პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანმა ფინალში პოზიციები ვერ შეინარჩუნა და მე-5 ადგილს დასჯერდა
პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი და ლონდონის თამაშების ლიცენზიანტი ლუბა გოლოვინა სანკტ-პეტერბურგში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი იყო, მაგრამ ფინალში პოზიციები ვერ შეინარჩუნა და 53.630 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისელი სპორტსმენი ბრინჯაოს პრიზიორს, ბრიტანელ ლაურა გალახერს მხოლოდ 0.310, ხოლო მეორეადგილოსან ვიქტორია ვორონოვას (რუსეთი) 0.410 ქულით ჩამორჩა. ჩემპიონობა ბელარუსმა ტატსიანა პიატრენიამ (55.195) მოიპოვა.

ნევისპირა ქალაქში 18-წლამდელთა ევროპის პირველობის ფინალში მესამე შედეგით შევიდა 12-წლიანებში 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ანა ოდიშვილი. იქ კი (საკვალიფიკაციოს შედეგები არ შედის) 2-3 წლით უფროს მეტოქეებთან პაექრობაში მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალი აქაც ბელარუსს - ლიზავეტა კაზლოვას ხვდა. ანა ოდიშვილი თანაგუნდელ თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონული ხტომების ფინალშიც სცდიდა ძალებს ახალგაზრდებში, მაგრამ კვარცხლბეკს ვერც აქ მიუახლოვდა - მეტიც, ჩვენმა დუეტმა შეცდომა დაუშვა ვარჯიშისას და 22.2 ქულით მე-7 იყო.

რაც შეეხება ქალთა სინქრონული ხტომების ფინალს, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ანა დოღონაძემ მეწყვილე ჯესიკა სიმონისთან ერთად ევროპის ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა - ბრინჯაოს დაყაბულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა