საკალათბურთო ასოციაციის ერთბაშად ორმა ვარსკვლავმა შეიძლება ვერ ითამაშოს რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთბაშად ორმა ვარსკვლავმა შეიძლება ვერ ითამაშოს რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი.

ერთ-ერთი მათგანია "ორლანდო მეჯიქის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი, რომელიც შაბათს ლოს ანჯელესში ექიმ რობერტ უოტკინსთან იყო კონსულტაციაზე და იქ მას ზურგის ქვედა ნაწილში ხერხემლის ტრავმა დაუდგინეს.

"სუპერმენმა" უკვე გამოტოვა "მეჯიქის" ბოლოს ექვსი შეხვედრა, რომელთაგანაც "ჯადოქრებმა" ხუთი წააგეს. ჯერჯერობით უცნობია ჰოვარდის მოედანზე დაბრუნების თარიღი. გამორიცხული არ არის, ლიგის საუკეთესო ცენტრი პლეი ოფის მატჩებამდე რომ ვერ ვიხილოთ პარკეტზე.

დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა "ლოს ანჯელესის" ლიდერ კობი ბრაიანტის შემთხვევაში. მიმდინარე რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირს მარცხენა ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან უკვე გამოტოვა ზედიზედ ხუთი შეხვედრა.

ამერიკული პრესა ვარაუდობს, რომ კობი ბოლომდე იმკურნალებს და ამიტომაც რეგულარულ ჩემპიონატში მოედანზე აღარ გამოვა - ის გუნდს პლეი ოფის ეტაპიდან შეუერთდება, მით უმეტეს, რომ "ლეიკერსმა" უკვე გაინაღდა დასავლეთის TOP8-ში ადგილი; თანაც, მის გარეშე გუნდი შესანიშნავად თამაშობს - კალიფორნიელებმა ლიდერის არყოფნაში უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგეს, მათ შორის, გუშინ მოქმედი ჩემპიონი "დალას მავერიქსი" დაამარცხეს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლომდე გამოაკლდა "ტორონტოს" იტალიელი ცენტრი ანდრეა ბარნიანი. ამის მიზეზი მარცხენა ფეხის ტრავმა გახლავთ. ეს დაზიანება კალათბურთელმა "ოკლაჰომასთან" მატჩში მიიღო. იტალიელმა ამ სეზონში უკვე გამოტოვა 27 შეხვედრა.

წელს ბარნიანის საშუალო სტატისტიკა 19.5 ქულასა და 5.5 მოხსნას შეადგენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა