ცნობილმა მწვრთნელმა მოსკოვის" სპარტაკის" "რუბინთან" გამარჯვება მოედანზე ქართველის გამოსვლას მიაწერა
რუსეთის ჩემპიონატის 39-ე ტურში მოსკოვის "სპარტაკმა" საკუთარ კედლებში ყაზანის "რუბინს" ანგარიშით 2:0 სძლია და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

"წითელ-თეთრების" ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე ამ მატჩში მოედანზე 72-ე წუთზე, კარიოკას ნაცვლად შემოვიდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მატჩის ბედი.

ჯანოს თამაშში ჩართვას ორიოდე წუთში მარჯვენა ფლანგზე კუთხური მოჰყვა, რომლის შესრულებაც სწორედ ქართველმა ჰავბეკმა ითავა. მის "ჩახვეულ" ჩაწოდებას მარეკ სუხი გამოეხმაურა, რომელმაც ბურთი კარში გადაგზავნა და ანგარიში გახსნა.

გატანილმა გოლმა მოსკოველებს ფრთები შეასხა, მათში გამორჩეული კი ქართველი ლეგიონერი იყო. შედეგად "რუბინის" კარში მეორე გოლიც გავიდა - 82-ე წუთზე თავი ემენიკემ გამოიჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანო ანანიძეს ამ თამაშში არ გაუტანია, "სპარტაკის" გულშემატკივრები გამარჯვებას სწორედ ქართველის გამოსვლას მიაწერდნენ.

ცნობილმა მწვრთნელმა ოლეგ რომანცევმა მოსკოვის" სპარტაკის" და "რუბინის" მატჩის შემდეგ ქართველი ლეგიონერი შეაქო.

- ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ შეხვედრაში გარდატეხა შეცვლაზე შემოსულმა ჯანო ანანიძემ მოახდინა?

- მიჩვეული ვარ, რომ ფაქტებს დავეყრდნო. ისინი კი თქვენს სიტყვებს ადასტურებენ.

ჯანო თამაშში მართლაც ძალიან წარმატებით ჩაერთო. კუთხურიდან სწორედ მისი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა სუხიმ გადამწყვეტი გოლი.

ამ შემთხვევაში სამწვრთნელო შტაბმა შეცვლაც გამოიცნო და ისიც, თუ რა პოზიციაზე უნდა გამოსულიყო ქართველი ლეგიონერი.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა