ბიზნესმენი ლეონიდ ფედუნი. ეს კაცი ცნობილი ნავთობკომპანია "ლუკოილის" ხელმძღვანელი და მოსკოვის "სპარტაკის" მეპატრონეა და თავისი გავლენის სფეროში იტალიის მოქცევაც გადაწყვიტა. La Gazzetta dello Sport-ის მონაცემებით, ფედუნი მხადაა, "რომას" მეპატრონეებს კლუბის ღირებულების ნახევარი ახლავე გადაუხადოს, ხოლო ორი წლის შემდეგ დამატებით 35 პროცენტიც შეიძინოს, რათა კლუბზე სრული კონტროლი ხელთ იგდოს. თანაც, ფედუნი აცხადებს, გუნდის გასაძლიერებლად 200 მილიონ ევრომდე გავიღებო.

სავარაუდოდ, როტშილდები დაინტერესდნენ ამ მდიდარი რუსის წინადადებით. თორემ რთული ასახსნელია, რატომ აჭიანურებს "რომა" კლაუდიო რანიერისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას – ამ კაცმა გუნდთან დიდი სამუშაოც გაწია, შედეგებიც მიიღო და პირობების გაუმჯობესებას ნამდვილად იმსახურებს. გასული სეზონის დასრულების შემდეგ "მგლების" მეპატრონეები მწვრთნელს ახალი შრომითი ხელშეკრულების ოპერატიულად გაფორმებას დაპირდნენ, მაგრამ სიტყვა გატეხეს, ხოლო რანიერი ხელძღვანელების მიმართ უკმაყოფილებას უკვე საჯაროდ გამოთქვამს. ეტყობა, "რომას" მფლობელები მყიდველისთვის კლუბის გადაბარებასაც აპირებენ და კლაუდიო რანიერისთვის მიცემულ სიტყვასაც...

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა